Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 07.10.2021

ბოკერია "ალმას" ინიციატივას სიძულვილის ბანერების აკრძალვაზე, ცენზურის ხელშეწყობად მიიჩნევს

Radiotavisupleba.ge 

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სარეკლამო კომპანია "ალმას" საკანონმდებლო შეთავაზება სიძულვილის ბანერების აკრძალვის შესახებ, ხელისუფლების მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობის ხელშეწყობა და კომპანიისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანის შემცირების მცდელობაა. ბოკერიამ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ კანონის მიღება "მთავრობას აწყობს". "ეგ არის პირდაპირი გზა სიტყვის თავისუფლების ეფექტურად შეზღუდვისთვის, ვითომ კეთილშობილური მოტივით... ჩვენნაირ ქვეყანაში განსაკუთრებით, შინაარსში შესვლა და ამაზე დისკუსია ნიშნავს... Читать дальше...

ცესკო: კენჭისყრის დღეს და შემდეგ 1702 საჩივარი დაიწერა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს და მას მერე ცესკოს ელექტრონულ ბაზაში 1702 საჩივარია დაწერილი. ამ საჩივრების მესამედი (561) ადგილობრივმა დამკვირვებლებმა დაწერეს. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს. კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 1141 საჩივარი წარადგინეს. როგორც ცესკო განმარტავს, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას შეეხება 825 განცხადება/საჩივარი, ხოლო დანარჩენი... Читать дальше...

სტატისტიკური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით

News.ge 

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს, 2 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილია და ამ დროისთვის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში ასახულია 1702 საჩივარი. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს სულ 561 საჩივარი. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ საჩივრებს – კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 1141 საჩივარი წარადგინეს. ...

ნინო დოლიძე - "ძალიან მნიშვნელოვანია, დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც დაუშვეს შეცდომები!"

Radiotavisupleba.ge 

„დისციპლინურ პასუხისმგებლობებს ვაყენებთ ჩვენ კომისიის წევრების, რომ შემდეგ არჩევნებზე ისინი, რომლებსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, აღარ იყვნენ არჩევნებზე წარმოდგენილები. როდემდე შეიძლება, ამ ადამიანებმა დაუშვან შეცდომა?", - კითხულობს ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

პაპუაშვილი: რახან ტრენდია ოქმების ფრიალი, მეც დავდებ - "სახე+"-მა 347 ხმა გაგვიყალბა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი მანიპულაციას უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, მათი კანდიდატებისთვის ხმების დაკლების და გაყალბების შესახებ. პაპუაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ყვარლის მე-8 უბანზე, შემთხვევით შერჩევით ბიულეტენების 10%-ის გადათვლისას, აღმოჩნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს: „რა ვქნათ ახლა? ზოგიერთი პოპულისტივით, ბრიფინგს ბრიფინგზე რომ მართავენ, ვთქვათ, რომ გახარიამ "ნაციონალურ... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ

News.ge 

ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ეფექტური პრემიერ – მინისტრია და მის მიმართ არა ერთი ჭორი და მოგონილი ამბავი გავრცელდება. “ღარიბაშვილზე შეტევა მუდმივად იქნება. მან შს მინისტრად თუ პრემიერად ყოფნის პერიოდში საკმაოდ სერიოზული, მათ ...

უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს, რამდენიმე თანამდებობის პირს უფლებამოსილება შეუჩერდა

News.ge 

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს, – უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უწყების სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა. „უკრაინის მოქალაქე სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ნამდვილად აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას. მიმდინარეობს უკრაინიდან მისი გასვლის გარემოებებისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტის გამოძიება.... Читать дальше...

სააკაშვილის უკრაინიდან გასვლის გამო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ოფიციალურ შემოწმებას აწარმოებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე. რამდენიმე თანამდებობის პირი სამსახურებრივ მოვალეობას ჩამოაშორეს, ამის შესახებ სასაზღვრო დეპარტამენტის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ გამოცემა "უკრაინულ პრავდას" განუცხადა. ”უკრაინის მოქალაქე სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მართლაც ახორციელებს ოფიციალურ შემოწმებას. Читать дальше...



ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანაა, მოვითხოვოთ და მივაღწიოთ თბილისში უბნების გადათვლა

News.ge 

ელენე ხოშტარიამ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. “დროას” ლიდერმა ისაუბრa დაკარგულ ხმებზე, რომელიც გადათვლის შემდეგ აღმოაჩინეს. ელენე ხოშტარია ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს თბილისში შედეგების გადათვლას. პარტიამ ამ დროისთვის 200-მდე უბნის გადათვლაზე შეიტანა საჩივარი. “საქართველოში ლოტოტრონით გადათვლის შედეგად 34%-ში შეიცვალა სურათი. ანუ, რეალურად, თუ ჩვენ გადავთვლით თბილისში უბნებს, რადიკალურად შეიცვლება პოლიტიკური სურათი, იმიტომ... Читать дальше...

