Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 04.11.2021

სამტრედიაში გადაიყვანეს ქუთაისში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში პოლიციამ დააკავა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიშო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი. როგორც ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გაარკვიეს, პოლიციამ აქტივისტები სამტრედიაში გადაიყვანა. ადვოკატებმა დაკავებულებთან შესვლა სამი საათის შემდეგ მოახერხეს. აქტივისტების დაკავების შესახებ წერს „სირცხვილია"-ს წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი. „ქუთაისში პლაკატების გაკვრისთვის დააკავეს - თუმცა როგორც თვითმხილველები იძახიან, უფრო გატაცება ერქვა მაგას", - აღნიშნავს დიღმელაშვილი.

შიმშილობით დამძიმებული სააკაშვილის ჯანმრთელობა - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ნოემბერს

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 36-ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 36-ე დღეა მისი მნახველების საშუალებით ვრცელდება. გუშინ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი შესამჩნევად მძიმედაა და რომ მას მეხსიერების პრობლემებიც აღენიშნება. მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც დღის ბოლოს თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა „მძიმდება“. მქიმის თქმით მეხსიერების პრობლემები ბუნებრივია შიმშილის, გადატანილი კორონავირუსისა და სტრესის ფონზე. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკა ოლსონს

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში 4 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა. ის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.  მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის ურყევი, ორპარტიული მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომლის შედეგად, ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანამ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის... Читать дальше...

სააკაშვილი ალტერნატიულ კონსილიუმთან შეხვედრამდე, მოქმედთან ურთიერთობას წყვეტს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „ჯერ განვიხილეთ მისი ბოლო ტესტები, რომლებიც დღეს საღამოს გაკეთდა. მასში არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, თუმცა რაღაც-რაღაცები იყო გაუარესებული, მაგრამ არ ვიტყვი, რომ რაღაც დრამატული ცვლილებებია. შემდეგ გავესაუბრე პრეზიდენტს, მისი მდგომარეობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გუშინ იყო. მძიმდება ნელ-ნელა. ეს ვთქვი მე ჩამოსვლიდან მეორე დღეს. ასე რომ, ახალი არაფერი არ არის“, - აღნიშნავს ყიფშიძე. Читать дальше...

ათასობით ადამიანი დაესწრო მთავრობის მიერ ორგანიზებულ შეკრებებს 1979 წელს თეირანში აშშ-ის საელჩოს დაკავების წლისთავის აღსანიშნავად

Radiotavisupleba.ge 

ათასობით ირანელმა მიიღო მონაწილეობა მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომლებიც 1979 წელს თეირანში აშშ-ის საელჩოს დაკავების წლისთავს მიეძღვნა. ისინი გაიძახოდნენ ლოზუნგებს: "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელის" დაწვეს ამერიკისა და ისრაელის დროშები. საელჩოს დაკავებამ გამოიწვია 444 დღიანი კრიზისი მძევლებთან დაკავშირებით და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ორ ქვეყანას შორის, რაც დღემდე გრძელდება. სახელმწიფო ტელევიზია 4 ნოემბერს იუწყებოდა, რომ შეხვედრები ჩატარდა 800 ქალაქში მთელი ირანის მასშტაბით. Читать дальше...

ლევი: რა დააშავა სააკაშვილმა, გარდა იმისა, რომ არის პოლიტიკური შურისძიების სამიზნე?

News.ge 

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელეებს. როგორ აფასებენ ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას დასავლეთის დედაქალაქებში, ანი ჩხიკვაძე, ფრანგ ფილოსოფოსს ბერნარდ ანრი ლევის და ევროსაბჭოსს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენეტს, რიკ დაემსს ესაუბრა. ვიდეო იხილეთ აქ

დიდი საკადრო გადაადგილება უკრაინაში, ხმაურიანი ბრალდების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

4 ნოემბერს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკადრო ცვლილებას. წინა დღით საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ უმტკივნეულოდ დააკმაყოფილა ხუთი საკვანძო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მათ შორის, რუსეთთან გამოუცხადებელი ომის პირობებში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ანდრი ტარანის, თანამდებობიდან საკუთარი ნება-სურვილით წასვლის შესახებ დაწერილი პატაკები. მეორე დღეს, 4 ნოემბერს კი, სასწრაფოდ დაამტკიცა მათ შემცვლელთა კანდიდატურები. Читать дальше...

თალაკვაძე: ჩემში და ძალიან ბევრ მოქალაქეში იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ლაპარაკობენ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეზე, დამძიმებასა და მძიმე გამოსავალზე

News.ge 

ჩემში და ძალიან ბევრ მოქალაქეში იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ლაპარაკობენ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეზე, დამძიმებასა და მძიმე გამოსავალზე – რეალურად ეს არის დესტაბილიზაცია, რომელიც ყოველთვის იყო ამ რადიკალური ბანაკის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცნობილია, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვეღარ მოვა და იგი ...



