Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 25.10.2021

უზბეკეთში დასრულდა პრეზიდენტის არჩევნები. შავკატ მირზიოევი უპირობო ფავორიტია

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთში ორშაბათს გამოქვეყნდება კვირას გამართული პრეზიდენტის არჩევნების პირველადი შედეგები, მაგრამ ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ არჩევნებში გამარჯვებას იოლად მოიპოვებს მოქმედი პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი, რომელსაც არ ჰყოლია ანგარიშგასაწევი პრეტენდენტები. მირზიოევი მეორედ იყრის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობდა კიდევ 4 კანდიდატი, - მრავალრიცხოვანი ანალიტიკოსი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი აცხადებენ, რომ არჩევნები უზბეკეთში ვერ ჩაითვლება კონკურენტულად... Читать дальше...

“სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ და რაც მთავარია, უნდა დასრულდეს მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება”

News.ge 

ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილი და აიღო ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა, ახლა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პასუხისმგებლობას, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. გიგი წერეთლის განცხადებით, სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ და უნდა დასრულდეს მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება. „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებიც, უფლებადამცველებიც და სხვებიც, ვინც ერკვევიან ვითარებაში... Читать дальше...

ადვოკატი: ღამით სააკაშვილის ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გუშინ ღამით გართულდა. მისი თქმით, ამის გამო საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევაც. ამის შესახებ მან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ისაუბრა, სადაც სააკაშვილია დაპატიმრებული. "გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს კონსილიუმის იმ დასკვნას... Читать дальше...

სუდანიდან კვლავ ვრცელდება ცნობები სამხედრო გადატრიალებისა და ქვეყნის პრემიერის დაპატიმრების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სუდანში, რომელიც სექტემბრის ბოლოდან ყურადღების ცენტრშია, მრავალრიცხოვანი ცნობების თანახმად, სამხედრო გადატრიალების მცდელობას აქვს ადგილი. არაბული და დასავლური საინფორმაციო საშუალებების თანახმად, სამხედროებმა დააპატიმრეს სამოქალაქო მინისტრების ნაწილი და მათ შორის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდუკი, ასევე რამდენიმე პროვინციის გუბერნატორი და სხვა პოლიტიკოსები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც იგი მოუწოდებს დემოკრატიის მომხრეებს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და მშვიდობიანი საშუალებებით დაუპირისპირდნენ გადატრიალებას. Читать дальше...

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი არასდროს განხილულა

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულება, სადაც პატიმრებს მკურნალობენ, მზად არის სააკაშვილის მისაღებად. "​ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, საუბარი არის, რომ თუ გახდება სააკაშვილის ჰოსპიტალიზება საჭირო, უნდა განხორციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში... Читать дальше...

უმძიმესი კადრები ბათუმიდან – 13 წლის გოგონას თანატოლებმა აგინეს და სასტიკად სცემეს

News.ge 

ბათუმში 13 წლის გოგონას თანატოლებმა აგინეს და სასტიკად სცემეს, კადრები კი “ტიკ ტოკზე” გაავრცელეს. მოზარდების მიერ მოზარდის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ...

“შეწყვიტე რა, ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რა სიკვდილი… ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები”

News.ge 

“შეწყვიტე რა, ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რა სიკვდილი… ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები”, — ამ სიტყვებით მიმართა ჭყოდნიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტამა, სტეფანე კალაიჯიშვილმა მიხეილ სააკაშვილს. მიტროპოლიტმა ქადაგებისას ის სასულიერო პირებიც გააკრიტიკა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და საყოველთაო შერიგებაზე საუბრობენ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შერიგება შესაძლებელია ითხოვონ სასულიერო პირებმა, რომლებმაც ხალხს ქადაგება და ...



გიორგი კირთაძე - "ოპოზიციაში ყოფნამ გვასწავლა ის, რომ არ შეიძლება არ უსმენდე ოპოზიციას"

Radiotavisupleba.ge 

"ბათუმის საკრებულოში 15 მანდატით ვართ წარმოდგენილი, 1-ით - "ლელო" და 3-ით - გახარიას პარტია. ვამბობთ, რომ საკრებულოს თავმდჯომარის პოსტზე კანდიდატსაც არ დავაყენებთ. გვინდა, ოპოზიციასაც ჰქონდეს ბერკეტები და ცვლილება გვქონდეს მართლა", - აცხადებს გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი.

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ კაცობრიობის წინაშე დანაშაულს უწოდებს ისლამური დაჯგუფების თავდასხმას ავღანელ შიიტებზე

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გაავრცელა მორიგი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ავღანეთში ბოლო კვირაში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალის მიერ მოწყობილი თავდასხმები შიიტურ უმცირესობაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა დანაყოფმა, „ხორასანის პროვინციის ისლამურმა სახელმწიფომ“ (IS-K), იკისრა პასუხისმგებლობა ავღანეთის ტერიტორიაზე, ყუნდუზისა და ყანდაარის პროვინციებში ეთნიკური ჰაზარების შიიტურ სალოცავებში თვის დასაწყისში მომხდარ ტერაქტებზე... Читать дальше...

