Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 07.10.2021

სენატორი კარდინი საქართველოზე: შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების შენელება

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, "ამერიკის ხმასთან" საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს. კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი "ამერიკის ხმისთვის" მიწოდებულ, წერილობით განცხადებაში, საქართველოს ულოცავს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება“. სენატორი ხაზს უსვამს, რომ ის იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც თბილისში ამერიკის საელჩომ და ეუთომ გამოთქვეს და ასევე, აღნიშნავს, რომ აშფოთებს ცნობები... Читать дальше...

ქეთი დევდარიანი: …სახის შენარჩუნება არც ხალხში ჭირდებათ და არც დასავლეთში

News.ge 

“რას ემსახურება ღარიბაშვილის, პაპუაშვილის, კობახიძის, წულუკიანის და წილოსანის ( ) ბესპრედელა და ხაგზასმით თავზეხელაღებული, ყველანაირი პოლიტიკური, იურიდიული, ეთიკური და დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული კომენტარები? იმას, რომ ქოციანობის ახალ ეტაპზე გადავედით. სახის შენარჩუნება არც ხალხში ჭირდებათ (მაინც გააყალბებენ არჩევნებს) და არც დასავლეთში, მაინც რუსულ მართვას და ხალხის სიღარიბე-უსამართლობაში ამოლპობას აპირებენ. ლპობის პირველი ნიშანი კი ურეაქციობაა, ურეაქციობა იმ ...

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილმა ტელევიზორი ციხის მაღაზიაში შეიძინა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. ის ტყუილს უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ხელოვნურად გაუჭიანურეს საკანში ტელევიზორის მიწოდება. „განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმდა. Читать дальше...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება: უახლოეს დღეებში მასშტაბური აქცია გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების მობილიზების გზით მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზების გადაწყვეტილება მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ. პარტია ორ მოთხოვნას დააყენებს. „მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს და ყველას, ვისაც ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომ უახლოეს დღეებში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას, ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს"... Читать дальше...

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-15 წლისთავზე მთავარი ბოროტმოქმედი უცნობია, პატიოსანი ჟურნალისტობა კი შეუძლებელი გახდა

Radiotavisupleba.ge 

2006 წლის 7 ოქტომბერს ანა პოლიტკოვსკაია შინ, მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის სადარბაზოში მკვლელი დახვდა, ლიფტში შესულ ანას ოთხჯერ ესროლა მკერდის არეში და შემდეგ საკონტროლო გასროლა დაახალა თავში. 15 წლის განმავლობაში მისი მკვლელობის საქმე არ გახსნილა. ამ დანაშაულთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა დამკვეთის ვინაობა დღემდე უცნობია. 2021 წლის 7 ოქტომბერს კი ამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა ამოეწურა - რუსეთის კანონების თანახმად, პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება... Читать дальше...

სააკაშვილი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას გააცნო მისი მიმართვა. ის მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას და მეორე ტურში გასულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყველა კანდიდატს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა რამდენიმე პუნქტისგან შედგება: „არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური, ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი... Читать дальше...

ადამ შიფი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის მიმართ "სამართლიანი მოპყრობისკენ" მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

ადამ შიფი საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ კომენტარის გაკეთება „ამერიკის ხმამ“ სთხოვა. შიფის თქმით, მას ორივე საკითხთან დაკავშირებით აქვს შეშფოთების მიზეზი. „ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა: სახელმწიფოს... Читать дальше...

ტელევიზიებს ყოველ შაბათ-კვირას იერიში აქვთ მიტანილი საპატრიარქოს წინააღმდეგ - მღვდელმთავრები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე წმინდა სინოდის წარმომადგენელ მღვდელმთავრებს შეხვდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გავრცელებული ე.წ. კრებსების საკითხი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ის ემსახურებოდა საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას. საპატრიარქოს თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „კრებსები“ შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია“. განცხადების მიხედვით... Читать дальше...



