Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 06.07.2021

რატომ იხურება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმა?

Radiotavisupleba.ge 

მესაქონლეობის ფერმა, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა და  მერძეული მიმართულებით მუშაობდა, იხურება. ლაპარაკია, დაახლოებით, 8-მილიონიან ინვესტიციაზე, სადაც სახელმწიფო დაფინანსებაც არის ჩადებული.  კონკრეტულად რამ შექმნა პრობლემა და რა მოთხოვნა აქვთ სახელმწიფოს მიმართ? საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანია „შირაქის“ მესაქონლეობის ფერმა იხურება.  ფერმის მფლობელი ნიკოლოზ ბენიაიძე რადიო თავისუფლებასთან იმ მიზეზებზე ლაპარაკობს, რის გამოც იძულებული გახდა მაღალპროდუქტიული მერძეული  ფერმის დახურვის გადაწყვეტილება მიეღო. Читать дальше...

თამარ კორძაია - "ამ ქვეყანაში არ არის პოპულარული უმცირესობის დაცვა - იმის შიშით, რომ უმრავლესობის ხმას დაკარგავ"

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს: "მე მაქვს ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი ჩემი კოლეგების მიმართ - სანამ ნებისმიერ უმცირესობაზე ენის მოჩლექით ვილაპარაკებთ და სიტყვებს „გეი“ ან „ლესბოსელი“ თამამად ვერ ვიტყვით პოლიტიკოსები, უარესი შედეგები გვექნება".

თაზო დათუნაშვილი - "სამარცხვინოა, დაჩარგულს, დაზარალებულს დააბრალო ყველაფერი, რაც მოხდა!"

Radiotavisupleba.ge 

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი თვლის, რომ "ხელისუფლებამ ლეგიტიმური გახადა ჟურნალისტებზე თავდასხმა, ადამიანების მიმართ აგრესია". მისი შეფასებით, "გუშინ ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" და ხელისუფლება დააპოზიციონირა მოძალადეების მხარეს, როგორც გამარჯვებული".

სერგო ჩიხლაძე - "ხელისუფლების ასეთი ქმედებებით, განწყობებით ვშორდებით ევროპულ ოჯახს!"

Radiotavisupleba.ge 

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე 5 ივლისის მოვლენებს ეხმაურება - "რეალურად პრაიდის საწინააღმდეგოდ კი არ შეიკრიბა ეს ხალხი, ეს იყო დაორგანიზებული ჯგუფი და საბოლოოდ ყველაფერი ანტიდასავლურ ისტერიაში გადავიდა". ის თვლის, რომ "ერთადერთი გამოსავალი არის ოქტომბრის არჩევნები".

ლუკაშენკამ მთავრობას დაავალა, შეზღუდოს გერმანიიდან მომავალი საქონლის ტრანზიტი

Radiotavisupleba.ge 

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბელარუსის მთავრობას დაავალა, შეზღუდოს გერმანიიდან რუსეთსა და ჩინეთში მიმავალი საქონლის ტრანზიტი. ამის შესახებ მან განაცხადა თათბირზე, რომელიც სანქციებით გათვალისწინებული ზომების წინაღმდეგ მოქმედებას ეხებოდა, იტყობინება სააგენტო BelTA. ბელარუსის ლიდერი ამგვარად ცდილობს აჩვენოს ევროპის ქვეყნებს, „რა არის ბელარუსი“ და აიძულოს ისინი, დაფიქრდნენ „მანამდე, სანამ ეკონომიკურ იარაღს მოჰკიდებდნენ ხელს“. „ჩვენ ვიცნობთ მათ. ჩვენ გამოცდილება გვაქვს. გახსოვთ Skoda, Nivea და ა.შ.? ჩვენ მათ ვუთხარით: ბიჭებო, გმადლობთ, ნახვამდის. Читать дальше...

