Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 26.10.2021

ნინო ბაქრაძე ხმების დათვლის ვიდეოფიქსაციაზე - "რატომ არავის მოაფიქრდა, რომ ოქმის შევსება უნდა გადავიღოთ?!"

Radiotavisupleba.ge 

"წესი არის შესაცვლელი - ოქმის შევსების მომენტი უნდა ჩანდეს და ოქმს რომ აწერენ ხელს კომისიის წევრები, ესეც უნდა ჩანდეს. ოქმი სადღაც ივსება და ჩვენ ვერ ვხედავთ საერთოდ", - "აიფაქტის" დამფუძნებელი, ნინო ბაქრაძე თვლის, რომ ხმების დათვლის გადაღება უბნებზე ოქმების შევსების ჩათვლით უნდა ხდებოდეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი

News.ge 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 698 ...

ტიკარაძე: იძულებითი განთავსება არ ხდება, უბრალოდ პენიტენციური საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს

News.ge 

სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებას რეგულირების სააგენტო დღეს განმეორებით შეისწავლის. არის თუ არა გლდანის ნომერ 18-ე დაწესებულება მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მიიღოს?! – დასკვნას სააგენტო უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს. ჯანდაცვის მინისტრი იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომლებიც ექსპერტებმა გასცეს და აღნიშნავს, რომ პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უტარდება, გართულებები კი არ აღენიშნება. მინისტრის განმარტებით, გლდანის მე-18 დაწესებულება ისევე ...

სუდანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

26 ოქტომბერს სუდანში გაგრძელდა საპროტესტო აქციები სამხედროების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მძლავრად გმობს სამხედროების მიერ სამოქალაქო ხელისუფლების დამხობას და ძალაუფლების ხელში აღებას. დღეს მოგვიანებით სუდანში განვითარებული მოვლენების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაა დანიშნული. მანამდე,აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონი „გადაჭრით გმობს“ სუდანის სამხედრო ძალების მოქმედებას და მოუწოდა მათ... Читать дальше...

საკოორდინაციო საბჭოს წარედგინა "მწვანე პასპორტების" პაკეტი

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებული სრული პაკეტი. ამის შესახებ საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მას პაკეტის დეტალებზე არ უსაუბრია. გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ პაკეტზე საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო და ჯანდაცვის სამინისტრო იმსჯელებენ. ამირან გამყრელიძე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დაახლოებით ათ დღეში ვარაუდობს. Читать дальше...

პაპუაშვილი: ოპოზიცია სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებს, ქართველ ხალხს არ უნდა ქაოსი

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს მონაწილეობა მიიღონ "ქართული ოცნების" მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაში, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ენმ-მ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მშვიდობიანი აქცია ჩაატარა 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე.  შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანი არჩევნების შემდეგაც და ახლაც არეულობისთვის მზადებაა და მმართველმა პარტიამ და მისმა მხარდამჭერებმა ამის საშუალება არ უნდა მისცენ. არეულობის... Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეტეხი კერამიკა“ მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

News.ge 

26 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმო, „მეტეხი კერამიკა“ ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 1.5 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 500 000-ლარამდე დაზოგავს, რაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. პროქტის ჯამური ბიუჯეტი 2.6 მილიონი... Читать дальше...



თიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა

News.ge 

თიბისიმ და ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) სამუშაო კაპიტალისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. „მოხარული ვართ, რომ EFSE-სთან ჩვენი წარმატებული და უწყვეტი პარტნიორობა გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ მოწმობს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და ...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15% არიან მოზარდები - ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 6 379 ბავშვს

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აწოდებს ინფორმაციას მოზარდა ინფიცირების შესახებ. მისი თქმით, საქართველოში არსებული სტატისტიკის მიხედვით, ბავშვები ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 15%-ს შეადგენენ. ამ დრომდე საჭირო გახდა 6 379 ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, 103 927 ინფიცრებული მოზარდიდან. ბავშვთა ინფიცირების 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალური შედეგით.  "თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, ყველა სხვა შემთხვევაში გვქონდა მძიმე თანმდევი გენეტიკური დაავადებები" - ამბობს ამირან გამყრელიძე. Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: მარათონის ფარგლებში 1 401 ადამიანი ავცერით

