Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია ისევ იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 ივლისს

0

თამარ გაბუნია: კვირის განმავლობაში 7500 საწოლის მობილიზაცია მოხდება

საქართველო ისევ უბრუნდება საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაციის ეტაპს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო კვირის განმავლობაში საავადმყოფოები დაამატებენ საწოლებს და სულ მოხდება 7500 საწოლის მობილიზება, რაც ქვეყნის საწოლფონდის მაქსიმუმია. სწორედ ამდენი საწოლი იყო მობილიზებული 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში.

„ასევე სასტუმროების დიდი ნაწილი კვლავაც მობილიზდება. ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდსაც ეს მობილიზაცია გაგვატარებინებს ისე, რომ პაციენტს ვისაც სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა იყოს ჰოსპიტალში და ვისაც ბინაზე შეეძლება დარჩენა მას გაუწევს ოჯახის ექიმი მეთვალყურეობას“, - განაცხადა გაბუნიამ.

პარალელურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირებისას სხვადასხვა ტექნიკურ პრობლემასაც შეეხო გუშინ თამარ გაბუნია. მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის პორტალმა „ფაიზერით“ აცრისთვის ჯავშანი არ დაუდასტურა 4750 პირს, რომლებსაც რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზით არ ეკუთვნოდათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალზე (booking.moh.gov.ge) „ფაიზერის“ ვაქცინისთვის სულ რეგისტრაცია გაიარა 147 000-მდე პირმა და უახლოეს პერიოდში სისტემა კვლავ გახსნის იმ 5000-მდე თარიღს, რომელთა შემთხვევაშიც ჯავშანი არ დადასტურდა.

წაიკითხე მეტი.

 

 

მერია: პლაკატების გაკვრისთვის ორი პირი დაჯარიმდება

დედაქალაქის ქუჩებში ჯერ ისევ გამოკრულია პლაკატები წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას“, რომლებიც 24 ივლისს გამოჩნდა.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მანანა თოქმაჯიშვილის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაწყებულია პლაკატების ჩამოხსნის პროცესი, თუმცა „რთულია, რომ სწრაფად ყველა ქუჩა და კუთხე-კუნჭული მოიარო“.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას ასევე უთხრეს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა ორი პირი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პლაკატების გაკვრის პროცესში და ამახინჯებდნენ ქალაქის იერსახეს.

როგორც მანანა თოქმაჯიშვილმა გვითხრა, კანონდამრღვევი პირები უკვე გაფრთხილებული არიან, რომ „საჯარიმო ქვითრები უნდა ჩაიბარონ ხვალ (26 ივლისს)“. თუკი ისინი ქვითრების მისაღებად არ გამოცხადდებიან, „მათ ფოსტით გაეგზავნებათ“.

წაიკითხე მეტი.

 

 

ცესკოს თავმჯდომარის არჩევას პარლამენტი 26 ივლისს მესამედ შეეცდება

ორი უშედეგო კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცება. მესამე კენჭისყრა დღეს გაიმართება.

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები ცესკოში ამჟამადაც მაღალ პოსტებზე მუშაობენ და ესენი არიან:

გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი სანტურიანი - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

განვლილი ორი კენჭისყრის დროს ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო. პირველ ჯერზე - 82, ხოლო მეორეზე - 83 ხმა.

მცდელობა გრძელდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ ცესკოს თავმჯდომარე ამჯერად ვეღარ დამტკიცდება 5 წლის ვადით, რადგან არჩევის წესები ასეთია: კანდიდატმა თუ პირველ ჯერზე ვერ მიიღო 100 ხმა, მაშინ მეორე კენჭისყრაზე ისევ მინიმუმ 100 ხმით უყრიან კენჭს. თუ ესეც უშედეგოდ დასრულდა, მინიმალური ზღვარი ჯერ 90 ხმამდე, შემდეგ კი 76 ხმამდე ჩამოდის.

