Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 27.07.2021

არმაზ ახვლედიანი - "ხელისუფლება აფრქვევს ზიზღს, გაუტანლობას, ადამიანების დამცირებას!"

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი მმართველ ძალას მიმართავს: "უნდა ვუთხრა ბატონ ღარიბაშვილს, ამ მთავარ შავრაზმელს ქვეყანაში, უნდა ვუთხრა ქალბატონ წულუკიანს, ჩემნაირი პოლიტიკოსებისგან არ უნდა ელოდოთ საპასუხო ზიზღს და აგრესიას. ჩვენი ამოცანაა, კანონით და კულტურულად გაგისტუმროთ ხელისუფლებიდან!".

ნინო დოლიძე - "მმართველი პარტია წინასწარ ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას"

Radiotavisupleba.ge 

"ჩვენ არ ვატარებთ არჩევნებს, ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს", - აცხადებს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე, დროებითი საგამოძიებო კომისიისგან წამოსული კრიტიკის პასუხად - "აღქმებს, ეჭვებს და ვარაუდებს ეფუძნება მათ მიერ დაწერილი ყველაფერი, რაც "სამართლიან არჩევნებს" შეეხება".

გივი მიქანაძე - "სამწუხაროდ, "სამართლიანმა არჩევნებმა" პროცესების ესკალაციას დიდად შეუწყო ხელი"

Radiotavisupleba.ge 

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში სდებს ბრალს ოპოზიციასა და არასამთავრობოებს. ის გამოთქვამს ეჭვს, რომ განგებ "იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივრები, რომ არ განხილულიყო, რითიც ოპოზიცია დაიწყებდა მანიპულირებას".

ოქტომბერში არჩევნები გაქვთ – როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს

News.ge 

ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. „ასე რომ, რაღაცას ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიცია უმრავლესობის წინააღმდეგ. საინტერესოა, მაგრამ ...

შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში

News.ge 

საქართველო იმყოფება გზაზე, რომ გახდეს პანევროპული საზოგადოების წევრი. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება და ამ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება. „მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, ...

ტატო გრიგალაშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა ტოკიო-2020-ზე

Radiotavisupleba.ge 

ტატო გრიგალაშვილს ტოკიო-2020-ზე, საპრიზო სამეულამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟის ფინალში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ძირითად ბადეში ტატო გრიგალაშვილმა ტაჯიკი აკმალ მუროდოვი და სამხრეთკორეელი სუნგჰო ლი დაამარცხა და უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, მონღოლეთის ნაკრების წევრ საიდ მოლაისთან წაგებით. ბრინჯაოს გზაზე კი, კასესთან დაჭიდებამდე, უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს აჯობა. Читать дальше...

სუს-ი: 27 აფთიაქში გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები საქართველოს 6 ქალაქის 27 აფთიაქში გამოვლინდა. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ლაგოდეხი, გურჯაანი და საგარეჯო. სუს-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოხსენებული 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენებს სათანადო ნებართვა არ გააჩნიათ. უწყების ცნობითვე, როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში პირველი ჯგუფის... Читать дальше...

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ზრდასრული მოსახლეობის 100%-ის აცრას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა, რამზან კადიროვმა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია COVID-19-ის ვაქცინით რესპუბლიკის ზრდასული მოსახლეობის სრულად აცრა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა 60%-მდე შეასრულა ჩეჩნეთის 11-მა რაიონმა, რაც 356 ათას ადამიანს შეადგენს. „ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ 60%-ის ზღვარზე, არამედ უნდა ავცრათ მთელი ზრდასრული მოსახლეობა. ამასთან დაკავშირებით მე დავავალე, რომ შემოწმდეს, გაიარეს... Читать дальше...



ამოცნობილია აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 5 პირის ნეშტი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული კიდევ 5 პირის ნეშტი. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას და იდენტიფიცირებას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ ახორციელებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი, რომელთა ნეშტებს უახლოეს ხანში დაკრძალავენ. 90-იანი წლების შეიარაღებული... Читать дальше...

1 აგვისტოდან გლდანსა და ვარკეთილში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი ამოქმედდება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ცენტრლური უბნების შემდეგ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 აგვისტოდან გარეუბნებში - გლდანსა და ვარკეთილშიც ამოქმედდება. იგივე წესი ამოქმედდება სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარკირება 1 საათის განმავლობაში 1 ლარი ეღირება, უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილებისთვის. გლდანში, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი; სამგორის რაიონში, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე... Читать дальше...

