შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულია: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ივლისს
აშკარა უარი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე - შეფასებები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. განცხადებას რამდენიმე საათში მოჰყვა გამოხმაურებები ქვეყნის შიგნით და გარეთ. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორებისთვის? რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების გაუქმებას მწვავე რეაქციები მოჰყვა დასავლეთიდან.