Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

ევროპის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობები გაამართა კოვიდ-19-ის აცრის  რეგულაციების წინააღმდეგ

0
ევროპის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობები გაამართა კოვიდ-19-ის აცრის  რეგულაციების წინააღმდეგ

ათობით ათასი ადამიანი გავიდა ევროპის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში 24 ივლისს თავიანთი პროტესტის გამოსახატავად კორონავირუსის ვაქცინაციის რეგულაციების წინააღმდეგ. რეგულაციის და შეზღუდვების მომხრეები თვლიან, რომ ეს ზომები საჭიროა კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებისთვის ხელისშეწყობის მიზნით.

ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები იყო საფრანგეთში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 160 000-მა ადამიანმა, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ყველასთვის საჭირო იქნება სპეციალური საშვი რესტორნებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად, და კოვიდ-19-ის ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის ყველა მუშაკისთვის.

საპროტესტო გამოსვლების უმეტესობა მშვიდი იყო, თუმცა პარიზში პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთა ლოზუნგი იყო „თავისუფლება“.  ამ ლოზუნგს გაიძახოდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მას შემდეგ, რაც ვიღაცამ პოლიციელს  სკამი ესროლა. პოლიციამ მოგვიანებით სატრიუმფო თაღთან დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

კანონპროექტი, რომლის გარშემოც დებატები მიმდინარეობს, გააფართოებს "ჯანმრთელობის საშვს" - რომელიც ამჟამად მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესასვლელად და ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას არის საჭირო - და მასში რესტორნებს, ბარებს და სხვა ადგილებსაც შეიტანს.

იმისთვის, რომ საშვი იქონიონ, ადამიანები სრულად უნდა იყვნენ აცრილნი, ჰქონდეთ აქტუალური ნეგატიური ტესტი ან ჰქონდეთ საბუთი იმისა, რომ ისინი კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელდნენ.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ასევე რომში და სხვა იტალიურ ქალაქებში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის შესახებ შიდა სივრცეში სასადილოდ, სტადიონებზე, კინოთეატრებში და თავშეყრის სხვა ადგილებში შესასვლელად.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме






Вступают в силу: май

Молодёжь Мурманской области приняла участие в пленарной сессии «Молодежь и дети: молодежная политика и воспитание» на выставке-форуме «Россия»

Мать с ребенком упали с четвертого этажа в шахту лифта в Иванове

В Петербурге пройдет III ярмарка современного искусства «1703»