Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 27.07.2021

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

News.ge 

27 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა- კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ავტორი მიმდინარე წლის სექტემბერში, 2 კვირით ესპანეთში, ლა-კორუნიაში გაემგზავრება, ხოლო ესპანელი ავტორი კი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს. „პროექტის ...

საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

News.ge 

საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 1335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 376 088 -მდე. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 407 689-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 731 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია - 3666

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 42 235 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3666 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში "სამშაბათის ეფექტს" უწოდებენ ხოლმე, გაზრდილ სტატისტიკას, როცა უქმე დღეებში შემცირებული ტესტირების მაჩვენებელი ისევ იმატებს და შესაბამისად... Читать дальше...

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ტატო გრიგალაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ქართველმა ტაჯიკი აკმალ მუროდოვისა და სამხრეთკორეელი სუნგჰო ლის ძლევის შემდეგ უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მონღოლეთის ნაკრების წევრ საიდ მოლაისთან წაგებით დაკარგა. ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და გრიგალაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს დაუპირისპირდება.

აშშ ერაყში სამხედრო მისიას ამ წლის ბოლოს დაასრულებს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი სამხედროები ერაყს 2021 წლის ბოლომდე დატოვებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმისთან 26 ივლისს გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ ერაყში სამხედრო მისიას ამ წლის ბოლოსთვის დაასრულებს, თუმცა, ტერორიზმთან ბრძოლა გაგრძელდება. ბაიდენის თქმით, აშშ განაგრძობს ერაყელი სამხედროების წვრთნას და ერაყს ისევ დაეხმარება ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ამჟამად ერაყში იმყოფება 2500-მდე ამერიკელი სამხედრო. წლის ბოლოს, საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ... Читать дальше...

მედიის ცნობით, ბელარუსიდან გაიქცა დისპეტჩერი, რომელმაც Ryanair-ის თვითმფრინავს მინსკში დაშვება აიძულა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსი ოჯახთან ერთად დატოვა ავიადისპეტჩერმა ოლეგ გალეგოვმა, რომელმაც 23 მაისს, ბორტზე ბომბის არსებობის ყალბი შეტყობინების საფუძველზე, მინსკის აეროპორტში დაშვება მოსთხოვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს. ლაინერში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ოპოზიციონერი ბლოგერი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს დამფუძნებელი რამან პრატასევიჩი იმყოფებოდა. მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ პრატასევიჩი და მისი მეგობარი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავა. მედიასაშუალებების ინფორმაციით... Читать дальше...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 5 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 559 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა დაადასტურა. შტაბის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ საგრძნობლად იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ბოლო ხანს, ყოველდღიურად აღრიცხავენ ინფიცირების 200-მდე ახალ შემთხვევას. ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 26 ივლისს მიიღო დადგენილება... Читать дальше...

საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში სამუშაო ვიზიტს იწყებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი. დღეს დილით ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში - თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, რიკ დემსი თბილისში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი ორდღიანია და 28 ივლისს დასრულდება.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Россиянка Рахимова вышла в полуфинал турнира WTA в Рабате






Половина россиян заявили о готовности оплатить взнос по ипотеке для своих детей

Свыше 400 студентов ждут компании ОЭЗ «Технополис ...

Красота требует жертв: какая опасность поджидает любительниц пухлых губ в кабинете косметолога

Названы регионы, где средние зарплаты превышают 150 тысяч рублей