Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 20.11.2021

ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ წინ აღუდგება ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ირანმა მოიპოვოს ბირთვული იარაღი და წინ აუდგება ახლო აღმოსავლეთში ირანული თვითმკვლელი დრონების „სახიფათო გამოყენების“ მცდელობას. პენტაგონის შეფმა ამის შესახებ განაცხადა 20 ნოემბერს ბაჰრეინში სამუშოა ვიზიტით ყოფნის დროს იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი აგრძელებს მუშაობას ბირთვული შეთანხმების შესახებ 2015 წელს ხელწერილი გარიგების ხელახლა ამოქმედების მიზნით. „მაგრამ, თუ ირანს არ შესწევს უნარი სერიოზულად მიხედოს ამ საქმეს... Читать дальше...

კარატისტი გოგიტა არქანია მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

Radiotavisupleba.ge 

ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ დუბაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 37 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ტიტულია. პირველად წარმატებას შვიდი წლის წინ მიაღწია. დუბაიში, ფინალის გზაზე არქანიამ მექსიკელი (8:0), მონტენეგროელი (2:0), ესპანელი (8:0), ამერიკელი (3:0) და ხორვატი (3:1) მეტოქეები დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ მოწინააღმდეგეს აჯობა (3:2).

” მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების, თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ მე შემომაქვს ასეთი კითხვა – იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად”

News.ge 

მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების, თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ მე შემომაქვს ასეთი კითხვა – იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ...

ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილს თავისუფალად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, რომელიც მასთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ, ჯანმრთელობის მრავალმხრივი პრობლემებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. „პრეზიდენტი მადლობას უხდის საავადმყოფოს, ძალიან მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს; მაგრამ... ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის და შეიძლება კოლეგები და საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ ვწყვეტდე, ასეთ პაციენტს მივცემდი მკურნალობის უფლებას... Читать дальше...

აშშ-ის პრეზიდენტმა მადლიერების ეროვნულ დღესასწაულზე ორი ინდაური შეიწყალა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლიერების ეროვნულ დღესასწაულზე ორი ინდაური, რომელიც „მადლიერების დღის“ კერძისათვის იყო განწირული. რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ინდაურები სახელად არაქისის კარაქი და კონფიტიური, ვაშინგტონში ინდიანიდან ჩაიყვანეს. დღესასწაულის შემდეგ ინდაურებს დააბრუნებენ ისევ ინდიანაში, სადაც ისინი ერთ-ერთ საშენში მშვიდად გააგრძელებენ ცხოვრებას. მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ყოველ წელს, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება. მისი წარმოშობა უკავშირდება 1621 წელს, როცა ინგლისელ ახალმოსახლეებს პლიმუტში... Читать дальше...

კონსილიუმის ექიმები სააკაშვილზე: გარკვეული პოზიტიური ძვრებია, დამშვიდება ნაადრევია

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმები, შესაბამისი მკურნალობის პირობებში, მიხეილ სააკაშვილის სრულ გამოჯანმრთელებას მოელიან. ჰემატოლოგ ნინო შარაშენიძის განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები, რაც პაციენტს აქვს, სრულიად დასაშვებია მკურნალობის ამ ეტაპზე და შესაძლებელია „კლინიკური მაჩვენებლებისა და ლაბორატორიული მდგომარეობის სრულად კორეგირება“. ჰემატოლოგი, კონსილიუმის სხვა ექიმებთან ერთად, 20 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ნინო შარაშენიძე  აცხადებს... Читать дальше...

ვენაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა COVID-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია

Radiotavisupleba.ge 

შაბათს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქცია. იგი მიმართული იყო მთავრობის იმ გეგმის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას აპირებს. „ჩემი სხეული, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი გადაწყვეტილება“, „თავისუფლება ყველასთვის, ვაქცინაციის იძულების გარეშე“, - ასეთი მოთხოვნები ჰქონდა ვენაში გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას, რომელშიც სააგენტო როიტერის თანახმად რამდენიმე ათასი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. Читать дальше...