მაია შიშნიაშვილი: ამაყი ვარ, რომ „ხელი ხელს“ აღიარეს სერვისად, რომლის რჩევა სხვა ქვეყნებისთვისაც შეიძლება

Radiotavisupleba.ge 

კოალიციის „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ და ორგანიზაციის „ხელი ხელს“ დამფუძნებელმა მაია შიშნიაშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ განმარტა, რას ნიშნავს აღიარება, რომელიც „ხელი ხელს“ საოჯახო ტიპის სახლების სერვისმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან მიიღო. კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციაზე მომუშავე ორგანიზაციის „ხელი ხელს“ სერვისები სანიმუშო მოდელად შეაფასა. მაია შიშნიაშვილის თანახმად, „ხელი ხელს“ მიჩნეული იქნა მოდელად, თუ როგორ უნდა მოხდეს მომსახურების სერვისების დანერგვა იმ ადამიანებისთვის... Читать дальше...

ზურაბ გურული: სსრკ-ს ნურავინ მოიყვანს მაგალითად, რადგან …

News.ge 

“არ ვიცი რამდენად აცნობიერებენ ოპოზიციის ლიდერები იმ ფაქტს, რომ მიმდინარე მოვლენების მიმართ მათი დამოკიდებულება და რეაქციები დიდი ხნის განმავლობაში გახდის შემდგომ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობას კატასტროფულად დაბალს. მომაკვდინებელი ნიჰილიზმი, სწორედ ეს არის რუსული სპეცოპერაციის მთავარი მიზანიც. რამდენადაც არაპრაგმატულად უნდა ჟღერდეს, მთავარი, ბაზისური ღირებულებებისაგან სრულიად დაცლილი პოლიტიკური კონგლომერატი ვერასოდეს მოუგებს ბრძოლას იდეოლოგიას, რომელიც შესაძლოა პრიმიტიული და უგვანია, ...

სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ გიული ალასანია, სანდრა რულოვსი და შვილები

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ მისი დედა, გიული ალასანია, შვილები და ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა, ის ჯერ დაკმაყოფილებული არ არის. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველი ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობის შესახებაც ლაპარაკობს. „რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად... Читать дальше...

ლაშა ბუღაძე: …და ამას რაც უფრო მალე გავიაზრებთ, მით უფრო უკეთესი იქნება

News.ge 

“სააკაშვილის გამოჩენა სენსაციაა. მისი უეცარი გაელვება ბათუმის ბულვარში და შემდეგ გაღიმებული შესვლა ციხეში – პიკარესკული რომანის გმირის ოპტიმისტურ და ცოტა ფანტასტიკურ თავგადასავალს უფრო გავს, ვიდრე ტრაგედიას, ამიტომ ნუ გვიკვირს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ-ჯერობით ვერ იაზრებს მისი (და ქვეყნის) მდგომარეობის დრამატულობას. დრამის აღქმას და გააზრებას დრო სჭირდება, ამ ერთ კვირაში კი საკმაოდ ბევრი კონტრასტი დაგროვდა: ...

რამზან კადიროვის რეზიდენციაში მოთავსებულ რუკაზე საქართველო არ არის აღნიშნული

Radiotavisupleba.ge 

გროზნოში გაიმართა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინაუგურაცია. რუკაზე, რომლის ფონზეც ჩაიარა ცერემონიამ, შეიმჩნეოდა რამდენიმე შეცდომა, რასაც სოცქსელების მომხმარებლებმა და ჟურნალისტებმა მიაქციეს ყურადღება. მაგალითად, რუკიდან გაუჩინარდნენ საქართველო და უნგრეთი, კასპიისა და შავი ზღვის აკვატორია კი „დაშრა“ - ისინი ხმელეთად იყო გამოსახული. რუკაზე რუსეთი მწვანე ფერით იყო გამოყოფილი, მაგრამ მის საზღვრებში არ აღმოჩნდა კუნძული სახალინი, რომელიც, როგორც ჩანს, იაპონიას „გადაეცა“. უკრაინას რუსეთმა „დაუბრუნა“ ანექსირებული ყირიმი. Читать дальше...

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები საქართველოში იმყოფებიან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით ეწვია. კომიტეტის წევრები ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდნენ. როგორც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, რა დროსაც გაიმართება პლენარული სხდომა. Читать дальше...