"მაშინ მთელი ოპოზიცია დასაჭერი ყოფილა" - ვის (არ) აშინებს სიტყვა რევოლუცია?

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უნებლიედ, სიტყვა რევოლუციის პოპულარობის გაზრდის მიზეზი გახდა, მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს, სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივეს

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადრე დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთი კვირით გაგრძელდა. გადაწყვეტილება COVID - 19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს და დე ფაქტო მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს. 14 ნოემბრამდე ყველა სასწავლო დაწესებულება, საბავშვო გასართობი ცენტრი, სპორტული დარბაზი და სპორტული განყოფილება დაკეტილი იქნება. 1 დეკემბრამდე კი აკრძალულია ქორწილები და მასობრივი დღესასწაულები, ასევე რელიგიური რიტუალები. რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისით. Читать дальше...

ზუგდიდში დააკავეს ენმ-ის აქტივისტი ელდარ კეზუა

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზუგდიდის განყოფილებასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციაზე  ოპოზიციური პარტიის აქტივისტი ელდარ კეზუა დააკავეს. ის ტერიტორიიდან მაშინ გაიყვანეს, როცა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლა მოჰყვა ენმ-ის წევრების და რამდენიმე მხარდამჭერის აქცია-პერფორმანსს. პარტიის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ სუს-ის ზუგდიდის განყოფილებასთან შპრიცები, თეთრი ფხვნილი და პლაკატი წარწერით „რევოლუცია” მიიტანა. მისი სიტყვებით... Читать дальше...

მილიონი მწვანე ბარათი ათ წელიწადში - ქართველები ამერიკაზე ოცნებობენ

Radiotavisupleba.ge 

ამერიკაში წასასვლელად ერთ-ერთი ლეგალური გზა “მწვანე ბარათის” მოგებაა. მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში “მწვანე ბარათის” გათამაშებაში ბედი საქართველოდან თითქმის მილიონმა ადამიანმა სცადა.

მოსახლეობა, ბიუჯეტი, ფართობი... რა ვიცით წალენჯიხაზე?

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც წალენჯიხის მერად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავიდა, გაჩნდა იდეა, ეს მუნიციპალიტეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების ცენტრად იქცეს. რამდენად აქვს წალენჯიხას ამის პოტენციალი და საერთოდ რა ვიცით წალენჯიხაზე?

„გირჩი -მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

News.ge 

„გირჩი -მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. კერძოდ, მათ სუს-თან მაგიდა მიიტანეს და საჯაროდ დაიწყეს საუბარი რევოლუციასა და მის ერთგვარ განმარტებაზე, თუ რას გულისხმობს სიტყვა რევოლუცია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, რევოლუციამ ბევრ ქვეყანას წარმატება მოუტანა და იგი არ გულისხმობს, ძალადობრივ აქტს. მისივე თქმით, არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ეძებენ გამოსავალს ...

პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა „ფაიზერის" ვაქცინას გადმოსცემს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობა საქართველოს გადმოსცემს კორონავირუსის საწინააღმდეგო 468 000 დოზა „ფაიზერის" ვაქცინას. სამინისტროს ცნობით, ვაქცინა ქვეყანაში ხუთ ეტაპად შემოვა, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად... Читать дальше...

აშშ-მა ისრაელის კომპანია შავ სიაში შეიყვანა მისი საჯაშუშო პროგრამის გამო 

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ხელისუფლებამ ისრაელის საჯაშუშო პროგრამის მწარმოებელი კომპანია - NSO Group-ი - "სავაჭრო შავ სიაში" შეიყვანა და განაცხადა, რომ მისი პროგრამული საშუალებები დგას უცხოეთში რეპრესიების უკან, რომელსაც უცხოეთის ზოგიერთი სახელმწიფო ახორციელებს. NSO დაპირისპირების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედია კონსორციუმი ივლისში იტყობინებოდა, რომ მისი Pegasus-ის საჯაშუშო პროგრამა გამოიყენებოდა დაახლოებით 50 ქვეყნის ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების, ბიზნესის ხელმძღვანელების... Читать дальше...

ლუკაშენკამ და პუტინმა ხელი მოაწერეს „სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს“

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 4 ნოემბერს, რუსეთის და ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვირტუალურად გაიმართა, ხელი მოაწერეს „სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს“ დოკუმენტი, როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ამტკიცებს 28 ე.წ. სამოკავშირეო პროგრამას, რომლებიც სექტემბერში მიიღეს. ისინი ძირითადად, ეკონომიკის სფეროში ინტეგრაციას ეხება. ამასთან, რუსეთმა და ბელარუსმა, დაამტკიცეს ერთობლივი განახლებული... Читать дальше...

