Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 23.12.2020

როცა ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს, დაეწყობიან და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები

News.ge 

როცა ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს, დაეწყობიან ის და მისი პოლიტიკური არარაობები და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ აქვს გააზრებული, თუ რამხელა რისკია არსებული ვითარების შენარჩუნება პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ მისთვის. „ივანიშვილს ...

ვიდრე არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა, მანამდე ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ეღირსებიან და პასუხიც გაეცემათ კანონის ფარგლებში საბოტაჟზე

News.ge 

ვიდრე არ მოიტანენ რაიმე მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა ამ ქვეყანაში, მანამდე ვერც იმას ეღირსებიან, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და პასუხიც ექნებათ კანონის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი ტიპის საბოტაჟზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ...

რუსეთში დეპუტატებმა გააფართოვეს "უცხოელი აგენტების" კანონი, რომელიც ზღუდავს პრესას და NGO-ებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა რამდენიმე საკამათო კანონპროექტი, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციის შეფასებით, ძირგამომთხრელია დემოკრატიული პროცესისთვის. სახელმწიფო სათათბიროს მიერ 23 დეკემბერს დამტკიცებული კანონმდებლობა მოიცავს შესწორებების სერიას "უცხოეთის აგენტების" კამათის საგნად ქცეულ კანონში. ამ კანონით ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამ კლასიფიკაციებს მიანიჭებენ, თავიანთი აქტივობის შესახებ უნდა განაცხადონ და ფინანსური აუდიტი უნდა ჩაუტარდეთ. ცვლილებები ზრდის იმ ინდივიდების და ჯგუფების მასშტაბს... Читать дальше...

“ბატონო პრემიერო, მე ია თინიკაშვილი ვარ …”

News.ge 

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას მიმართავს. “ღია წერილი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, გიორგი გახარიას! ბატონო პრემიერო, მე ია თინიკაშვილი ვარ, ჟურნალისტი. კოვიდ 19-ის პანდემიამდე, მეც და ყველა ის ადამიანი, ვინც მიცნობს, თვლიდა, რომ ჩემსავით ჯანმრთელი და მყარი იმუნიტეტის მქონე ადამიანი იშვიათია, თუმცა, ეს – კორონავირუსამდე… მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების რეგულარულად დაცვის მიუხედავად, ირგვლივმყოფების დაუდევრობის გამო, ...

რუსეთმა გააძევა ორი კოლუმბიელი დიპლომატი, საპასუხო ზომის სახით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მთავრობამ მოსკოვში კოლუმბიის საელჩოს ორი თანამშრომელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა - მას შემდეგ, რაც კოლუმბიამ რუსეთის საელჩოდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჯაშუშობის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 დეკემბერს გამოაცხადა, რომ წინა დღეს კოლუმბიის ელჩი გამოიძახა და გააპროტესტა ბოგოტაში რუსეთის საელჩოდან ორი დიპლომატის გაძევების "უსაფუძვლო გადაწყვეტილება". ელჩს ასევე შეატყობინეს მოსკოვის გადაწყვეტილება, "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადოს კოლუმბიის დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი... Читать дальше...

რიაბკოვი: აშშ-რუსეთის ურთიერთობა "ცუდიდან უარესისკენ" მიდის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას "რუსოფობიაში" სდებს ბრალს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთის ურთიერთობა აშშ-სთან "ცუდიდან უარესისკენ" განვითარდება. "უცნაური იქნება, კარგის მოლოდინი გვქონდეს ხალხისგან, რომელთაგან ბევრმა კარიერა რუსოფობიას და ჩემი ქვეყნისთვის ტალახის სროლას დააფუძნა", - ამბობს რიაბკოვი სააგენტო ინტერფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში, 23 დეკემბერს, როცა თვეზე ნაკლები დრო რჩება ბაიდენის ინაუგურაციამდე. Читать дальше...

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ქაბულში მოკლეს ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოკლეს არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი. ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის, ფერდავს ფარამარზის თქმით, იუსუფ რაშიდსა და მის მძღოლს 23 დეკემბერს დილით დაესხნენ თავს. რაშიდი იყო ორგანიზაცია Free and Fair Election Forum of Afghanistan-ის (FEFA) აღმასრულებელი დირექტორი. ცნობილი სამოქალაქო აქტივისტის მკვლელობისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ავღანეთში გახშირდა გამოჩენილი ადამიანების... Читать дальше...