ბელარუსიდან გაქცეული დისპეტჩერი, შესაძლოა, საქართველოში წასულიყო

Radiotavisupleba.ge 

ავიადისპეტჩერი ოლეგ გალეგოვი, რომელმაც 23 მაისს მინსკის აეროპორტში დაშვება მოსთხოვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, - ბელარუსიდან გაუჩინარების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოში წასულიყო. ამის შესახებ გამოცემა „ნაშა ნივას“ უამბო გალეგოვის ერთ-ერთმა კოლეგამ. ოლეგ გალეგოვი - ეთნიკური ქართველია, ის მინსკში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მისი კოლეგის ვარაუდით, გალეგოვი საქართველოში ნათესავებთან გაემგზავრა. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავიადისპეტჩერმა ოლეგ გალეგოვმა ბელარუსი ოჯახთან ერთად ივლისის... Читать дальше...

მოკრივე ესკერხან მადიევი ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში გავიდა

Radiotavisupleba.ge 

ესკერხან მადიევმა ტოკიო-2020-ზე მეორე შეხვედრა მოიგო. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლორენცო სოტომაიერის ძლევის შემდეგ, დღეს უგანდელი შადირი ბვოგი დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მორიგ ბრძოლას მადიევი გამართავს 30 ივლისს, თბილისის დროით 13:51 საათზე, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ ანდრეი ზამკოვოისთან.

პაატა იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიშები ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ მისთვის ანტივაქსერია ისიც, ვინც კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვაქცინაციის პროცესისთვის ისინი უფრო სახიფათონი არიან, ვიდრე თავად ანტივაქსერები. "ანტივაქსერი ყველგან არის მსოფლიოში და არ ნახეთ, რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში? Читать дальше...

საზოგადოებას არ სჭირდება ყველა პარტია ერთად, რაღაც ხელოვნურ ერთობაში

News.ge 

ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც „ლელოს“ ადგილია – ეს არის ალტერნატივა საზოგადოებისთვის, – ასე უპასუხა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც ჯაფარიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, საზოგადოებას არ სჭირდება ყველა ერთად, რაღაც ხელოვნურ ერთობაში. „საზოგადოებას ოპოზიციურ სპექტრში ფართო არჩევანი სჭირდება. საზოგადოებას ისეთი ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც შეუძლია ფართო სპექტრი შესთავაზოს. ყველანი ...

ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა დედის გარდაცვალების გამო სასტიკად სცემეს ჯანდაცვის მინისტრს

Radiotavisupleba.ge 

ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონის დისშვილებმა სასტიკად სცემეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ჯამოლიდდინ აბდულოზოდას, რომელმაც, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ყბის ძლიერი ტრავმა მიიღო, ხოლო სამედიცინო ცენტრის უფროსს, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის და, 64 წლის კურბონბი რახმონოვა გარდაიცვალა, ძლიერი ტრავმა აქვს მიყენებული თავის არეში. ინციდენტი 20 ივლისის საღამოს მოხდა. წყაროს ცნობით, კორონავირუსით დაავადებული კურბონბი რახმონოვა მკურნალობის კურსს გადიოდა ქვეყნის პრეზიდენტის აპარატთან არსებულ სამედიცინო ცენტრში... Читать дальше...

პაატა იმნაძე: კორონავირუსის შემთხვევების ნახევარი გამოწვეულია "დელტა" შტამით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების ნახევარი "დელტა" შტამია. კერძოდ, მისი თქმით, თბილისსა და აჭარაში "დელტა" შტამი კორონავირუსის შემთხვევების 50 პროცენტზე მეტი შეიძლება იყოს, დანარჩენ საქართველოში კი დაახლოებით 40 პროცენტია. პაატა იმნაძის თანახმად, ამ შემთხვევებში არის ეგრეთ წოდებული დელტა პლუსიც. „დელტა პლუსის შემთხვევები ლუგარში უკვე დადასტურებული გვაქვს სეკვენირებით. Читать дальше...

საქართველო 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველო 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციას გეგმავს. ამისთვის ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნას ელოდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. "ბავშვებთან დაკავშირებით ისევ და ისევ "ფაიზერს" უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში, ავიცრათ

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე რეგულაციების აღსრულება უნდა გამკაცრდეს. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი წვეულებებზე წასვლისგან. "თქვენ მხარს დაუჭერთ, რომ ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი ლოკდაუნი? თუ ჩვენ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ წვეულებას, არ აღვნიშნავთ სკოლისა და უნივერსიტეტის... Читать дальше...