ტომსკელ კაცზე, რომელმაც საავადმყოფოში მწოლიარე ბებიას ვერაფრით უშველა

Radiotavisupleba.ge 

სამედიცინო მუშაკად გადაცმული ტომსკელი, სერგეი სამბორსკი, ინფექციური საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ სამი დღის განმავლობაში შედიოდა, რათა ბებია მოენახულებინა და ენუგეშებინა. ეს მაშინ გადაწყვიტა, როცა შეიტყო, რომ მის მძიმედ ავადმყოფ ბებიას სათანადოდ არ მკურნალობდნენ და არ უვლიდნენ.

Online Casino Bonus Tips

News.ge 

Online casino players are more likely to be attracted by the best casino and slot games. It is crucial to keep in mind that there are a variety of types of slots and many casino gaming options. It is essential for potential players to know which casinos provide the best slots and which casinos provide ...

Новости России
Москва

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе


Gambling On Slots On The Internet

News.ge 

Internet casino slots are really popular as they are simple and intuitive, allowing gamers the ease and convenience of playing against the comfort of their home computer. You don’t have to master complex algorithms, or think of complicated mathematical calculations when spinning the slots. All you have to do is follow the easy instructions on ...

მე-18 სამკურნალო დაწესებულება სახალხო დამცველის აპარატმა კიდევ ერთხელ შეამოწმა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 4 ნოემბერის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსილიუმის ახალ დასკვნებში (2021 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის) მითითებულ სამედიცინო სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხის მონიტორინგი. შემოწმდა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების წინა... Читать дальше...

"რევოლუციაზე" სასაუბროდ "გირჩი - მეტი თავისუფლება" სუს-თან მივიდა

Radiotavisupleba.ge 

"რევოლუციაზე" სასაუბროდ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები ბორის ყურუა და ცოტნე კობერიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ მივიდნენ. სუს-ის გავრცელებულ განცხადებას პარტიამ პერფორმანსით უპასუხა. "დანაშაულია ამ ქვეყანაში, რომ "ფეისბუკზე" დაპოსტო რევოლუციაზე და ისაუბრო. მე და ჩელემ გადავწყვიტეთ, რომ ვინც ეს აგვიკრძალა იმის წინ დავიწყოთ ამაზე საუბარი. რევოლუცია არის ერთ-ერთი ბერკეტი, როგორ შეიძლება ადამიანმა შენი უფლებები მოიპოვო - ის, რაც ბუნებით გაგაჩნია. თუ ამერიკის დამფუძნებელი მამები... Читать дальше...

ბულგარეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ბრალდებულია თავდასხმაში ლგბტ თემის ცენტრზე 

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს, მემარჯვენე ფრთის ნაციონალისტ წარმომადგენელს ბოიან რასატეს, გასული კვირის ბოლოს სოფიის ცენტრში ლგბტ თემის ცენტრზე თავდასხმის გამო, ბრალი წარუდგინეს. ბოიან რასატე დაკავებული იყო 72 საათით და მას წარუდგინეს ბრალდებები ხულიგნობაში და სხეულის დაზიანების მიყენებაში, - განაცხადა სოფიის საქალაქო პროკურატურამ 3 ნოემბერს, ბოიან რასატესთვის საპრეზიდენტო კანდიდატის იმუნიტეტის მოხსნიდან სამი დღის შემდეგ, რითაც გზა გაეხსნა მის წინააღმდეგ სასამართლო საქმის წარმოებას. ... Читать дальше...

ევროკავშირის კანონმდებელთა ჯგუფი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა, ჩინეთი ამას „შეცდომას“ უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინ-ვენი, შეხვდა ევროკავშირის კანონმდებელთა დელეგაციას, რომელიც კუნძულს სტუმრობდა ტაიპეისა და პეკინს შორის დაძაბულობის ფონზე. ევროკავშირის კანონმდებლები ტაივანში ჩავიდნენ მალე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გასულ თვეში მხარი დაუჭირა წინადადებას, 27 წევრიანმა ბლოკმა გააღრმაოს კავშირები ტაივანთან. ევროკავშირის რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ჩინეთის აგრესიის, ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევის და ჩინეთის მხრიდან ტაივანის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ჩინეთი თვლის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции: «Я здесь дома»






Прокурор Анфиногенова: в Москве стали реже грабить, воровать и совершать разбой

Чернышёв поцеловал крест на могиле Заворотнюк

Не зря Пугачева переживает: сколько стоит пожить в элитной квартире Кристины Орбакайте

Серийного маньяка, кормившего свиней своими жертвами, убили в тюрьме