Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 14.10.2021

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ოქტომბერს, ჟენევაში, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაჩელეტს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. პრეზიდენტმა უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების  უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის შესახებ ისაუბრა. Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. ეს მოწოდება სალომე ზურაბიშვილმა 14 ოქტომბერს, ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. „დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება. დღევანდელ დღეს საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. Читать дальше...

გიორგი კალანდარიშვილი - "ბათილი ბიულეტენების გადათვლამ აჩვენა, რომ რეალურად იქ ხარვეზულ პრობლემებს არ ჰქონია ადგილი"

Radiotavisupleba.ge 

"შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ადამიანური ფაქტორისკენ ძალიან ვიხრებით, მაგრამ რეალურად ეგ არის!", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს თავმჯდომარე - "არ არის გამოკვეთილი ტენდენცია იმისი, რომ ეს რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ხდება. ანუ - თანაბრად ხდება, დაახლოებით პროპორციებით".

ირანი და აზერბაიჯანი ბოლოდროინდელ დაძაბულობას "დიალოგის გზით" განმუხტავენ

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანი და ირანი შეთანხმდნენ, თავიანთი დიპლომატიური კრიზისი დიალოგის გზით მოაგვარონ მათ საზღვართან სამხედრო წვრთნებისა და აზერბაიჯანში ისრაელის სამხედროების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე, რომელიც გასულ თვეში შეიქმნა. დეესკალაციასთან დაკავშირებული ძალისხმევის შესახებ ორივე მხარემ 13 ოქტომბერს განაცხადა მას შემდეგ, რაც, მათი თქმით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა, ტელეფონით ისაუბრეს. ... Читать дальше...

რუსთავის ციხეში ხანძარია - ცეცხლი სავარაუდოდ მე-17 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში გაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები, მეხანძრეები და პოლიციელები. არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა ამ დრომდე [3:40 pm] ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და მასშტაბზე კომენტარს არ აკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ციხის სასადილოში გაჩნდა. რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულება ემიჯნება მე-12 დაწესებულებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. რადიო თავისუფლება ცდილობს კომენტარი მოიპოვოს პენიტენციური სისტემიდან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეიძლება ინფლაცია გამოიწვიოს და შეანელოს ეკონომიკური ზრდა

Radiotavisupleba.ge 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) 14 ოქტომბერს ავრცელებს ინფორმაციას, რომ საერთო ენერგეტიკული კრიზისის გამო ნავთობის დღიური მოხმარება შეიძლება გაიზარდოს ნახევარი მილიონი ბარელით, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და პანდემიის გამო დასუსტებული მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის ტემპს შეანელებს. „გაზის და ქვანახშირის ფასების სარეკორდო ზრდა და ელექტროენერგიის სისტემატური გათიშვა უბიძგებს ენერგოსექტორს და სფეროებს, რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარენ, გადავიდნენ ნავთობზე, რათა ჰქონდეთ ელექტროენერგია და არ შეწყდეს წარმოება“... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: წარმატებებს ვუსურვებ ამ უკვე წარმატებულ გზაზე!

News.ge 

“ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ჟენევაში … საამაყო ყველა ქართველისთვის და მითუმეტეს პრეზიდენტისთვის! წარმატებებს ვუსურვებ ამ უკვე წარმატებულ გზაზე!” წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კახეთიდან თბილისში აქციაზე მიმავალ ავტოკოლონას გზად ცოცხებით და გინებით დახვდნენ

Radiotavisupleba.ge 

კახეთიდან თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს თელავი-ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეებმა საპროტესტო კორიდორი მოუწყვეს, ცოცხებით ხელში მდგომნი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ავტოკოლონაში მყოფებს. ავტოკოლონა თელავიდან ცოტა ხნია წინ დაიძრა. მათ სხვა მუნიციპალიტეტებიდან, გომბორის უღელტეხილზე შეუერთდებიან. „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, აქცია ხალხმრავალი იქნება. „ასიათასობით ადამიანი გვიერთდება. მოხალისეები გვაკითხავენ, რომლებიც აქამდე ჩვენთან... Читать дальше...



ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიყვარულით მივულოცო პატრიარქს, ასევე, თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს

News.ge 

ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. მინდა, რომ დღევანდელი დღე, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, სვეტიცხოვლობა მივულოცოთ ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, წმინდა სინოდს, პატიოსან მღვდლებს, დედებს, მამებს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით... Читать дальше...

თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

News.ge 

თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებული აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა. სწორედ ამ სცენიდან მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს მიმართა: ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც საზეიმო წირვა მიმდინარეობდა, წირვის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მივიდა და ეკლესიაში შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი ერი დედა-ეკლესიამ გადაარჩინა. პრემიერი ამბობს, რომ დღეს საქართველოს მეტი ერთიანობა, სიყვარული და სიმშვიდე სჭირდება. „ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ, ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი. Читать дальше...

ჯაღმაიძე: საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც გააკეთეს სასულიერო პირებმა

Radiotavisupleba.ge 

„საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ [სასულიერო პირებმა]“, - ასე ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმომწერი სასულიერო პირების განცხადებებს, რომლებიც საყოველთაო შერიგებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს. „თქვენ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. დღეს ითხოვთ, რომ... Читать дальше...

თალიბების რეგიონული პოლიციის უფროსი დაიღუპა კუნარის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის მიერ დანიშნული პოლიციის უფროსი დაიღუპა და 11 ადამიანი დაიჭრა 14 ოქტომბერს კუნარის პროვინციის დედაქალაქ ასადაბადში ბომბის აფეთქების შედეგად. თვითმხილველებმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობეს, რომ ბომბის მიზანს წარმოადგენდა მანქანა, რომლითაც შიგალის რაიონის თალიბების პოლიციის უფროსი გადაადგილდებოდა. მოძრაობა თალიბანის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა აფეთქების დეტალების გამხელაზე უარი თქვეს. ადგილობრივი საავადმყოფოს ანონიმმა ექიმმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ცნობა, რომ აფეთქების... Читать дальше...

სენატორი ტედ კრუზი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო ეწინააღმდეგება აშშ-ის რამდენიმე ელჩის დამტკიცებას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზი, რამდენიმე თვეა ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სენატში წარმოდგენილი ელჩებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელეების დამტკიცებას. ამ ნაბიჯით იგი ცდილობს, მიაღწიოს თეთრი სახლის მიერ სანქციების დაწესებას გერმანიისა და რუსეთის დამაკავშირებელი გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. გამოცემა „პოლიტიკოს“ თანახმად, ამერიკელი სენატორის ობსტრუქციის გამო გაყინულია ჯო ბაიდენის მიერ შემოთავაზებული ათობით ელჩის კანდიდატურების დამტკიცება. Читать дальше...

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე: მე აღარ მინდა, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ იმეორებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოსაწყობად, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ფიზიკურად განადგურებისთვის ჩამოვიდა. "მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია მე ვფიქრობ, ბევრი განცხადებები გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო. სააკაშვილი ჩამოვიდა მხოლოდ ერთი მიზნით... Читать дальше...

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, საპატრიარქო და ეკლესია „სულ შერიგებისკენაა“

Radiotavisupleba.ge 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი საზოგადოებას და პოლიტიკოსების შერიგებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია: „საპატრიარქო და ეკლესია სულ შერიგებისკენაა, რაც თავი მახსოვს. ჩვენ ყოველთვის ყველას მოვუწოდებთ შერიგებისკენ და დღეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის. დღეს ეკლესიაში გვაქვს საყოველთაო შენდობის დღე და ყველანი... Читать дальше...

თალიბანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქეთში მოლაპარაკებას გამართავს

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ხან მუტაყი ხელმძღვანელობს 14 ოქტომბერს თურქეთში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართავს მოლაპარაკებას. თალიბანის მთავრობის პრესმდივნის, აბდულ კაჰარ ბალხის ცნობით, ანკარაში მოლაპარაკებაზე ყურადღება გამახვილდება დახმარებაზე, მიგრაციაზე, საჰაერო ტრანსპორტისა და ვაჭრობის საკითხებზე. თალიბანის მთავრობის პრესმდივნის, აბდულ კაჰარ ბალხის ცნობით, ანკარაში მოლაპარაკებაზე ყურადღება გამახვილდება დახმარებაზე... Читать дальше...

Mobile Casino Gives the Players the Benefit

News.ge 

Playing at online mobile casinos provides you a fantastic gameplay experience. There are lots of internet mobile casino that you can pick from in the pasijans igrice United States. All of them are completely compatible with Android and Apple iPhone devices. Play your favorite online casino game in your mobile phone. Blackjack is among the ...

Новости России
Москва

Деньги за иномарки уехали по другому маршруту // Экс-директор ФГУП Минздрава и автодилеры осуждены за махинации со списанными машинами


ანა წითლიძე: “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცოცხებით დგანან, გვაგინებენ

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრი ანა წითლიძე, რომელიც სამეგრელოდან თბილისში მიმავალი კოლონის ერთ-ერთ ავტომანქანაში იმყოფება, იუწყება, რომ სამტრედიასთან მათ საპროტესტო აქცია მოუწყვეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებენ. მისი ინფორმაციით, სამტრედიაში დაახლოებით 40 ადამიანია შეკრებილი, რომლებსაც ხელში ცოცხები უჭირავთ. ანა წითლიძის თქმით, მათ შორის არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო. „იქნება 40 ადამიანი, აქვთ ცოცხები. Читать дальше...

სამცხის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ავტოკოლონები დაიძვრებიან

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე წასასვლელად, ახალციხის გასასვლელთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ზეწოლის მიუხედავად იბრძოლებენ იმ დრომდე, სანამ დაკავებული პრეზიდენტი არ გათავისუფლდება. პარტიის წარმომადგენლის დავით ახალკაცის თქმით, სამცხის ოთხი მუნიციპალიტეტიდან მხარდამჭერები ქვიშხეთთან შეიკრიბებიან და კოლონებით გაემგზავრებიან თბილისში. Читать дальше...

დღეს დაიწყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი შვეიცარიაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი შეხვდება გაეროს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა საკითხებში, მიშელ ბაჩელეტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარეს, კლაუს შვაბს.  15 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი ჩავა ბერნში, სადაც მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება შვეიცარიის პრეზიდენტს... Читать дальше...

მიტროპოლიტი იოანე: როდესაც დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არ ნანობს, შერიგება არ ხდება

Radiotavisupleba.ge 

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი არ აპირებს ხელი მოაწეროს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას. როგორც მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის წირვაზე შესვლამდე განაცხადა, თუ რა მოტივით აწერენ პეტიციას ხელს სხვა სასულიერო პირები, ეს მხოლოდ მათი პირადი საქმეა: „ეს მათი სუბიექტური პოზიციაა. მთავარია ქვეყანაში კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს მაშინ ის ქვეყანა აღარ არის“. ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას... Читать дальше...

38 გარდაცვლილი და 4 212 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

News.ge 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 212 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 38ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 1 982 პაციენტი. დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა – 52 620. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 32 448-ია. გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 110 ადამიანი აიცრა.

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4212 შემთხვევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. 1 982-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 620 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 212 შემთხვევა.  წინა დღესთან შედარებით, 3200-ით მეტი ტესტი გაკეთდა, ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი კი, 625-ით ნაკლებია. 14 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია: ... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA предвкушает дуэль Елена Рыбакина — Юлия Путинцева на турнире в Мадриде






Колыванов дал точный прогноз на матч ЦСКА - «Зенит»

«Черные риелторы» делали жуткие вещи в российском регионе

Уроженка Татарстана испытала удачу в моментальной лотерее от «Столото» и мгновенно выиграла 1 миллион рублей

В музее Мытищ 4 мая откроется выставка «Родные просторы»