Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 01.07.2021

გოგი წულაიას პატიმრობიდან ათავისუფლებენ - ადვოკატი

Radiotavisupleba.ge 

ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიტიკოს გოგი წულაიას პატიმრობიდან ათავისუფლებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა უთხრა. ადვოკატის თქმით, დღეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალა. "ექვსი ათასი ლარია გირაოს თანხა, ნახევარ საათში გამოვა პატიმრობიდან", - ამბობს ვალერი გელბახიანი. პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა.... Читать дальше...

მოსკოვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ქეთევან ხარაიძემ, საგამოძიებო იზოლატორში შიმშილობა შეწყვიტა

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის ტვერის რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ქეთევან ხარაიძემ, საგამოძიებო იზოლატორში შეწყვიტა შიმშილობა, რომელიც დაიწყო მის  წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიმართ პროტესტის ნიშნად. ამის თაობაზე ჟურნალისტებს აცნობა ზარაიძის ადვოკატმა, ევგენია გრიგორიევამ. ადვოკატმა დააზუსტა, რომ დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა 28 ივნისს. ქეთევან ხარაიძე დააკავეს 18 ივნისს, ღამით. მანამდე მის სახლში მოაწყვეს ჩხრეკა. დეპუტატს ჩამოართვეს ტელეფონი, კომპიუტერი... Читать дальше...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:45 საათზე, 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. 6 ივნისიდან სოფელ სამებასთან უკვე მეექვსე მიწისძვრა მოხდა. წინა მიწისძვრების მაგნიტუდა 3-დან 3.3-მდე მერყეობდა.

იმედი მაქვს, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს არ ექნება გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას

News.ge 

იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახის ძალადობა თავიდან იქნას არიდებული. „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მგონი, კითხვის ნიშანი არ ...

კონსენსუსი შესაძლებელია, თუ პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული

News.ge 

ჩვენი ამოცანაა შერჩეული იქნას ცესკო-ს ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ისარგებლებს დიდი საზოგადოებრივი ნდობით – კონსენსუსი აბსოლუტურად შესაძლებელია, თუკი პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თამარ ჟვანიას გადადგომა საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდას ხელს შეუწყობს. „თამარ ჟვანიამ გადადგა სწორი ნაბიჯი, ეს ხელს შეუწყობს ...

ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, იმპორტის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მეტის წარმოება შეგვიძლია

News.ge 

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, იმპორტის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ ჩვენ მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში და ამ მიზნით წარმოგიდგენთ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ...

ალუდა ღუდუშაური - "ქალბატონ ჟვანიას ეკუთვნის მადლობა და ოპოზიციის მხრიდან ეკუთვნის ბოდიში"

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური თვლის, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებით თამარ ჟვანიამ "სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" გადადგა, ეს რომ "შეურაცხყოფების პიკში" გაეკეთებინა, არ მოუწონებდა და რომ გადადგომით "მან გააჩინა შესაძლებლობა პროცესი უფრო ინკლუზიური ყოფილიყო".

ნინო დოლიძე - "მქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია წავიდოდა, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა დასრულდებოდა"

Radiotavisupleba.ge 

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის და კიდევ ორი წევრის შერჩევისთვის საკონკურსო კომისიის შედგენა დაწყებულია და მასში წარმოდგენილი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების 5 და აკადემიური წრის 6 წარმომადგენელი.



უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება 9-10 წლის განმავლობაში, რათა ზრდის ის ტემპი, რაც დღემდე გვაქვს, გავზარდოთ

News.ge 

ჩვენი ამოცანაა, გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენი სექტორის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრის შეფასებით, აუცილებელია მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიზნებისთვის და ამ მიმართულებით... Читать дальше...

გილოცავთ, მთავარი გამყალბებელი აღარ არის ცესკო-ს თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაყალბება დასრულდა, რეფორმები გასაკეთებელია, ახალი თავმჯდომარე ასარჩევია

News.ge 

გილოცავთ, მთავარი გამყალბებელი აღარ არის ცესკო-ს თავმჯდომარე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „თამარ ჟვანიას 9- წლიანი გაყალბების ეპოქა წარსულს ჩაბარდა”. „ძალიან მაკვირვებს ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც აქამდე ამბობდნენ, რატომ არ წერია მისი გათავისუფლების შესახებ მიშელის დოკუმენტშიო და ახლა საუბარი შეატრიალეს. ეს არათანამიმდევრულობა მაკვირვებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაყალბება დასრულდა, ...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 30 579 ტესტი ჩატარდა

News.ge 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 598 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 981 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 980 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 367 058-ს. რაც ...

ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და აფერისტის სახელით არ უნდა იცნობდნენ

News.ge 

ჩემი აზრით, ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა იცნობდნენ აფერისტის სახელით, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე. „მის დანახვაზე, ყველას თავიდანვე არ უნდა ახსენდებოდეს, რომ „ეს ხომ ნამდვილად მოგვატყუებს“ – აი, ასეთი არ უნდა იყოს. დანარჩენი, წინასწარ არანაირი ...

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა

News.ge 

ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. „ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ...

თამარ ჟვანიას წასვლის შემდეგ მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს

News.ge 

ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? თამარ ჟვანიას წასვლის შემდეგ მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს. ცესკოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი პრეზიდენტისგან იწყება – ცხადდება კონკურსი, რის შემდეგაც პარლამენტს მაქსიმუმ სამი კანდიდატი წარედგინება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში – 6 თვე. ...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

News.ge 

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია... Читать дальше...

Курс лари на четверг – 3,1659 GEL/$1

ИА «Новости-Грузия» 

По сравнению с предыдущим значением, курс грузинской национальной валюты понизился на 0,0056 лари по отношению к доллару

Новости России
Москва

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?


Форум трудоустройства стартует в Тбилиси

ИА «Новости-Грузия» 

На мероприятии у соискателей будет возможность встретиться с работодателями, рассказать о желаемой вакансии и продемонстрировать свои навыки в прямом общении с потенциальными работодателями


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей






Глава МИД Алейник: Белоруссия и Россия обеспокоены военной активностью Запада

Житель Челябинска пробил танковую броню пасхальным яйцом

Выслеживал ее и забежал за ней в подъезд: почему Нагиев заставлял Пугачеву бояться себя?