საქართველოში ბოლო 24 საათში 2000 აცრაც კი ვერ გაკეთდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 24 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 1 877 ადამიანი. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრის დასაწყისიდან. ოქტომბერში ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა. დანარჩენ დღეებში, სხვადასხვა დროს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3000-დან 8000-მდე იყო, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის... Читать дальше...

გიორგი კირთაძე: ბათუმის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელად "ოცნების" წარმომადგენელი წარმომიდგენია

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუ ნამდვილი ევროპული მმართველობა საქართველოში ბათუმიდან დაიწყება. მისი თქმით, ბათუმელებმა საკრებულოში მრავალპარტიულ უმრავლესობას და მერიაში კი კოალიციურ მმართველობას დაუჭირეს მხარი და ამას მერის არჩევნების მეორე ტურშიც დაამტკიცებენ. „დილის საუბრებში“ გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში 16 მანდატით "ქართული ოცნება" ოპოზიციაშია და ამის მიუხედავად... Читать дальше...

სარჯველაძე: “ქართულ ოცნებას” აქვს იდეალური წინაპირობები იმისთვის, რომ გაიმარჯვოს დამაჯერებლად

News.ge 

მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვებისთვის ემზადება. “ქართულ ოცნებაში”ამბობენ, რომ ოპოზიციის დამარცხებას ალტერნატივა არ აქვს და მიიჩნევენ, რომ არჩევანს მოქალაქეები ძალადობასა და პროგრესს შორის მარტივად გააკეთებს. “მე ვიტყოდი, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს იდეალური საშუალებები და წინაპირობები იმისთვის, რომ გაიმარჯვოს დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში, რომელშიც მეორე ტურია დანიშნული. ამის თქმის საფუძველს იძლევა პირველ ტურში მიღებული მხარდაჭერა ...

გებრეისუსი: პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას, ეს ჩვენს ხელშია

News.ge 

მაშინ, როცა კვირაში კოვიდ 19-ით თითქმის 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბერლინში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია. მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტი აქვს პანდემიის დასასრულებლად, თუმცა საჭიროა მათი სათანადოდ გამოყენება. „პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას, ...

46 გარდაცვლილი, ვირუსის 1942 შემთხვევა – კოვიდის სტატისტიკა განახლდა

News.ge 

საქართველოში კორონავირუსის 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაცია Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ კოვიდის დიაგნოზით 9 788 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 650 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 635 611-ია.

საქართველოში 1942-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი. ეს 23 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 847 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1942 შემთხვევა. კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება.... Читать дальше...

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ჰოსპიტალიზებულია

Radiotavisupleba.ge 

კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს. ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 ოქტომბერს, ვაშინგტონის წმინდა სოფიას ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე, მსოფლიო პატრიარქმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მისი ექიმის რჩევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს გაწერენ. ეპარქია აცხადებს, რომ ამჟამად პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. Читать дальше...

თალიბები მიესალმებიან პრეზიდენტ პუტინის განცხადებას

Radiotavisupleba.ge 

რადიკალური მოძრაობა თალიბანი მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის შესაძლო ამოღების შესახებ. თალიბების მიერ „ავღანეთის ისლამურ საამიროდ“ წოდებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი აბდულ კაჰარ ბალხი ტვიტერზე წერს, რომ მიესალმებიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებს, შავი სიიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ ლიდერების ამოღების შესახებ. ბალხი ტვიტერზე წერს იმასაც, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდა და მსოფლიოს ქვეყნებმა... Читать дальше...

Новости России
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о реконструкции крымской Алупки


გერმანიის პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა მიგრანტების მოწინააღმდეგე ნეონაცისტებში

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის პოლიციამ პოლონეთის საზღვართან ოპერაცია ჩაატარა მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ. გასული კვირის ბოლოს, ათეულობით ნეონაცისტი გერმანიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ გუბენსა და მის შემოგარენში, რათა არ დაეშვათ გერმანიის ტერიტორიაზე მიგრანტების, ძირითადად, ბელარუსის მოქალაქეების შესვლა. მემარჯვენე ექსტრემისტებს ტერიტორიის დატოვება აიძულეს. პოლიციის ინფორმაციით, ოპერაციისას ჩამორთმეულია ხელკეტები, ცრემლსადენი გაზის ბალონები, დანები და მაჩეტე. რამდენიმე... Читать дальше...

საქართველოში ბოლო რამდენიმე საათში ორი მიწისძვრა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:52 საათზე, რუსთავთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ბიძგი იგრძნობოდა დედაქალაქშიც. რამდენიმე საათით ადრე 4.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან. სოფელ სამებასთან ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ათეული მიწისძვრა დაფიქსირდა. ივლისის დასაწყისში რადიო თავისუფლებას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს... Читать дальше...

When You Shouldn’t Buy Essay Papers Online

News.ge 

In the event that you purchase essay online, you will have to go through a couple of things. In the end, if you’re buying it, then you probably have a deadline to meet. You’re also going to need to make sure the essay that you have purchased is an original work. The most frequent issues ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович вышла в основную сетку турнира WTA-1000 в Риме






НПЗ Газпром нефтехим Салават работает штатно после атаки БПЛА

Жители Хамовников встретили День Победы в сквере Девичьего поля

Победители «Диктанта Победы» из Подмосковья приняли участие в параде Победы

Израильский посол в Москве: 9 мая – это День Победы