ნინო ბურჯანაძე: ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ მეორე ტურებში მონაწილეობას არ მივიღებდი

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებდა, რათა ხელისუფლებას ძვირად დასჯდომოდა იმ 43%-ის გადალახვა, რომელიც, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, სინამდვილეში არ გადაულახავს: „ანუ ახლა ჩვენ ვართ დილემის წინაშე, რომ, ერთის მხრივ, არ ვაღიარებთ იმას, რომ 43 პროცენტზე მეტი აიღო ხელისუფლებამ... Читать дальше...

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბრიტანეთში მცხოვრებ ზანზიბარელ რომანისტს, აბდულრააზაქ გურნაჰს

Radiotavisupleba.ge 

შვედეთის აკადემიამ გამოაცხადა, რომ ლიტერატურის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭა რომანისტ აბდულრააზაქ გურნაჰს. მას პრემია მიენიჭა იმისთვის, რომ ის „უკომპრომისოდ და თანაგრძნობით აღწევს კოლონიალიზმის შედეგებსა და ლტოლვილების ბედში - კულტურებსა და კონტინენტებს შორის უფსკრულში,“ განაცხადა შვედეთის აკადემიამ, რომელიც გასცემს ჯილდოს. გურნაჰი ზანზიბარშია დაბადებული და ინგლისში ცხოვრობს. ის კენტის უნივერსიტეტის პროფესორია. გამარჯვებული მიიღებს ოქროს მედალსა და 1,1 მილიონ დოლარზე მეტს ფულადი ჯილდოს სახით. Читать дальше...

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა დასაჯოს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის პოლიტკოვსკაიას სიკვდილში

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირი ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-15 წლისთავზე კვლავ გამოვიდა მოწოდებით, დაისაჯოს ამ ბოროტმოქმედების ყველა პასუხისმგებელი. პოლიტკოვსკაია მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ააშკარავებდა კორუფციას რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ადამიანის უფლებების დარღვევებს ჩეჩნეთში. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს, მოკლეს საკუთარ ბინასთან. მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს დადგინა... Читать дальше...

გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს

Radiotavisupleba.ge 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, ამ ორ პარტიას სთავაზობს ღია მოლაპარაკებას საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით. „დღეს პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. Читать дальше...

“გაჩნდა ახალი ტერმინი “ტვინდემია”, კოვიდით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირება”

News.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება. სიტუაციას კი ცივი სეზონი და გრიპის ვირუსიც გაართულებს. “ჩვენ ნელ-ნელა გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევებს. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, ამიტომ ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, გამოჩნდება ოქტომბრის ბოლოს გრიპი და უკვე ახალი ...

ლანა გალდავა - "კონკურენტუნარიანი, სამართლიანი, თავისუფალი არ ყოფილა ეს არჩევნები!"

Radiotavisupleba.ge 

"როგორც იურისტი და სამართლის დოქტორი, მოვითხოვ გაიხსნას უბნები და დავითვალოთ შედეგები", - აცხადებს ლანა გალდავა, პარტია "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი და თვლის, რომ უნდა მოხდეს სრულად გადათვლა და არა ცალკეული სუბიექტის ბიულეტენებისა.

პოლიტიკურ დიალოგსა და შეთანხმებას გამოვრიცხავთ როგორც ღალატთან ასოცირებულ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ “ნაცმოძრაობასთან”

News.ge 

პოლიტიკურ დიალოგსა და შეთანხმებას გამოვრიცხავთ როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ “ნაციონალურ მოძრაობასთან” – ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ზოგ-ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია იმისა, რომ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ვისთანაც მმართველი პარტია მოლაპარაკებაში... Читать дальше...

საპატრიარქო: ილია II-ის კურთხევით სააკაშვილი მოინახულეს და უწმინდესის დალოცვა გადასცეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით მოინახულეს და უწმინდესის დალოცვა გადასცეს. სააკაშვილთან საპატრიარქოს წარმომადგენელი დღეს, 7 ოქტომბერს შევიდა. "დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. Читать дальше...

გოგა აფციაური გატაცებულთა დაბრუნებაზე - "არის შემთხვევები, როცა ჯარიმის გარეშე, ე.წ. "გამოძევების" კანონით უშვებენ ხოლმე"

Radiotavisupleba.ge 

გოგა აფციაური ყვება კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდების ოკუპანტების მიერ შეპყრობისა და გათავისუფლების დეტალებზე. ერთი მათგანი ოკუპანტებისგან თავის დაღწევის მცდელობისას მძიმედ იყო დაზიანებული და მალევე გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას. დანარჩენი ორი კი ოთხშაბათს საღამოს დააბრუნეს.

