Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

ბრაზილია გააუქმებს შეთანხმებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის შეტანის შესახებ

0
ბრაზილია გააუქმებს შეთანხმებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის შეტანის შესახებ

ბრაზილიის მთავრობა გეგმავს რუსული ვაქცინის, "სპუტნიკ V"-ის 10 მილიონი დოზის შეტანის შესახებ მარტში ხელმოწერილი ხელშეკრულების გაუქმებას. ამის შესახებ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

გადაწყვეტილება ბრაზილიის რეგულატორის, სააგენტო Anvisa-ს, მხრიდან რუსული ვაქცინის მოხმარების უფლების გაცემის შეფერხებებთანაა დაკავშირებული.

სამინისტროს მიაჩნია, რომ ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში შეიძლება ჩატარდეს რუსული ვაქცინის გარეშე. ამასთანავე, ვითარება შესაძლოა, შეიცვალოს, თუკი Anvisa მაინც გასცემს ლიცენზიას "სპუტნიკ V"-ის გამოყენების შესახებ.

"სპუტნიკ V"-ის 10 მილიონი დოზის იმპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და ბრაზილიის ფარმაცევტულმა კომპანიამ União Quimica.

 ის გეგმავდა რუსული ვაქცინის წარმოებას ბრაზილიის ტერიტორიაზე, მეზობელ ქვეყნებში მისი ექსპორტის მიზნით. ამისთვის კომპანიას ესაჭიროებოდა Anvisa-სგან ნებართვის მიღება ვაქცინის გამოყენების შესახებ საგანგებო ვითარებებისას.  პროცესი შეჩერდა, რადგან União Quimica-მ რეგულატორს სრული ინფორმაცია არ მიაწოდა ვაქცინის შესახებ, - წერს "ამერიკის ხმა".

რაზილიის 16 შტატის ხელისუფლებებმა Anvisa-სგან გამოითხოვეს ნებართვა რუსული ვაქცინის იმპორტის შესახებ. ვაქცინა მათთვის გაცემული იქნა რიგი პირობების დაცვის მოთხოვნით, მათ შორის ბრაზილიაში კლინიკური ცდების ჩატარების პირობით. საბოლოოდ, Anvisa-ს მონაცემებით, ამ პირობებს მხოლოდ ოთხი შტატი დაეთანხმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა 316 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმების გაუქმების შესახებ ინდური ვაქცინის, Covaxin-ის, 20 მილიონი დოზის შეტანაზე. შეთანხმება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რადგან Anvisa-მ არ დაამტკიცა ვაქცინის გამოყენება.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბრაზილიაში ინფიცირების 20 მილიონი შემთხვევა აღინუსხა, კოვიდს 550 ათასზე მეტი პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციისთვის დამტკიცებულია ოთხი პრეპარატი: Pfizer/BioNTech, AstraZeneca, Johnson&Johnson და Sinovac-ი. პირველი აცრა მოსახლეობის 48 პროცენტმა მიიღო. სრულად აცრილია დაახლოებით 20 პროცენტი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Генич — о поражении «Краснодара» от «Спартака»: выдохлись, совсем печаль

В Пензе стартовали соревнования по спортивному ориентированию

Дело возбудили после смерти подростка в вентиляционной шахте на западе Москвы

Тренер ЦСКА Федотов не стал объяснять, почему Акинфеев не сыграет с "Зенитом"