Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 30.10.2021

თინა ხიდაშელი: მივდივარ უბანზე ძალიან მძიმედ სადღაც შორს, მკრთალად მბჟუტავ იმედს ჩამოკიდებული

News.ge 

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს: “ძალიან, ძალიან ტრაგიკული დღეა  ძალიან! და დიდი შანსი გვაქვს კიდევ დიდხანს ვიტრიალოთ ამ მოჯადოებულ წრეში. სადღაც მბჟუტავი იმედი თუ მოჩანს, მაინც მგონია იმას უნდა ჩამოვეკიდოთ, როგორი მძიმეც უნდა იყოს. არადა ძალიან მძიმეა. მივდივარ უბანზე ძალიან მძიმედ სადღაც შორს, მკრთალად მბჟუტავ იმედს ჩამოკიდებული.”

მამუკა მდინარაძე: წინა გამოძიებები რატომ არ მივიდა ბოლომდე? რატომ არ დააკავეს ვიღაც? …

News.ge 

წინა გამოძიებები რატომ არ მივიდა ბოლომდე? რატომ არ დააკავეს ვიღაც? – იმიტომ, რომ ყველა დანაშაული ჩანასახშივე, დაგეგმისთანავე იქნა აღკვეთილი, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას, თუ რატომ არ მიდის ბოლომდე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიებები. როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში განმარტა, „თუკი რაიმე იმდაგვარი მტკიცებულება იქნება, რომელიც ალბათობის მაღალი ვარაუდით, კონკრეტული ადამიანის სისრულეში მოყვანილ ...

შსს: ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა

News.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, ქეთევან კოვზიაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, მე- 20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კოვზიაშვილმა განაცხადა, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები შექმნილია. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ... Читать дальше...

ნათია იოსელიანი: ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კომისიის წევრს კოვიდინფექცია დაუდგინდა, სიმართლეს არ შეესაბამება

News.ge 

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, დაზუსტებული ინფორმაციით, არცერთი პირი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობს, კოვიდინფიცირებული არ არის. იოსელიანი ამით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის 106-ე საარჩევნო უბანზე, ცოლ-ქმარს, რომლებიც კომისიის წევრები არიან, კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა საარჩევნო უბანზე თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ. „კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებთან დაკავშირებით მონაცემებს... Читать дальше...

“ხელისუფლება პატიმარს რომ ეუბნება თვითმკვლელობის უფლება გაქვსო, ასე ერთი კონკრეტული პატიმრის მოთხოვნებს კი არ პასუხობს, თქვენ, მოქალაქეებს გესაუბრებათ”

News.ge 

“ხელისუფლება პატიმარს რომ ეუბნება თვითმკვლელობის უფლება გაქვსო, ასე ერთი კონკრეტული პატიმრის მოთხოვნებს კი არ პასუხობს, თქვენ, მოქალაქეებს გესაუბრებათ. თქვენ გეუბნებიან, თვითმკვლელობამდეც რომ მიხვიდეთ, თქვენი ხმა ჩვენამდე ვერასდროს მოაღწევსო. თქვენი ან თქვენი შვილების ინტერესები რომ გადაიკვეთოს მათთან ასევე უემოციოდ გაიმეტებენ სასიკვდილოდ. არაჰუმანურობა არის ის ზღვარი რომლის მიღმა ყველაფერი, განათლება, გამოცდილება, პროფესიული უნარები კარგავენ მნიშვნელობას. თანაგრძნობის, სიყვარულის, ...

ელენე ხოშტარია: რასაც ვისმენთ სააკაშვილზე, ხან დიეტა, ხან მოკვდეს, ეს დაცინვა და შეურაცხყოფა „ქართული ოცნების” ამორალურობაზე მეტყველებს

News.ge 

„ქართული ოცნების” განცხადებები, დამოკიდებულება, ქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად ყველა საზღვარს სცდება, ადამიანურს, მორალურს თუ პოლიტიკურს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მმართველი გუნდის წევრების დამცინავი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მათ ამორალურობაზე მიუთითებს. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ვის არა. ასევე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უნდა გასამართლდეს და ვინ არა იმიტომ... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, სააკაშვილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს

News.ge 

პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას სრული კომფორტი აქვს შექმნილი ციხეში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი მისი მხარდამჭერების გრძნობებზე მანიპულირებს. “პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას სრული კომფორტი აქვს შექმნილი ციხეში და რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მას 24-საათიანი მომსახურება გაეწიოს... Читать дальше...