თუმცა, თუკი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით (მინიმუმ 100 ხმით) ვერ აირჩევენ, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წლის ნაცვლად მხოლოდ 6 თვე იქნება. ამ შემთხვევაში 76 ხმით არჩეული თავმჯდომარეც კი მოახერხებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას.

წაიკითხე მეტი.

 

 

ევროპის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობები გაიმართა კოვიდ-19-ის აცრის რეგულაციების წინააღმდეგ

ათობით ათასი ადამიანი გავიდა ევროპის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში თავიანთი პროტესტის გამოსახატავად კორონავირუსის ვაქცინაციის რეგულაციების წინააღმდეგ. რეგულაციის და შეზღუდვების მომხრეები თვლიან, რომ ეს ზომები საჭიროა კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებისთვის ხელისშეწყობის მიზნით.

ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები იყო საფრანგეთში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 160 000-მა ადამიანმა, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ყველასთვის საჭირო იქნება სპეციალური საშვი რესტორნებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად, და კოვიდ-19-ის ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის ყველა მუშაკისთვის.

საპროტესტო გამოსვლების უმეტესობა მშვიდი იყო, თუმცა პარიზში პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთა ლოზუნგი იყო „თავისუფლება“. ამ ლოზუნგს გაიძახოდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მას შემდეგ, რაც ვიღაცამ პოლიციელს სკამი ესროლა. პოლიციამ მოგვიანებით სატრიუმფო თაღთან დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

წაიკითხე მეტი.

 

კოვიდი ორჯერ ზედიზედ - რატომ არის მნიშვნელოვანი აცრა ინფიცირების შემდეგ

თუკი კოვიდი უკვე გადაიტანეთ, არ იფიქროთ, რომ სამუდამო იმუნიტეტი გაქვთ და აცრა აღარ გჭირდებათ. თუ კი აქამდე ვაქცინა ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ, ამ კვირიდან სახელმწიფომ ეს ვადა 30 დღემდე შეამცირა. რატომ არის აცრა საჭირო, თუკი ინფექცია უკვე გქონდათ და რა შეიძლება მოხდეს განმეორებითი ინფიცირების შემთხვევაში? რადიო თავისუფლება ორჯერ კოვიდგადატანილებსა და ექიმებს ესაუბრა.

მიშა ფეიქრიშვილმა ვაქცინაცია ვერ მოასწრო, კოვიდით ჯერ ოქტომბერში დაინფიცირდა და შემდეგ 6 თვეში, აპრილში. მეორე ინფიცირებიდან უკვე 3 თვეა გავიდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოკეთდა - მაგალითად, ჯერ კიდევ არ დაბრუნებია ყნოსვა და გემო. პირველად ვირუსმა უსიმპტომოდ ჩაიარა და არ ელოდა, რომ მეორე ჯერზე კორონავირუსის ყველა სიმპტომი ერთდროულად გამოუვლინდებოდა.

„...აპრილი არ არის ისეთი ცხელი თვე როგორც ივლისი, მაგრამ უჰაერობის საშინელი განცდა მქონდა და წარმოვიდგენ როგორ შეიძლება იტანჯებოდნენ ის ადამიანები, ვისაც ახლა შეხვდათ ვირუსი, როცა გარეთ 40 გრადუსია...სრულებით უენერგიო და ქმედუუნარო ვიყავი, მთელი კოვიდის პერიოდი გავატარე ძილში. მქონდა ჩუმი შიშები, რომ უცბად თრომბი განვითარდებოდა”.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ კოვიდინფიცირებიდან 30 დღემდე იმიტომ შემცირდა, რომ შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ორჯერადად აცრა და უფრო მყარი იმუნიტეტი გამოიმუშაონ.

წაიკითხე მეტი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме






ЦБ обжаловал решение суда об изъятии акций у миноритариев СМЗ

Чем известен генерал-лейтенант Кузнецов из Минобороны РФ и за что его задержали?

В Москве писатель Стафеев выпустил книгу о первом губернаторе Кузбасса Амане Тулееве

Российские бренды заняли 45% в общем объеме продаж на Lamoda