ირაკლი ჟვანია: დილას ვიჩხუბებთ და საღამოს გავაპროტესტებთ აგრესიას, რასაც ვაკეთებთ ამდენი წელია…

News.ge 

“არაფერი არ შეიცვლება. სულ ასე ვიქნებით, დილას ერთმანეთს ვცემთ და საღამოს აგრესიას დავგმობთ. ვითომ ძალიან კულტურულები ვართ:)) დაიშალა თუ არა ესესერი და მოგვცეს თავისუფლება, სულ ასე ვართ…თბილისი დავწვით, პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ და მოვკალით, ერთმანეთს სახლებში შევუვარდით, მეორე პრეზიდენტს ტერაქტები მოვუწყვეთ, მესამე მთლად გიჟი მოვიყვანეთ, პრემიერი მოვკალით, ციხეები გამოვტენეთ, მერე ერთ კაცს შევეტენეთ იმედით რომ გაგვაძღობდა, მოკლედ ...

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან

News.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. როგორც მან საკოორდინაიო საბჭოს დასრულების შემდე ბრიფინგზე განმარტა, ასევე დაცული უნდა იყოს სასტუმროებში უსაფრთხოების ზომები. ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისის მეორე ნახევარში „ფაიზერის“ საწყისი დოზები იქნება ქვეყანაში და „ფაიზერითაც“ დაიწყება აცრები. „პირბადე დაცვის ერთ-ერთი ...



ნათია ფანჯიკიძე: ხოდა ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც თქვენი შვილების მომავლისთვის ერთმანეთის ხოცვისკენ გიბიძგებთ

News.ge 

“საქართველოში არ ვარ. უცხოელ მეგობრებს ერთი კვირაა ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები, ვაქებ, ვტრაბახობ, ვაწონებ და ვეპატიჟები და გუშინდელს მერე იმას ვდარდობ, ახალი ამბებით არ დაინტერესდნენ და არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს განურჩევლად. ინტელექტუალური ხალხია, მათი გატანილი აზრი, ჩვენი ქვეყნის შეყვარება სასარგებლოა სახალხო დიპლომატიისთვის, ჩვენი ყველას შვილის მომავლისთვის. ხომ გჯერათ, რომ საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო ...

„დელტა შტამით“ ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 50-ს გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის „დელტა შტამის“ 5 საეჭვო შემთხვევაზე ამჟამად კვლევა მიმდინარეობს. მისი სიტყვებით, არის ალბათობა, რომ საქართველოში ეს შტამი 10-დან 20 %-მდეა გავრცელებული. ეს განცხადება თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში გააკეთა. „დელტა შტამი“, ე.წ ინდური შტამი, როგორც ეს ცნობილია საზოგადოებაში, ქვეყანაში ჯამურად არის 52 დადასტურებული სულ, მთელი პერიოდის განმავლობაში. Читать дальше...

ჟურნალისტები ყვებიან იმ პირებზე, რომლებიც შსს-მ მათზე ძალადობის ფაქტებზე დააკავა

Radiotavisupleba.ge 

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კადრი ე.წ. მინი მოპედზე შემომჯდარი კაცია, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს მოპედი ჟურნალისტებს და ოპერატორებს დააჯახოს. ის რამდენჯერმე მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც ჟურნალისტები დგანან. რომ არა კოლეგის სისწრაფე, რომელმაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი მოძალადეს მოარიდა, თამარს მოპედი ზურგიდან შეეჯახებოდა. შსს-ს განცხადების თანახმად, 6 ივლისს დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი, სწორედ მინი მოპედის მძღოლია. Читать дальше...

კამჩატკაში აღმოაჩინეს სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, არავინ გადარჩენილა

Radiotavisupleba.ge 

კამჩატკაში დაბა პალანიდან ოთხ კილომეტრზე აღმოაჩინეს სამშაბათს გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის, ან-26-ის ნამსხვრევები. თვითმფრინავი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან მოფრინავდა პალანში.   წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი დაჯდომისთვის მზადებისას მიწაყრილს შეეჯახა ცუდი ხილვადობის პირობებში. კატასტროფაში არავინ გადარჩენილა. მასში იმყოფებოდა 22 მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი. 6 ივლისს დილით თვითმფრინავმა შეწყვიტა კავშირზე გამოსვლა და დაჯდომის მანევრისას გაქრა რადარებიდან. ... Читать дальше...