გიორგი კლდიაშვილი - "დემოკრატია ნიშნავს ძალაუფლების შეზღუდვას - შეუზღუდავი ძალაუფლება არის სხვა რამ"

Radiotavisupleba.ge 

"მთავარი პრობლემაა, რომ აქ არის არა პოლიტიკური კონკურენცია, არამედ პოლიტიკური ომი", - ამბობს გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი - "არ შეიძლება პოლიტიკური გუნდი იყოს დიდი ხანი ძალაუფლებაში. იმედი მაქვს, ოპოზიციური ერთიანობა გარკვეულწილად შეიტანს ძალთა კონტროლის საშუალებას".



გიგი უგულავა ფოთელებს: დღეს თქვენ ხელშია როგორ განვითარდება ეს ქალაქი

News.ge 

ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ფოთში გიგი უგულავა, საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს. უგულავა გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერებსაც სთხოვს აქტიურობას. „მინდა ყველა ფოთელს ვთხოვო, მოვუწოდო აქტიურობისკენ, დღეს თქვენ ხელშია მეგობრებო, როგორ განვითარდება ეს ქალაქი, გავაგრძელებთ თუ არა წრეზე ტრიალს, სტაგნაციას, უპერსპექტივრობას, უმუშევრობას, თუ მხარს დავუჭერთ განვითარებას. განსაკუთრებით მინდა გიორგი გახარიას პარტიის და მისი კანდიდატის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ... Читать дальше...

კელი დეგნანი: შეწუხებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, აქტიურად ვადევნებთ თვალს არსებულ მდგომარეობას

News.ge 

რა თქმა უნდა, ჩვენ შეწუხებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, აქტიურად ვადევნებთ თვალყურს არსებულ მდგომარეობას აქ, ისევე როგორც ადამიანები ვაშინგტონში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მის მიმართ არის სათანადო მოპყრობა და მიეწოდება კარგი სამედიცინო დახმარება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილის მიმართ... Читать дальше...

ნიკა მელია:ამ არჩევნებმა უნდა დაასრულოს საბჭოთა სტილის, ერთპარტიული მმართველობა

Radiotavisupleba.ge 

„მე ხმა კონკურენციას,  მრავალფეროვნებას, ცვლილებას და დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა უმრავლესობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო, საბჭოთა სტილის ერთპარტიული  მმართველობა  და გზა გაეხნას კოალიციურ მმართველობას“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა  ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურზე აკუთარი არჩევანი გააკეთა თბილისში, #6 საარჩევნო უბანზე. მისი აზრით, კოალიციური მმართველობა... Читать дальше...

გიორგი გახარია: ხმას არც ერთს არ მივცემ

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი, ახლა უკვე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმა არავის სასარგებლოდ არ მიუცია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. "როდესაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ. საერთოდ, გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ "ცუდსა" და "ცუდს" შორის, მე რა თქმა უნდა ხმას ვაძლევ "საქართველოსთვის"... Читать дальше...

მაგდა პოპიაშვილი - "ძალთა ბალანსი აღარ იქნება იმგვარი, როგორიც იყო წინა ოთხი წლის განმავლობაში"

Radiotavisupleba.ge 

"პირველი ტურის შედეგებიც გვაჩვენებს, ძალთა ბალანსი აღარ იქნება იმგვარი, როგორიც იყო წინა ოთხი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, ვერ იქნება ადგილობრივ დონეზე ერთი დომინანტი პოლიტიკური პარტია და გადაწყვეტილებები ვერ მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მიერ", - ამბობს მაგდა პოპიაშვილი, თვითმმართველობის მკვლევარი.

ზუგდიდის #20 უბანთან დაპირისპირების დროს ხუთი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის წევრსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერიაც.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავა. მათ შორის არიან "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ერთი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ოთხი პირი. დაკავებულებს შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით... Читать дальше...

კენჭისყრის დაწყებიდან 2 საათში ამომრჩეველთა აქტივობა 7.38% იყო

Radiotavisupleba.ge 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 10:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 7.38% იყო. კენჭისყრის დაწყებიდან 2 საათში ხმა მისცა 154 163-მა ამომრჩეველმა. 10:00 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 9.2% იყო რაჭა-ლეჩხუმში და ყველაზე დაბალი, 5.1% - მცხეთა-მთიანეთში. მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია 2 088 722 ამომრჩეველი. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერს ირჩევენ, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. Читать дальше...

მაგდა პოპიაშვილი: მაქვს იმედი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გახდება უფრო ქმედითი

Radiotavisupleba.ge 

თვითმმართველობის მკვლევარი, ვებპორტალის „თვითმმართველობის დროა“ რედაქტორი მაგდა პოპიაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, რომელიც 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ტარდება, მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მესამედს მოიცავს, არამედ იმითაც, რომ მოსალოდნელ ცვლილებებს უკავშირდება: „იქნება თუ არა ეს გადამწყვეტი? შეიძლება იყოს და ამას პირველი ტურის შედეგებიც აჩვენებს. ძალთა ბალანსი აღარ იქნება იმგვარი, სავარაუდოდ, როგორიც იყო წინა 4 წლის განმავლობაში. Читать дальше...

