Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

საფრანგეთში პროტესტის შედეგად შეარბილეს კანონპროექტი სანიტარული საშვების შესახებ

0
საფრანგეთში პროტესტის შედეგად შეარბილეს კანონპროექტი სანიტარული საშვების შესახებ

საფრანგეთის სენატმა კვირას დაამტკიცა კანონპროექტი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ზომების შესახებ, რამაც უკანასკნელ დღეებში მასობრივი პროტესტი გამოიწვია ქვეყანაში.

დოკუმენტი ითვალისწინებს სამედიცინო მუშაკების კოვიდ-19-ზე აუცილებელ ვაქცინაციას, და აგრეთვე, ე.წ. სანიტარული საშვების მოქმედების გაფართოებას.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც სენატს აკონტროლებენ, კანონპროექტში რიგი შემარბილებელი შესწორებები შეიტანეს - კერძოდ, სანიტარული საშვების ძალაში შესვლა აგვისტოს ბოლოდან 15 სექტემბერს გადაიდება; ქუჩის კაფეების და რესტორნების ტერასებზე, აგრეთვე სუპერმარკეტებში, სენატორების აზრით, შესვლა საშვის გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი.

ასევე, არასრულწლოვნებიც თავისუფლდებიან სანიტარული საშვების ქონის ვალდებულებისგან.

ახლა პარლამენტის ქვედა პალატამ - ეროვნულმა ასამბლეამ, რომელსაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მომხრეები აკონტროლებენ - კვლავ უნდა განიხილოს კანონპროექტი. ის, შესაძლოა, არ დაეთანხმოს სენატორების აზრს და დაამტკიცოს დოკუმენტი უფრო ხისტი რედაქციით.

სანიტარული საშვები მოიცავს ცნობებს ვაქცინაციის, კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის ან ანტისხეულების არსებობის შესახებ.

ამ დოკუმენტის გარეშე, მთავრობისა და კანონმდებელთა უმრავლესობის აზრით, საფრანგეთში მცხოვრებლები არ უნდა შეუშვან მასობრივ ღონისძიებებზე, რესტორნებში, საქალაქთაშორისო მატარებლებში.

საფრანგეთის კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს.

უკანასკნელ დღეებში საფრანგეთში შეინიშნება ინფიცირებულთა რაოდენობის ახალი ზრდა და ხელისუფლება ვაქცინაციის მაქსიმალურად წაქეზებას ცდილობს.

ხელისუფლების წინადადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია საზოგადოების ნაწილში - თუმცა, გამოკითხვების თანახმად, ფრანგების უმრავლესობა ამ ზომებს ემხრობა. შაბათს პარიზსა და სხვა ქალაქებში სანიტარული საშვებისა და სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა.

პარიზში მოხდა პოლიციასთან შეტაკებები. პრეზიდენტმა მაკრონმა მძაფრად გააკრიტიკა საპროტესტო აქციის მონაწილეები და ისინი ცინიზმში, ეგოიზმსა და უპასუხისმგებლო ქცევაში დაადანაშაულა. მან ვაქცინაციას ეპიდემიასთან ბრძოლის ქმედითი საშუალება უწოდა.

ეპიდემიასთან ბრძოლის გამკაცრებული ზომების, მათ შორის, აუცრელებისთვის შეზღუდვების დაწესების, მოწინააღმდეგეები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოვიდნენ პროტესტით შაბათს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев: нельзя Медведева назвать главным претендентом на золото Олимпиады






Грузовик насмерть сбил водителя электровелосипеда в Кунцеве

В Москве перенесли сроки отключения горячей воды из-за похолодания

В Архангельске загорелся теплоход "М.В. Ломоносов": что известно о пожаре

Пушков: назначение Белоусова главой Минобороны сильно обеспокоило противников РФ