Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 16.12.2020

ვაკანტურ თანამდენობაზე ერთი წლის თავზე საპენსიო სააგენტოს დირექტორი აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადით გიორგი დანელია დაინიშნა. "საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია ფლობს ეკონომიკის დოქტორის ხარისხს. ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრის წოდება მიიღო მაგდებურგის უნივერსიტეტში. აქვს, საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება. წლების მანძილზე სს "საპარტნიორო ფონდში" მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მათ შორის: საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ საინვესტიციო მიმართულებით. Читать дальше...

მერიასთან გამართულ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს აფრიკის დასახლებას

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს. პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა დაასახელა სამი ძირითადი საკითხი, რაც ბინის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს უკავშირდება.  „პირველი, აუცილებელია, რომ ის ადამიანები, რომელთა სახლებიც დაინგრა, დაკმაყოფილდნენ შესაბამისი საცხოვრებლით. არა მხოლოდ ზამთარი გადაიტანონ, არამედ, სანამ სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკა არ შეიქმნება, მანამდე ყველა მოქალაქე დაკმაყოფილდეს შესაბამისი საცხოვრებლით. Читать дальше...

„სტრატეგია აღმაშენებლის" ოთხივე დეპუტატმა პარლამენტს მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებულ დეპუტატის ოთხივე მანდატზე ოფიციალურად ამბობს უარს „სტრატეგია აღმაშენებელი". საარჩევნო ბლოკის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარლამენტს განცხადებებით მიმართეს გიორგი ვაშაძემ, თაკო ჩარკვიანმა, პაატა მანჯგალაძემ და თეონა აქუბარდიამ. „ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. Читать дальше...



გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის მაღალჩინოსნები დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი რურუას ცემის საქმეზე პენიტენციური სამსახურის 2 თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულია პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. "გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ... Читать дальше...

ევროპის პარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს სახაროვის პრემია გადასცა

Radiotavisupleba.ge 

16 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს სახაროვის პრემია გადასცა აზროვნების თავისუფლებისთვის. ჯილდო გადასცეს პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას. ლაურეატთა შორის არიან ასევე მისი მეუღლე სერგეი ციხანოუსკი, მწერალი სვიატლანა ალექსიევიჩი, უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მიკალაი სტატკევიჩი, Telegram-ის არხის, Nexta-ს დამაარსებელი სტეპან პუტილა, ასევე აქტივისტები მარია კალესნიკავა, ვერანიკა ცაპკალა, ოლგა კავარლკავა და სიარჰეი დილევსკი. Читать дальше...

ცუდ პროგრამაში დახარჯული მილიონები - აი, რატომ არ გვარდება უსახლკაროების პრობლემა

Radiotavisupleba.ge 

იმის მიზეზი, რის გამოც უსახლკაროების პრობლემა, წლებია, ვერ გვარდება, არასწორად ფულის ხარჯვა და საკითხისადმი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა.  15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12-მდე უნებართვოდ აშენებული ნაგებობა დაანგრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ეს შენობები მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლები იყო და სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.    „ქვეყანაში ძალიან ბევრს უჭირს... ყველა ეს ადამიანი შეძლებდა სახლის უკანონოდ აშენებას და თქმას, რომ ეს მისი საკუთრებაა და მას არ უნდა შევეხოთ“, - წერია თბილისის მერიის განცხადებაში. Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე ამნისტიის კანონპროექტზე: ეს არ არის ჟესტი ოპოზიციისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ ყოფილა ინიცირებული იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მაგიდაზე პოლიტპატიმრების საკითხიც დევს. ჟურნალისტის მიერ ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგნაირად უპასუხა: „სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით რომ გამოვრიცხოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის... Читать дальше...