В Грузии увеличивают производство черешни

ИА «Новости-Грузия» 

В регионе Шида Картли, который славится своими яблоками, в рамках программы "Посади будущее" фермеры стали активно закладывать и черешневые сады

წულუკიანი: მინ­და ვთქვა, რომ პო­ლი­ცია მოქ­მე­დებ­და იმ ფარ­გლებ­ში რაც მათ შე­ეძ­ლოთ

News.ge 

არამ­ხო­ლოდ გუ­შინ, არა­მედ აქ­ცი­ის დღემ­დეც პო­ლი­ცია მოქ­მე­დებ­და იმ ფარ­გლებ­ში რაც მათ შე­ეძ­ლოთ, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გუ­შინ თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. „ჩვენ გუ­შინ გარ­კვე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ვი­ხი­ლეთ. მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც და­შავ­და. აქვე მინ­და ვთქვა, რომ პო­ლი­ცია მოქ­მე­დებ­და არამ­ხო­ლოდ გუ­შინ, არა­მედ აქ­ცი­ის დღემ­დეც... Читать дальше...

ნათია მეზვრიშვილი: …მერე გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა

News.ge 

ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ კი არ წაეხალისებინათ ძალადობა, არამედ მოეხდინათ ამის პრევენცია – მერე გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა. ძალადობა, რომელიც არ აღკვეთეს, რომლის პრევენციაც ვერ მოახდინეს , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დაზარალდა. „ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ კი არ წაეხალისებინათ ...

ყაველაშვილი: რა ვქნათ ახლა, რას ითხოვთ, პოლიციელებთან ერთად ვიაროთ და ჩვენ ჩავერთოთ გამოძიების პროცესში? – გასაგებად განვაცხადე, რომ …

News.ge 

თუ კითხვები დარჩება საზოგადოებაში, პარლამენტი შესაბამისად იმოქმედებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს მოსთხოვს, – ამის შესახებ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ აქციის მონაწილეთა მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა. “თუ საზოგადოებაში კითხვები დარჩება, ამის შემდეგ პარლამენტი თავის როლს შეასრულებს და პასუხებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვს. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რომ ვინმე არ დაისაჯა, რეაგირება მოხდება. რა ...

ქნესეთმა 2003 წლის შემდეგ პირველად ვერ გააგრძელა სადავო კანონის მოქმედება

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პარლამენტმა 2003 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო გაეგრძელებინა მოქალაქეობის შესახებ სადავო კანონის მოქმედება. კანონი ნებას არ აძლევს პალესტინელებს, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში ცხოვრობენ და ქორწინებაში არიან ისრაელის მოქალაქეებთან, ავტომატურად ჰქონდეთ პრეტენზია ისრაელის პასპორტის მიღებაზე. დებატების შემდეგ, რომელიც წუხელ გვიან ღამემდე გაგრძელდა, დოკუმენტმა მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო. თავი შეიკავა ორმა დეპუტატმა „გაერთიანებული არაბული სიიდან“... Читать дальше...

გია ხუხაშვილი: თუ იმას ელოდებით, რომ ღარიბაშვილი გამოიძიებს, მაშინ …

News.ge 

“დილიდან ველოდები ოპოზიციას, როდის მოახდენს საგამოძიებო კომისიის ინიცირებას გუშინდელ მოვლენებზე დამკვეთის, ორგანიზატორის და შემსრულებლის გამოსავლენად. თუ იმას ელოდებით, რომ ღარიბაშვილი გამოიძიებს, მაშინ ეგრე გააგრძელეთ,” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ დაკავებულ სიძულვილის ჯგუფის წევრს სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

Radiotavisupleba.ge 

გუშინ დაკავებულ პირს სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯერ სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირიდან მხოლოდ ერთის საქმეზე იმსჯელა. პაატა გურჩიანის პატიმრობის განჩინება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მას პოლიცია დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებოდა. შსს-ს ცნობით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინციდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები. Читать дальше...