ისრაელში დაიშალა კოალიციური მთავრობა, მარტში ახალი არჩევნები ჩატარდება

Radiotavisupleba.ge 

ისრაელში უკანასკნელ ორ წელში მეოთხედ გაიმართება საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციურმა მთავრობამ ვერ მოახერხა ბიუჯეტზე შეთანხმება. ისრაელის პარლამენტი, ქნესეთი, ავტომატურად დაიშალა 23 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც წუხელ ამოიწურა ბიუჯეტის დამტკიცების ვადა. არჩევნები მარტში შედგება. ნეთანიაჰუმ, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კორუფციის ბრალდებით, და მისმა მეტოქემ, ბენი განცმა, ერთმანეთს დასდეს ბრალი მთავრობის დამხობის გამო. მას მერე... Читать дальше...



ახალ წელს ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

ახალ წელს ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ განაცხადა. 31 დეკემბერს ქალაქში არ ჩატარდება საახალწლო კონცერტი, არ იქნება საახალწლო ფოიერვერკი. ასევე, არ მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და არ ჩატარდება ალილო. პეტრე ადამაძე ამბობს, რომ წელს აქცენტი სოციალურ ღონისძიებებზე გაკეთდება: "რეგულაციებიდან გამომდინარე, ყველა სახის კულტურული ღონისძიება გაუქმებულია. გვინდოდა, რომ ქუთაისში საახალწლო ბაზრობა ყოფილიყო, თუმცა... Читать дальше...

წამყვან სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა სტატია ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეძღვნება რუსეთის ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის კლინიკურ სურათს. სტატიის ავტორთა შორის არიან სპეციალისტები ბერლინის კლინიკა Charite-დან, სადაც მოათავსეს ნავალნი მოწამვლიდან ორი დღის შემდეგ. სტატიის სათაურია „მოწამვლა ნერვულ-პარალიზური ნივთიერება ‘ნოვიჩოკით’“. სტატიაში ნავალნის ვინაობა არ არის დასახელებული, მაგრამ აშკარაა, რომ მასზეა ლაპარაკი. აღწერილია სიმპტომები, რომლებიც მას ჰქონდა ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში... Читать дальше...

კობახიძის თქმით, 2008-ში პარტიების დაფინანსების შეწყვეტა მათი დასჯა იყო, ახლა - წახალისებაა

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2008 წლის ხელისუფლებისგან განსხვავებით, მათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ცვლილება იმ მოტივით სურთ, რომ პარლამენტში შესული პარტიები წაახალისონ. ასე განმარტა მან ახალი კანონპროექტის მიზანი, რომლის მიღების შემდეგაც პარტიას დაფინანსება შეუწყდება, თუ მისი სიით გასული დეპუტატების ნახევარზე მეტი არ შევა პარლამენტში. კობახიძის თქმით, 2008 წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება საზოგადოებას აშინებდა, ბიზნესზე ზეწოლა იყო... Читать дальше...

თავდაცვის სამინისტრო  სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მე-4 მექანიზებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ იგი 22 დეკემბერს არ გამოცხადებულა სამხედრო ნაწილში. „აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება... Читать дальше...

საფრანგეთმა კვლავ განაახლა ბრიტანეთთან მიმოსვლა

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთმა 23 დეკემბერს კვლავ გახსნა დიდ ბრიტანეთთან საზღვრები მას შემდეგ, რაც ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ გამოსცა რეკომენდაცია, გაუქმდეს ბრიტანეთში მოგზაურობის სრული აკრძალვა, რაც იქ COVID-19-ის ახალი შტამის აღმოჩენის გამო შემოიღო მრავალმა ქვეყანამ. აღდგა საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები, რაც ევროკავშირისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს და ამ ქვეყნებში ცხოვრების უფლების მქონეთ საშუალებას აძლევს, იმოგზაურონ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, თუკი წარმოადგენენ კორონავირუსის ნეგატიური ტესტის შესახებ საბუთს. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე სადავო კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნის ინიციატივით გამოდის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, მანდატებზე უარის თქმის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტი დასკვნებისთვის ვენეციის კომისიას ან ოდირს გაეგზავნოს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების, იგივე პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, მან განაცხადა, რომ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ... Читать дальше...

პირველი მოსმენით მიიღეს კანონი, რომელიც სესიების სრულად გაცდენის გამო დეპუტატს უხელფასოდ ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამუშავების შემდეგაც დეპუტატი, რომელიც თვის განმავლობაში სრულად გააცდენს სესიებს, ხელფასს ვერ მიიღებს. საკითხი პარლამენტში დღეს განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შემსუბუქდეს კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არდადეგების დროს დეპუტატს ხელფასი დაექვითება იმ შემთხვევაში, თუ წინა სასესიო პერიოდს სრულად გააცდენს. კენჭისყრას კვლავ მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ... Читать дальше...