Human Rights Watch-ი: აზერბაიჯანის ჯარებმა ქალაქ შუშაში გამიზნულად ესროლეს სომხურ ტაძარს

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW), რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარებმა ახლახან მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში იერიში მიიტანეს სომხურ ეკლესიაზე. ორგანიზაციის თანახმად, ვითარება ისე გამოიყურება, რომ ეს გაკეთდა გამიზნულად, რაც ომის კანონების დარღვევაა. სომხეთმა აზერბაიჯანს ბრალი დასდო, რომ მისმა ჯარებმა 8 ოქტომბერს დაბომბეს მაცხოვრის ტაძარი, რომელიც შუშაში სტრატეგიულ მაღლობზე მდებარეობს. ქალაქის მაცხოვრებელთა თქმით, ღაზანჩეცოცის ტაძრის ექსტერიერიც და ინტერიერიც დაზიანდა... Читать дальше...

რა პროცედურა იქნება საჭირო ამნისტიისთვის - კანონპროექტი

Radiotavisupleba.ge 

"ქართულმა ოცნებამ" ამნისტია დააანონსა და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშიც დაარეგისტრირა. კანონპროექტში დეტალურად არის ჩამოთვლილი მუხლები, რომლით გათვალისწინებულ დანაშაულზეც გავრცელდება კანონი. მხოლოდ კანონის მიღება არ ნიშნავს, რომ ამ მუხლით ბრალდებული ან დაპატიმრებული ადამიანები გათავისუფლდებიან. კანონი ადგენს შემდეგ პროცედურებს: ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის ამნისტიის გადაწყვეტილებას გამოძიების ეტაპზე იღებს პროკურორი, სასამართლო განხილვის სტადიაზე კი შესაბამისი სასამართლო; მსჯავრდებულის... Читать дальше...

თალაკვაძე: მსურს ჯანსაღ ძალებს ოპოზიციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველ სხდომაზე „ჯანსაღ ძალებს ოპოზიციაში“ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტის საქმიანობაში ჩართვისკენ. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის განხორციელების საშუალება მისცა და ეს მიღწევა  არ უნდა დაიკარგოს: „მსურს ჯანსაღ ძალებს ოპოზიციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ. დიალოგით შევთანხმდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე... Читать дальше...

ლავროვმა პირველად გააკეთა კომენტარი ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს სავარაუდო კავშირის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის პირველი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პუბლიკაციებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს შესაძლო კავშირის თაობაზე. ინტერფაქსის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ ზაგრებში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნებიც უბრალოდ აცხადებენ მედიაში მორიგი ბრალდებების შესახებ რუსეთის მისამართით... ამ ცნობების კითხვა სახალისოა, მაგრამ მანერა, რომლითაც გადმოიცემა ეს ამბები... Читать дальше...

ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ამნისტიის კანონი გიორგი რურუასაც შეეხოს - დოკუმენტის ავტორი

Radiotavisupleba.ge 

ამნისტიის კანონი, რომლითაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულისგან პატიმრების გათავისუფლებაა გათვალისწინებული, "ნაკლებად არის მოსალოდნელი", რომ "მთავარი არხის" მეწილეზე, გიორგი რურუაზეც გავრცელდეს. ამის შესახებ მედიას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. კანონპროექტის მედიისთვის გაცნობის დროს ჟურნალისტი დაინტერესდა, შეეხებოდა თუ არა ეს იმ პირებს, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს, მათ შორის - გიორგი რურუასაც... Читать дальше...

"ქართული ოცნება" ამნისტიისთვის ემზადება

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" ამნისტიისთვის ემზადება. შესაბამისი კანონპროექტი მმართველმა პარტიამ უკვე მოამზადა და პარლამენტში დაარეგისტრირებს. კანონპროექტით გათვალისწინებულია სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლება, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ არ გათავისუფლდება ის დამნაშავე, რომელიც მკვლელობისთვის ან ოჯახში ძალადობისთვის იხდის სასჯელს. ამნისტია გათვალისწინებულია: იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და... Читать дальше...