Новости России
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о комфортных автопутешествиях


How to Avoid Being Plagiarized by Research Paper Writers For Hire

News.ge 

Research paper writers have a tough job these days, juggling multiple jobs simultaneously. A well-written research paper has to present dependable research, properly explain the subject, and provide concise decisions and recommendations in a really brief time period. As research paper writers, it’s our responsibility to satisfy the requirements of our customers in order to ...

აცრაზე რეგისტრაცია ამცრელ კლინიკებშიც არის შესაძლებელი

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ მოქალაქე ვერ ახერხებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციას სპეციალურ ვებგვერდზე, მას შეუძლია ამცრელ კლინიკაში მივიდეს და ისე დარეგისტრირდეს. სიახლეების შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა. "ეს გზა რიგების თავიდან აცილების მიზნით ნაკლებად სასურველია, მაგრამ თუ მოქალაქე სხვაგვარად ვერ ხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და მას სჭირდება დახმარება, ესეც შესაძლებელია", - განაცხადა გაბუნიამ. მან კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. ხანდაზმულ ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს... Читать дальше...

რუსეთში COVID-19-ით ერთი დღის განმავლობაში პირველად გარდაიცვალა 700-ზე მეტი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

წუხელ რუსეთში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 737 ადამიანი, რაც პანდემიის განმავლობაში ერთ დღე-ღამეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის ფედერალური ოპერატიული შტაბის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მოსკოვში, შემდეგ - სანქტ-პეტერბურგში. მაგრამ სხვა დიდ ქალაქებში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი საგრძნობლად მცირეა. პანდემიის განმავლობაში, COVID-19-ის დიაგნოზით 140 000 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, რუსეთის ფედერალური ოპერატიული შტაბის დათვლის მეთოდიკა განსხვავდება რუსეთის სტატისტიკის სამსახურისგან... Читать дальше...

კახა კუჭავა 5 ივლისის მოვლენებზე: ეს იყო სამარცხვინო და დასაგმობია ყველას მხრიდან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება იმ ძალადობრივი ქმედებების გამართლება, რომლებიც 5 ივლისს განვითარდა თბილისში. „არანაირი მაგრამ“, - განაცხადა კახა კუჭავამ, რომლის თქმითაც, მით უმეტეს მიუღებელია რელიგიის სახელით განხორციელებული ძალადობა: „ჩვენ ისტორიულად, ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. Читать дальше...

ავსტრიელ ულტრამემარჯვენეთა ყოფილი ლიდერი კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება

Radiotavisupleba.ge 

კორუფციის საქმეზე ბრალდებული ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი და ულტრამემარჯვენე პარტია თავისუფლების ლიდერი, ჰაინც-ქრისტიან შტრახე, 6 ივლისს სასამართლოს წინაშე წარდგება. ამ საქმის გარშემო აგორებულ სკანდალს 2019 წელს სამთავრობო კოალიციის დაშლა მოჰყვა. პოლიტიკური კრიზისი ავსტრიაში დაიწყო მას შემდეგ, როცა გამოქვეყნდა 2017 წელს გადაღებული ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ ჩანს როგორ სთავაზობს ჰაინც-ქრისტიან შტრახე პოტენციურ რუს ქველმოქმედს სამთავრობო კონტრაქტებს პოლიტიკური შეწირულებების სანაცვლოდ. შხვედრა... Читать дальше...

პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

News.ge 

ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩაიწერა „ქართული ოცნების” მოღვაწეობის პერიოდში – გვიჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, პოლიციელებს არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დანაშაულების აღკვეთასა და პრევენციაში, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გუშინ, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერ- მინისტრისა და შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв поднимется на шестое место в рейтинге ATP после победы на «Мастерсе» в Мадриде






«Символ бессмертия и героизма»: в Москве возложили цветы к памятнику Мусе Джалилю

Швейцарские банки скрывают работу с крупными рублевыми переводами из РФ, потому что публичность негативно скажется на их имидже — эксперт

Московская компания оцифровала более 550 тысяч документов времён войны

«Россия непобедима». Ветеран Иванцов рассказал о войне и боевом братстве