პრეზიდენტი: ვისწავლოთ ერთიანობა და სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქში. „თქვენც და ჩვენც ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა და სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა“, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას, ვის მისცა ხმა. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, კახა კალაძე და ნიკა მელია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა... Читать дальше...

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომ მხარეებს შორის ნდობა გაიზარდოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასრულდეს არსებული პოლარიზაცია და არჩევნების შედეგის მიუხედავად, მხარეებს შორის გაიზარდოს ნდობა, რათა ქვეყანა წავიდეს წინ, ვინაიდან, ევროკავშირის ელჩის თქმით, წინსვლა არის ის რაც ახლა საქართველოს სჭირდება. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა მედიასთან საუბარში განაცხადა თბილისის N 1 საარჩევნო უბანთან, სადაც ის იმყოფებოდა საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად. „დღეს არჩევნების დღეა და ეს არის მომენტი... Читать дальше...

Guide on How to Play Slot Machines

News.ge 

A casino slots machine, also called the fruit machines, pugs, slot machines, slots, slots or the mini-slots, is an electronic gaming device that generates a game of luck for its users. When a player wins a jackpot he gets to win a prize. There are conventional slots and progressive slots. Slots that use coins are ...

Новости России
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о комфортных автопутешествиях


აშშ-ის ელჩი სააკაშვილზე: კლინიკა უნდა შეირჩეს პროფესიონალების მიერ, საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ რუსთავში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილის საკითხს აკვირდებიან როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, აშშ-ის საელჩოში. ჟურნალისტების კითხვებს ელჩმა რუსთავში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შეფასების დროს განუცხადა. "მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, რომ ამაზე კონკრეტულად გიპასუხოთ... Читать дальше...

კახა კალაძე: შემოვხაზე კალაძე, რომ გაგრძელდეს 2017 წელს დაწყებული აღმშენებლობა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მოქმედმა მერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ 2017 წლიდან დედაქალაქში დაწყებული აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს. "მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში - რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში გაგრძელდეს, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ... Читать дальше...

ხატია დეკანოიძის თქმით, მათ დამკვირვებლებს ქუთაისის უბნებზე პრობლემები ექმნებათ

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პრობლემები ექმნებათ. მან ბრიფინგზე თქვა, რომ დამკვირვებლებს იმ ადგილებზე არ აყენებენ, საიდანაც შესაძლებელია იდენტიფიცირება აძლევს თუ არა მოქალაქე ხმას საკუთარი პირადობის მოწმობით. "დილიდან პრაქტიკულად ყველა უბანზე, ქუთაისში 124 უბანია, ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებას, რაც რეალურად არის ის სქემა... Читать дальше...

კობახიძე სააკაშვილზე: "დღეში სამ ლიტრა ლიმონათს სვამს ეს კაცი"

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი „მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად“. „ანუ აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაცა ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის, რა თქმა უნდა, განწირული წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება“, - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში... Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანი ისევ უკომენტაროდ დატოვა

Radiotavisupleba.ge 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა. მან ცოლთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა მთაწმინდის ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე. ისევე, როგორც 2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში ხმის მიცემის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის შეკითხვებს არ უპასუხა და საარჩევნო უბნის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა დაცვის წევრებთან ერთად. თბილისში... Читать дальше...

პარლამენტის თავმჯდომარემ მედიას თავისი არჩევანი არ დაუმალა

Radiotavisupleba.ge 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაწყებიდან მალევე თბილისის ერთ-ერთ ოლქში ხმა მისცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. ვაკის საარჩევნო ოლქის 59-ე საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, მან მედიას უთხრა, რომ ხმა მისცა კახა კალაძეს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს ბოლო ოთხ წელიწადში განხორციელებული პროქტების და მისი მომავალი გეგმების გათვალისწინებით. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, არღვევს თუ არა კანონს, როცა ამბობს, კონკრეტულად ვის მისცა ხმა, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს დარღვევა არ არის: „დარღვევა არა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






ГИБДД пришел в театр кукол «Ульгэр» - Россия, Бурятия, дети и культура:

В Милане и Неаполе прошли шествия «Бессмертного полка»

Задымление произошло в ТЦ «Южные ворота» на юге Москвы, людей эвакуируют

В Муроме простились с 23-летним футболистом и тренером Егором Кашиным