ელენე ხოშტარია თბილისის უბნების გადათვლას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

პარტია "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია თბილისის უბნების გადათვლას ითხოვს. მისი თქმით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. მისი თქმით, პარტია "ლელოს" იმისთვის, რომ მიიღოს დამატებით ერთი მანდატი და გაიყვანოს მეორე ადამიანი საკრებულოში, აკლია 0,6%; "გირჩს" მეორე მანდატისთვის სჭირდება 0,7%; "დროას", იმისთვის, რომ გაიყვანოს ერთი ადამიანი საკრებულოში, სჭირდება 0,3%. "ჩვენ გვაქვს საუბარი ძალიან ცოტა ხმაზე, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს... ამ ფონზე... Читать дальше...

Новости России
Москва

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга


რუსი ჰაკერები შეეცადნენ გაეტეხათ აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო ქსელები

Radiotavisupleba.ge 

რუსი ჰაკერები, რომლებიც 2020 წელს აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან დგანან, ბოლო თვეებში აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო ქსელების გატეხვას შეეცადნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია სიენენმა გაავრცელა ცნობა კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსზე დაყრდნობით. კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ის გენერალური დირექტორის, ჩარლზ კარმაკალის თანახმად, მიმდინარე წელს განხორციელებულ ზოგიერთ ოპერაციაში ჰაკერებმა ახალი ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენეს. „ჯგუფმა მოახდინა კომპრომეტირება... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილთან სააკაშვილის შედარება არის ამორალური, ერთ მხარეს არის ქვეყნის მტრობა, მეორე მხარეს კი მოქალაქეებზე ზრუნვა

News.ge 

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შედარება ამორალურია. მმართველი გუნდის წევრმა “რუსთავი 2-თან” განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილს მტრობა და ქვეყნის სიძულვილი ამოძრავებთ. “ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა საკითხი, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას”, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარი და ...

„ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს ფარულ მოლაპარაკებას, სანაცვლოდ კი გვპირდებიან თანამდებობებს

News.ge 

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს. ამასთან, როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ “რაღაც სარგებლებს” ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: “რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”. “დღეს პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში... Читать дальше...

კახეთში პირველკლასელებს კომპიუტერები ჯერ არ მიუღიათ

Radiotavisupleba.ge 

4 ოქტომბერს, პირველკლასელებისთვის საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, კახეთის საჯარო სკოლებში, პირველკლასელებს პერსონალური კომპიუტერები ჯერ არ მიუღიათ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მოსწავლეების მშობლებს კლასის დამრიგებლებმა უთხრეს, რომ დედაქალაქიდან რეგიონში კომპიუტერების ჩატანა დაგვიანდა, თუმცა რა არის დაგვიანების მიზეზი, მათ არ იციან. სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი დაზუსტებით ვერ ამბობს, როდის მიიღებენ... Читать дальше...

კიდევ 14-მა მსჯავრდებულმა განაცხადა სარატოვის ციხის საავადმყოფოში წამების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სარატოვის ციხის საავადმყოფოში წამების პრაქტიკის არსებობის შესახებ კიდევ 14-მა მსჯავრდებულმა დაადასტურა ინფორმაცია. ამის შესახებ გაზეთ „იზვესტიას“ განუცხადა დაზარალებულთა ადვოკატმა, სნეჟანა მუნტიანმა, რომლის თქმითაც, იგი ელოდება მომენტს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მოწმეთა განცხადებები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გადასცეს. „ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც გაბედეს და გვაცნობეს მათ მიმართ ჩადენილი წამების შესახებ. მათი უმრავლესობა პატიმრობიდან გათავისუფლებულია, ამიტომ სჯერათ... Читать дальше...

ნინო დოლიძე: ფაქტია, საუბნო კომისიებს უჭირთ შემაჯამებელი ოქმების სწორად შედგენა

Radiotavisupleba.ge 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოიკვეთა, საუბნო კომისიებში შემაჯამებელი ოქმების სწორად შედგენის პრობლემაა. მისი თქმით, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ პრობლემას არ მოაგვარებს, მანიპულაციის ეჭვები იარსებებს: „ფაქტი ნამდვილად არის ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ძალიან უჭირთ შემაჯამებელი ოქმების სწორად შედგენა ქვეყნის მასშტაბით. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 






ЖК “Утесов” - современный комфорт-класс в Феодосии

На выставку трофеев на Поклонной горе привезли американскую бронемашину

Личка: В РПЛ пока не всё в руках «Динамо»

Игрушки, книги, сладости: что приносят в пункты «Москва помогает» на площадках «Пасхального дара»