დღეს ღირსების მარში იმართება - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ივლისს
„პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა მოხდება რუსთაველზე? დღეს პრაიდის კვირეულის ბოლო დღეა, რომელიც ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. მარშის ჩაშლას აანონსებენ ჰომოფობიური ჯგუფები. მათმა წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროსთან ერთი დღით ადრე კარვები გაშალეს. ღირსების მარში #სოლიდარობისთვის 6 საათზე რუსთაველის მეტროდან დაიწყება. მონაწილეები სახელმწიფოსგან ითხოვენ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებას და საკუთარი მოქალაქეების დაცვას. Читать дальше...