Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ზელენსკის "დეოლიგარქიზაციის" მიზანი მნიშვნელოვანია, წარმატების მიღწევისკენ გზა კი - "რთული"

0
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ზელენსკის

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიზანს მაგნატების ძალაუფლების შეზღუდვის შესახებ, თუმცა გააფრთხილა, რომ ამის მიღწევის გზა "რთულია".

ზელენსკის პარტია "ხალხის მსახურმა" 1 ივლისს პირველივე წაკითხვით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც "ოლიგარქების შესახებ კანონით" არის ცნობილი და რომლის მიზანია, შემოიღოს ოლიგარქის იურიდიული განსაზღვრა და დააწესოს შეზღუდვები, რომლებიც მოიცავს ასევე მათ მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვას.

შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია, მოუწოდებს უკრაინას, გაუმკლავდეს რამდენიმე მაგნატს, რომლებიც უზარმაზარ პოლიტიკურ გავლენას ფლობენ კულისებს მიღმა, ქვეყნისა და მისი მოქალაქეების საზიანოდ.

თუმცა, ეს კანონმდებლობა კერძო შემთხვევების სუბიექტურად მიზანში ამოღებას უხსნის კარს, - გამოთქვამენ თავიანთ გაფრთხილებას კრიტიკოსები. "მე მომხრე ვარ დეოლიგარქიზაციის მიზნის. როგორ განხორციელდება ის, ეს სხვა საკითხია. სხვადასხვა დეტალი არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჯორჯ კენტმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც უკრაინას კურირებს, რადიო თავისუფლებას თავის ინტერვიუში, კიევში, რომელიც 20 ივლისს შედგა.

კენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონსულტაციას უწევს უკრაინას ამ კანონმდებლობის გარშემო, თუმცა დაამატა, რომ კანონპროექტის დეტალები, საბოლოო ჯამში, კიევზეა დამოკიდებული. "წარმატების მიღწევა, ამ წერტილამდე [დეოლიგარქიზაციამდე] მისვლა რთულია", - განაცხადა მან.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме






Игорь Комаров переназначен полпредом президента РФ в ПФО

Правила велоезды разъяснили в «Мособлпожспасе»

На выставке "Россия" расскажут о молодежных проектах Москвы

Молодожены из Ишима представили Тюменскую область на свадебном фестивале