Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

„ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია გაგრძელდება

0
„ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაციის პორტალმა „ფაიზერით“ აცრისთვის ჯავშანი არ დაუდასტურა 4750 პირს, რომლებსაც რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზით არ ეკუთვნოდათ.

მათგან, ვისაც ჯავშნის კოდი არ მიუვიდა, მაგალითად, ზოგი პირველ ჯერზე სხვა ვაქცინით იყო აცრილი, ზოგს - ჯერ აცრა არ ეკუთვნოდა, ხოლო ზოგიც ე.წ. „ბუსტერ დოზისთვის“ დარეგისტრირებას თვითნებურად ცდილობდა. წინასწარვე ითქვა, რომ ამ კატეგორიის პირებს ჯავშანი არ დაუდასტურდებოდათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალზე (booking.moh.gov.ge) „ფაიზერის“ ვაქცინისთვის სულ რეგისტრაცია გაიარა 147 000-მდე პირმა და უახლოეს პერიოდში სისტემა კვლავ გახსნის იმ 5000-მდე თარიღს, რომელთა შემთხვევაშიც ჯავშანი არ დადასტურდა.

„ბუნებრივია, ეს ადგილები დაემატება პორტალს. უახლოეს დღეებში ადგილები დაემატება, კლინიკები არიან მზად იმისთვის, რომ 8-საათიანი რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ასევე ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზება იმისთვის, რომ ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს, მაქსიმალურად მოკლე ხანში იქნეს ათვისებული. უახლოეს პერიოდში ადგილების დამატებას გამოვაცხადებთ, დღესაც და ხვალ გამოვაცხადებთ და შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, ადგილები პირველ რიგში თბილისში დაემატება.

„დღის ბოლომდე დეტალურად დავაანონსებთ დამატებით ადგილებს. შევსება უპირატესად თბილისში იგეგმება, რადგან თბილისშია ძირითადად ყველაზე დიდი მოთხოვნა. ჯერჯერობით ადგილები რჩება აჭარაში, სამეგრელოში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში განსაკუთრებული მოთხოვნაა „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ვაქცინაციის პორტალის მიხედვით, 15:00 საათისთვის, საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომი იყო 313 ვაქცინა. 24 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან რეგისტრაცია უკვე შეუძლებელი იყო თბილისის კლინიკებში.

„ფაიზერზე“ რეგისტრაციის საშუალება მსურველებს 24 ივლისის 12:00 საათიდან ჰქონდათ. სარეგისტრაციო პორტალზე (booking.moh.gov.ge ) სულ გამოტანილი იყო დაახლოებით 150 000 დოზა.

აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოში 24 ივლისს, გამთენიისას ჩამოვიდა




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






Медиашкола "Брусника": погружение в мир этнической журналистики и развитие навыков СММ для молодёжи

Умные часы Kieslect пришли на российский рынок

У «Балтики» есть шанс: у «Спартака» в Калининград не прилетели Соболев и Бабич

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге: «Материнский капитал – эффективная мера поддержки семей с детьми»