მოლდოვაში გადადგა მთავრობა, რაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უხსნის გზას

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა იონ კიკუმ მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა, რათა შესაძლებელი გახდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. კიკუს თქმით, მან ეს ნაბიჯი გადადგა 23 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ესაუბრა პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელიც მალე ტოვებს თანამდებობას, და პარლამენტის თავმჯდომარეს, ზინაიდა გრეჩეანიის. 23 დეკემბრის სხდომაზე პარლამენტს უნდა განეხილა მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი. დეკემბერში დედაქალაქ კიშინოვში გამართულ საპროტესტო აქციებზე 20 ათასამდე ადამიანმა მოითხოვა... Читать дальше...

პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომლითაც პარტიას მანდატებზე უარის გამო დაფინანსება შეუწყდება

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი. პარლამენტში არშესვლისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციური პარტიები დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ. პარტიები მიიჩნევენ, რომ ამით "ქართული ოცნება" ცდილობს, მათ პარლამენტში შესვლა აიძულოთ. Читать дальше...

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას 15 ადამიანის შეწყალების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას 15 ადამიანის შეწყალების შესახებ. მათ შორისაა ორი მოწმე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებ ულ საქმეში, რომლებიც ყალბი ჩვენებებისთვის გაასამართლეს. შეწყალებულთა სია თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. შეწყალებულთა შორის არიან ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპულოსი და ნიდერლანდელი იურისტი ალექს ვან დერ ცვაანი, რომელიც ტრამპის მრჩეველთან, პოლ მანაფორტთან ერთად მუშაობდა. ვან... Читать дальше...

წულუკიანი პარტიების დაფინანსებაზე: ყალბი ინფორმაციაა, თითქოს ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" წევრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ მათი ბოიკოტის გამო მმართველმა პარტიამ მათთვის დაფინანსების შეწყვეტა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. "პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია, განასხვავო, პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან, თუ ქუჩის "საბოტაჟნიკები", ეს ზღვარი ჩვენ უნდა... Читать дальше...

გია ჯანდიერი - "გადასახადების შემცირება იყო ერთადერთი გზა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომ ბიზნესებს დარჩენოდათ საკუთარი რესურსები"

Radiotavisupleba.ge 

გია ჯანდიერი თვლის, რომ დღეს "ყურადღება უმთავრესად გამახვილებული უნდა იყოს იმაზე, რომ რესურსების გარეშე არ დარჩეს კერძო ბიზნესი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესის და ეკონომიკის ამოძრავება ძალიან გაჭირდება, შედეგად - დასაქმება იქნება ძალიან დაბალი და მთავრობასაც ძალიან შემოაკლდება ფული":

ჯო ბაიდენმა ერისადმი მიმართვაში თანამემამულეებს პანდემიის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 22 დეკემბერს თანაგრძნობა გამოუხატა გაჭირვებულ ოჯახებს და მაღალი შეფასება მისცა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ზომებს კორონავირუსით მიყენებული ზარალის შემსუბუქების თაობაზე, როცა ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნება საშობაო არდადეგების წინ. მიმართვაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ბაიდენმა თავისი მშობლიური დელავერის შტატიდან ილაპარაკა მედიკოსებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე მუშაობენ, მეცნიერებზე, მკვლევრებზე, კლინიკური გამოცდების მონაწილეებზე და სამხედროთა ოჯახებზე... Читать дальше...

1 დღე სავაჭრო ცენტრების გახსნამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 დეკემბერს

Radiotavisupleba.ge 

24 დეკემბრიდან მხოლოდ სავაჭრო ცენტრები იხსნება   საკოორდინაციო საბჭოს 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, ანუ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში მოქმედი გარკვეული შეზღუდვები მსუბუქდება და სავაჭრო ცენტრები იხსნება. თუმცა კვლავ შეზღუდული იქნება როგორ საზოგადოებრივი, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. არ გაიხსნება ასევე ბაზრობები. რაც შეეხება პირველი იანვრის ღამესა და 7 იანვრის ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას, ის კვლავ ძალაში რჩება, ანუ, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов вышел в третий круг турнира ATP в Риме






Anti-age средства: революция в вашей косметичке от Рии Горбуновой.

В контакт-центре Стройкомплекса обработали почти 200 тыс. запросов за 7 лет

Один за четверых: МВД страдает от нехватки сотрудников

Подмосковные студенты подготовили флешмоб ко дню медицинской сестры