Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატი დენის მონასტირსკი გახდა

0
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატი დენის მონასტირსკი გახდა

სახალხო დეპუტატი, დენის მონასტირსკი, უკრაინის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გახდა. მისი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წარადგინა. "ჩვენ ყველას მართლა გვინდოდა, რომ თქვენ მინისტრი გამხდარიყავით", - განაცხადა ზელენსკიმ კანდიდატურის წარდგენისას.

16 ივლისს მის დანიშვნას ხმა მისცა უმაღლესმა რადამ, რომლის 271 წევრი მიემხო მონასტირსკის კანდიდატურას.

როგორც გამოცემა РБК წერს, მონასტირსკის მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ უფროსთან, არსენ ავაკოვთან, დაახლოებულ პირად. თუმცა, თავად პარლამენტარი ამას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ რადაში არჩევამდე ყოფილი მინისტრი სულ რამდენჯერმე ნახა.

არსენ ავაკოვი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე შვიდ წელიწადზე მეტხანს იმყოფებოდა, უმაღლესი რადის გადაწყვეტილებით, 15 ივლისიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა. ორი დღით ადრე, მან თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტსა და თავის ფეისბუკგვერდზეც განაცხადა. მიზეზის შესახებ ყოფილ მინისტრს ახსნა-განმარტება არ მიუცია. 2020 წლის ზაფხულში უკრაინის ოპოზიციამ ავაკოვი პოლიციის რეფორმის ჩაგდებაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде






Сериал «Горький 53» о криминальном Нижнем Новгороде стартует на НТВ

Сотрудник доставки на электровелосипеде сбил девочку и сбежал в Москве

Пасхальная служба в Храме Христа Спасителя. Трансляция

Адам и Дали Гуцериевы с успехом выступили в Стамбуле