ზურაბ გურული: ეს ომია; დაუნდობელი ჰიბრიდული ომი. ომში კი სამხედრო კანონები მოქმედებენ

News.ge 

“ამერიკის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურმა, ვეტერანების ჯანდაცვის სისტემამ დღეიდან სავალდებულო გახადა კოვიდ-აცრა სისტემის ყველა რანგის სამედიცინო მოსამსახურისათვის. დღეიდან 8 კვირა ეძლევა ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, სამედიცინო ტექნიკოსს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს; ამ ვადის გასვლის შემდეგ აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან. ორი დღის წინ AHA-მ, ამერიკის ჰოსპიტალთა ასოციაციამ, რომელიც დაახლოებით 5 ათას კლინიკას აერთიანებს, მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მუშაკების ...

Новости России
Москва

«Русский космос поздравляют дети мира и России»


საავადმყოფოებში გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და კლინიკები გადაუდებელ დახმარებაზე გადადიან – საწოლფონდის რესურსი რთულად, თუმცა ჯერჯერობით გვაქვს

News.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებული რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯრობით აქვს. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხვადასხვა კლინიკებში ახალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. „დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს დაახლოებით ნოემბერში ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის... Читать дальше...

იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ – უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით

News.ge 

იმის ნაცვლად, რომ დღეს წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან განმარტა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების აღსრულებით კმაყოფილი არ არის, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა კი ყველამ, მათ შორის, თავადაც უნდა აიღოს. „თქვენ მხარს დაუჭერთ იმას, რომ დღეს გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ...

საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა – ისედაც ვთქვით, რომ როგორც გვეგონა, იმ მასშტაბით არ გაყალბებულა არჩევნები

News.ge 

საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა – ისედაც ვთქვით, რომ როგორც გვეგონა, იმ მასშტაბით არ გაყალბებულა არჩევნები, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რატომ დაიხარჯა ამდენი დრო და ენერგია საგამოძიებო კომისიაზე. „ჩვენ, პოლიტიკოსებს, ვისაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეგვიძლია მალევე ვთქვით ეს, მე პირადად, როცა მოლაპარაკების რაუნდების დროს „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა გადავთვალოთ ...

მაჟორიტარებთან დაკავშირებულ კოორდინაციაში უნდა შემოვიდეს მეტი პარტია – „ლელოს“ პასუხი იქნება უახლოეს დღეებში

News.ge 

ჩვენ ძალიან მალე კვლავ მოვისმენთ კოორდინაციის მნიშვნელოვან დეტალებს – გუნდურ პლატფორმაზე მაჟორიტარებთან დაკავშირებულ კოორდინაციაში უნდა შემოვიდეს მეტი პარტია, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ისინი “ლელოს” პოზიციას ელოდებიან. „ჩვენ როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ,დავთმეთ ათივე მაჟირიტარული ოლქი თბილისში და ღია ვართ თანამშრომლობისთვის. დიდი იმედი მაქვს, ...

ამირან გამყრელიძე: ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მესამე ტალღის პიკზე გვქონდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მათ შორის, დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც 6%-ის ფარგლებში მერყეობს. „ანუ, ჩვენ, მოკლედ რომ რეზიუმე გავაკეთოთ, ეხლა მეტი გვაქვს უფრო ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და ვართ 50-60 პროცენტამდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ. Читать дальше...

„როსკომნადზორი“ ალექსეი ნავალნის ვებსაიტის შემდეგ მისი თანამებრძოლების „იუტუბის“ არხების დაბლოკვას ცდილობს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელწიფო მარეგულირებელი უწყება „როსკომნადზორი“ კომპანია „გუგლისგან“ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლების: ლეონიდ ვოლკოვის, ვლადიმირ მილოვისა და გეორგია ალბუროვას „იუტუბის“ არხების დაბლოკვას ითხოვს. „იუტუბის“ მხარდამჭერი სამსახურისგან მიღებული „როსკომნადზორის“ შესაბამისი წერილის შინაარსი ვოლკოვმა თავის ტვიტერში გამოაქვეყნა. რუსეთის სახელმწიფო უწყება აცხადებს, რომ ვოლკოვის ანგარიში „მასობრივი არეულობისკენ, ექსტრემისტული საქმიანობისა და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ მოწოდებებს შეიცავს“. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000






В Подмосковье гендиректор украл 19 млн руб, выделенные на ремонт памятников ВОВ

В Великом Новгороде открылся IX Всероссийский фестиваль «Пасхальный глас»

Плановые отключения горячей воды в Подмосковье в этом году начнутся в мае

Фестиваль «Музыкальная экспедиция» стартует в Псковском музее 17 мая