Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს მსოფლიოს

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს მსოფლიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ინფექციის ახალი ტალღა გარდაუვალია ევროპაში, სადაც ძლიერად გადამდებმა „დელტა“ ვარიანტმა გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთია, რომელმაც გაძლიერებული ვაქცინაციის კამპანია გამოაცხადა იმ მიზნით, რომ შეეჩერებინა სიკვდილისა და ინფიცირების შემთხვევების ძლიერი ზრდა.

ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, 1 ივლისს, ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების 10-კვირიანი კლება დასრულდა და მოქალაქეებმა და კანონმდებლებმა უნდა შეინარჩუნონ დისციპლინა, თუ სურთ, თავიდან აირიდონ აფეთქება. ახალი შემთხვევების რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა გასულ კვირას მზარდი მოგზაურობის, თავყრილობების და სოციალური შეზღუდვების შესუსტების ფონზე, - განაცხადა კლუგემ.

"ეს ხდება  ვითარების სწრაფი განვითარებისკონტექსტში. შეშფოთების ახალი -„ დელტა“ ვარიანტი - და რეგიონი, სადაც წევრი-სახელმწიფოების მხრიდან უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი აუცრელი რჩება", - განაცხადა მან. „ევროპის რეგიონში ახალი ტალღა იქნება, თუ ჩვენ დისციპლინას არ შევინარჩუნებთ", - დასძინა მან.

კეტრინ სმოლვუდმა,  ევროპაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თანამშრომელმა, ასევე გამოთქვა გაფრთხლება იმის შესახებ, რომ ქალაქებმა, რომლებიც მასპინძლობენ ევრო 2020 საფეხბურთო მატჩებს, უკეთესად უნდა გააკონტროლონ მაყურებლების მოძრაობა - მათ შორის, მათ ჩამოსვლამდე და მას შემდეგაც, როცა ისინი დატოვებენ სტადიონებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Свентек переиграла Соболенко и выиграла титул WTA в Мадриде






Видели смерть, но не разучились смеяться. Советские режиссеры-фронтовики

Убившего россиянку Двизову в Турции мужчину задержали в Германии

После поражения от Подмосковья со счётом 2:4 петербургская команда «СШ по шахматам и шашкам» занимает 7-е место после 6-го тура командного чемпионата России в Сочи

BP столкнулась со снижением чистой прибыли на 45% в первом квартале