ავღანეთის ჩრდილოეთში მოკლეს 13 პოლიციელი

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 13 პოლიციელი ემსხვერპლა თავდასხმას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბაღლანის პროვინციაში. იმავე პროვინციაში განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელია დაჭრილი.  თავდასხმები 16 დეკემბერს მოხდა და მათზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ჯგუფს არ უკისრია, თუმცა ადგილობრივი მთავრობა თალიბანს ადანაშაულებს.  სექტემბრის შემდეგ ავღანეთის მთავრობა და თალიბანის ექსტრემისტები ყატარში მართავენ სამშვიდობო მოლაპარაკებას... Читать дальше...

Новости России
Москва

Гол Чалова с пенальти принес ЦСКА победу над «Зенитом» в матче РПЛ


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ევროპაში მოგზაურობა შეწყვიტა კიბერთავდასხმის გამო

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, რობერტ ო'ბრაიენმა შეწყვიტა ევროპაში თავისი ვიზიტი და დაბრუნდა ვაშინგტონში, სავარაუდოდ, რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგებზე სამუშაოდ. გავრცელებული ცნობებით, 15 დეკემბრის საღამოს და 16 დეკემბერს ო'ბრაიენი ეროვნული უშიშროების საბჭოში გეგმავდა შეხვედრების გამართვას. მიმდინარე კვირაში ის უხელმძღვანელებს მაღალი დონის შეხვედრას სხვადასხვა სააგენტოს მონაწილეობით, - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანი, ჯონ იულოტი. Читать дальше...

გაერთიანებული ოპოზიციიდან არჩეულმა დეპუტატებმა უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტს მიმართეს

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ წარმომადგენლებმა პარლამენტს მიმართეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, რომელმაც კოლეგების წერილობითი განცხადებები პარლამენტში მიიტანა, მედიას უთხრა, რომ ამით დასრულდება პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი: „ჯერი იქნება პარლამენტზე, მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და შემდგომ უკვე საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი“. Читать дальше...

ბაიდენი ჯორჯიის შტატში ჩაერთო სენატისთვის კამპანიაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 15 დეკემბერს ჩაერთო ჯორჯიის შტატში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში სენატისთვის და ამომრჩეველს მოუწოდა, ორ მეორე ტურში მხარი დემოკრატებს დაუჭირონ. რაფაელ ვორნოკის და ჯონ ოსოფის მხარდასაჭერ კამპანიაში ბაიდენი ჩაერთო სენატის უმრავლესობის ლიდერთან, რესპუბლიკელ მიჩ მაკკონელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ისინი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის და მაკკონელი მალე ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე სასაუბროდ. Читать дальше...

B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ

Radiotavisupleba.ge 

B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო: „B კატეგორიაში ჩვენ მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება... Читать дальше...

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ მეტ საავადმყოფოს დაურიგდა

Radiotavisupleba.ge 

15 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა ერთ დღე-ღამეში, იმ ფონზე, როცა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ასობით საავადმყოფომ გაუკეთა თავის მუშაკებს. 14 დეკემბერს აშშ-ის 50 შტატსა და დედაქალაქში საავადმყოფოებმა დაიწყეს ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზების მიღება. პრეპარატი აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის, BioNTech-ის მიერ არის შემუშავებული და მისი პარტია მიმდინარე კვირაში კიდევ ეგზავნება აშშ-ს, რომელიც ვაქცინაციის პროგრამას გააფართოებს. Читать дальше...

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩი 2021 წლის თებერვალში გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის შეხვედრები არ გაუქმდება. გადაწყვეტილება ევროპული რაგბის მმართველმა ორგანომ „რაგბი ევროპამ" უკვე ოფიციალურად მიიღო. დირექტორთა საბჭოს შეკრების შემდეგ გამოცხადდა, რომ წლევანდელი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დარჩენილი სამი მატჩი 2021 წლის თებერვალში გაიმართება. 6 ან 7 თებერვალს შედგება საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო (ჯერ მარტში, შემდეგ - ნოემბერში). ბორჯღალოსნებს ტურნირის ჩემპიონის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Наталья Сергунина: На ВДНХ представили обновленный ...

Сохранить улыбку на войне

Любители ретро-машин устроили масштабный автопробег в Москве

Бастрыкин заинтересовался фактом падения игрового аппарата на ребенка в ТЦ Москвы