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ითხოვს სამკერდე ჯვრის დაბრუნებას

Radiotavisupleba.ge 

კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც დეკანოზი ამბობს, ის სააკაშვილს არ შეხვედრია მის საკანში, არამედ ესაუბრა ნეიტრალურ ზონაში, სადაც მიღების საშუალებაა. ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს სამკერდე ჯვრის დაბრუნებას. „მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას“, - თქვა პატრიარქის მდივანმა. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით... Читать дальше...

ზურაბიშვილი დასავლეთ ბალკანეთსა და კავკასიაში ევროკავშირის მეტი ჩართულობის სურვილს გამოთქვამს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯუკანოვიჩს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა დასავლეთ ბალკანეთისა და კავკასიის შესახებ ილაპარაკა. „ერთ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ დასავლეთ ბალკანეთში, როგორც კავკასიაში, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ... Читать дальше...

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

News.ge 

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. თუ რა ვითარებაში, ან სად მოხდა მიმალვაში მყოფი პირების დაკავება, ეს უცნობია. ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყეენეს. მათ საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ...

Новости России
Москва

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга


ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ თბილისში, ფიქრის გორაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ორივე ძებნილი თბილისში, წყნეთში დააკავეს.   "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიკოლოზ კვარაცხელიაზე თავდამსხმელები არიან 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. ისინი მკვლელობის დღეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და თავიდანვე ჰქონდათ განზრახული კვარაცხელიას მოკვლა. კვარაცხელიას თავდამსხმელები ნაქირავები... Читать дальше...

კრემლი: ნატოს მიერ რუსეთის დიპლომატების გაძევება აბრკოლებს მოსკოვთან ურთიერთობებს

Radiotavisupleba.ge 

კრემლის თქმით, ნატოს მიერ რუსეთის დიპლომატიური მისიიდან რვა ადამიანის გაძევება „თითქმის მთლიანად“ უთხრის ძირს ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს. პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის 7 ოქტომბრის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ნატოს ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ გადაწყვიტეს, გააძევონ რუსეთის მისიაში მომუშავე რვა პირი, რომლებიც, ფაქტობრივად, „დაზვერვის გამოუცხადებელი თანამშრომლები“ არიან. ამ ნაბიჯით ნატოში რუსეთის მისია განახევრდა. ამასობაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ... Читать дальше...

5 ივლისის ინციდენტზე პოლიციამ გიორგი თაბაგარის 15 დღით დაპატიმრება მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

პოლიცია ლგბტ აქტივისტისა და "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელის გიორგი თაბაგარის 15 დღით დაპატიმრებას ითხოვს. საქმე ეხება 5 ივლისის იმ ეპიზოდს, როცა თბილისის ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობდნენ, მას კი პოლიცია დაუკავშირდა და დარბეულ ოფისში მისვლა სთხოვა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოსამართლის კითხვაზე, რა პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა პოლიცია თაბაგარის წინააღმდეგ, გამომძიებელმა უპასუხა, რომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სურდა. "მაინც შეგახსენებთ... Читать дальше...

ნინო ბურჯანაძე - "მნიშვნელოვანია, რომ სრულიად ოპოზიცია იყოს გაერთიანებული ყველგან აბსოლუტურად, სადაც კი არის მეორე ტურები"

Radiotavisupleba.ge 

"ჩვენი პარტია ნებისმიერს უჭერს მხარს, გარდა „ქართული ოცნებისა“ იმიტომ, რომ რეფერენდუმი და ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანას სჭირდება", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, რომელიც თვლის, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა.

საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, პუტინის მიმართ ნდობა მკვეთრად დაეცა

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობა ყელაზე დაბალ დონემდე დაეცა უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა „ლევადა ცენტრმა“ 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, საიდანაც ჩანს, რომ გამოკითხულთა 53% ენდობა პუტინს. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენდა. ცენტრის თანახმად, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტს ნდობას უცხადებდა გამოკითხულთა 51%. პუტინის მიმართ ნდობა გაიზარდა 2015 წელს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева обыграла Вондроушову в третьем круге турнира WTA в Мадриде






Началось. Цены на квартиры уже меняются

53-летняя Айсылу, вышедшая замуж за 23-летнего приемного сына, подала на развод

Вакантная задолженность. Кто будет выбивать долги вместо коллекторов

Прозрение