Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 17.10.2021

ამირან გამყრელიძე: ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსალოდნელია ეპიდემიური ვითარების საგრძნობი გაუარესება. „1,8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვაა. „ყველამ შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე“ - თქვა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ აუცილებელია... Читать дальше...

30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება

News.ge 

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.  როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1 830 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის ...

საქართველოში ორდღიან ვიზიტს ჩაატარებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Radiotavisupleba.ge 

17-18 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი. ივან კორჩოკი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, საქართველოში ჩამოდის სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.

COVID-19: საქართველოში 4 581 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

Radiotavisupleba.ge 

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4581 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჩატარდა 46 123 ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი 5076 იყო, 62 994ტესტის ჩატარების ფონზე. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 28 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 468-ს შეადგენს. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2494 -ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 612 481-ს მიაღწია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 61 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 5 176 პაციენტი... Читать дальше...

ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა პარიზის გრან სლემზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა - ეთერ ლიპარტელიანი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟის ფინალამდე, სამი შეხვედრიდან ორი მოიგო და ერთი წააგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მეტოქე არ გამოცხადდა და ბრინჯაოს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დაეუფლა. პარიზის გრან სლემის დასკვნით დღეს - 17 ოქტომბერს, საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)... Читать дальше...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ფინალში გავიდა

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში მოუგო, ანგარიშით 7:6, 6:3 და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში პირველმა შეძლო ამ რანგის შეჯიბრების ფინალის საგზურის მოპოვება. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეთექვსმეტე ადგილზე მყოფ ბასილაშვილს საჩემპიონო ტიტულს ბრიტანელი კამერონ ნორის ძლევა აშორებს. ამ ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბულგარელ გრიგორი დიმიტროვს აჯობა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე სულ ხუთი მატჩი ჩაატარა. ფრიცთან შეხვედრამდე მან მოუგო ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Как Рыбакиной стать второй ракеткой мира: расклад от WTA






61 страна, 28 тысяч площадок: «Единая Россия» в шестой раз провела «Диктант Победы»

Курские «Русичи» выиграли бронзу Суперфинала Кубка Федерации по баскетболу

Фильм "Стыд" завоевал гран-при Московского международного кинофестиваля

Туристы заняли 80% номеров в нижегородских отелях на майские праздники