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ჩატარდა 1 401 აცრა. ვაქცინაციის მარათონი რეგიონებში 18 ოქტომბერს დაიწყო და მის ფარგლებში თვის ბოლომდე დაავადების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მედპერსონალთან ერთად 50-მდე სოფელში ჩავლენ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ვაქცინაციის შესახებ. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღიარებს იმასაც, რომ საინფორმაციო კამპანია არასაკმარისი იყო აცრების შესახებ, თუმცა კვლავ თვლის, რომ... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4762 ადამიანს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 9800-ს გადააჭარბა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 48 090 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4 762 შემთხვევა. 3 953-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 26 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 9.9%; ბოლო 7 დღის - 8.97%; ბოლო 14 დღის - 9.05%. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა... Читать дальше...

9 პირია ბრალდებული ყალბი კოვიდ-პასპორტების და ტესტების დამზადება-გამოყენებისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი პასპორტების და ტესტირების უარყოფითი პასუხის ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენებისთვის პასუხისგებაში მისცა 9 პირი, მათგან ერთი დაკავებულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტები თბილისსა და იმერეთის რეგიონში მოხდა. უწყების თანახმად, „ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი... Читать дальше...

თურქეთის პრეზიდენტმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის ხელისუფლება განმუხტულად მიიჩნევს დასავლეთის 10 სახელმწიფოს ელჩების გაძევების გადაწყვეტილებით გამოწვეულ დიპლომატიურ კრიზისს. ამ ქვეყნების ელჩების მიერ 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადება, რომ თურქეთის საშინაო საქმეებში არ ერევიან, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უკან დახევად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან ელჩები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებული განცხადებების დროს. 23 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ერდოანმა მოითხოვა აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ფინეთის... Читать дальше...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაადასტურეს COVID-19-ით კიდევ 5 ადამიანის გარდაცვალება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 683 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 202 შემთხვევა დაადასტურა. ამავე შტაბის თანახმად, გასულ ორ დღეში COVID-19-ით გარდაიცვალა 5 პაციენტი - 4 გუდაუთის საავადმყოფოში და 1 სოხუმში მდებარე რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში. 2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 30 924 და გარდაცვალების 447 შემთხვევა. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

თურქეთში დააკავეს ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი რუსი ტურისტები

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პოლიციის მიერ დაკავებულ 7 რუს ტურისტს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ხანძრის გაჩენაში, წინასწარი განზრახვის გარეშე. რუსეთის მოქალაქეები 23 ოქტომბერს დააკავეს ანტალიის შემოგარენში მდებარე მთიანი მასივის ტყეში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ტურისტების დაკავება დაადასტურა რუსეთის საკონსულომ ანტალიაში. თურქული მედიის ინფორმაციით, რუსმა ტურისტებმა ტყეში კარავი გაშალეს და კოცონი დაანთეს, რასაც მოჰყვა ხანძარი და მის ჩასაქრობად საჭირო გახდა ვერტმფრენების გამოძახება. Читать дальше...

აშშ საზღვრებს უხსნის ვაქცინირებულ უცხოელებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ აუქმებს კორონავირუსის პანდემიის გამო უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მოგზაურობისთვის თითქმის ორი წლის წინ დაწესებულ შეზღუდვებს. 8 ნოემბრიდან, საჰაერო გზით აშშ-ში ჩასვლას შეძლებენ უცხოელები, რომლებიც სრულად არიან აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. არასაიმიგრაციო ვიზით აშშ-ში გამგზავრების მსურველებმა თვითმფრინავში ასვლის წინ უნდა წარადგინონ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის მაკონტროლებელი ადმინისტრაციის(FDA), ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრის სრული... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP






МИД рекомендовал россиянам «учитывать имеющиеся риски» при планировании поездок в эту стану

МИД РФ: Россия жестко ответит на последние действия Британии

Митинг ко Дню Победы прошел на механическом заводе Солнечногорска

Грузовик насмерть сбил девочку на велосипеде в Подмосковье