“იმედი გვაქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდება, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ შეგვიძლია მოდუნება”

News.ge 

იმედი გვაქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა სანდრო ცისკარიძემ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ძალიან ყურადღებით უნდა მოხდეს. ცისკარიძის თქმითვე, მოდუნების და დამშვიდების ეტაპი ჯერ არ არის. „ე.წ.რეფიდინგის პროტოკოლი შეთანხმებულია, დაწერილია, ამ შემთხვევაში ნუტრიციოლოგიის სპეციალისტებმა ამაზე იმსჯელეს, მკურნალ ექიმებთან შეათანხმეს. რაც... Читать дальше...

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ფიჯისთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩი ფიჯის ნაკრებთან ჩაატარა და ფრედ ითამაშა. ესპანეთის ქალაქ არანხუესში გამართული თამაშის პირველი ტაიმი ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 9:5 მოიგო. შესვენების შემდეგ უპირატესობა შვიდ ქულამდეც გაიზარდა, მაგრამ ფიჯელებმა ანგარიში გარდასახული ლელოთი გაათანაბრეს. დღევანდელ შეხვედრამე ერთი კვირით ადრე, ბორჯღალოსნები ბორდოში დაუპირისპირდნენ საფრანგეთის ნაკრებს და დამარცხდნენ, ანგარიშით 15:41.

„ალტ-ინფოს“ პარტია მიზნებით რუსეთისკენ

Radiotavisupleba.ge 

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორთა ჯგუფის, "ალტ-ინფოს" ბაზაზე შექმნილი ახალი პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" სამოქმედო გეგმის ქვაკუთხედად რუსეთთან მოკავშირეობასა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირებას ასახელებს.

ბულგარეთის პრეზიდენტი კვლავ იმეორებს, რომ „ყირიმი რუსეთისაა“

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე შაბათს კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ყირიმის თაობაზე, რამაც პარასკევს უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. „არავითარი დრამა არ არის. საკითხი აბსოლუტურად ცხადია. ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, მაგრამ, როგორც გუშინ საღამოს ვთქვი, პოლიტიკაში არსებობს რეალობა და დღესდღეობით ყირიმი რუსეთისაა“, - განაცხადა შაბათს ქალაქ პლოვდივში ყოფნის დროს ბულგარეთის პრეზიდენტმა. ბულგარეთის მოქმედმა პრეზიდენტმა... Читать дальше...

გიორგი ჩალაძე: სააკაშვილი ენდობა და ემორჩილება ექიმებს

Radiotavisupleba.ge 

ენმ-ის წარმომადგენელი, გიორგი ჩალაძე, რომელმაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა, აცხადებს, რომ ექიმები ამ ეტაპზე „თავდადებით იკვლევენ“ ცალკეული ორგანოების დაზიანების ხარისხს და შემდეგ უკვე დაგეგმავენ თერაპიის სქემას. გიორგი ჩალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმებს ენდობა და სრულად მათი რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს. „ბატონი სააკაშვილი, როგორც გამოაცხადა, ენდობა ექიმებს, მათთან თანამშრომლობს. არ აცხადებს უარს მკურნალობაზე. მისი პირობები შესრულებულია. მიხეილ სააკაშვილი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს. Читать дальше...

აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის კაილ რიტენჰაუსი

Radiotavisupleba.ge 

სასამართლოში რიტენჰაუსი ამტკიცებდა, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, ხოლო დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი 17 წლის იყო. შარშანდელი 25 აგვისტოს მოვლენების თაობაზე სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს რიტენჰაუსი ატირდა. პროკურორი მოითხოვდა, რომ რიტენჰაუსის მოქმედება განზრახ ჩადენილ დანაშაულად ყოფილიყო მიჩნეული. სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები საქმეზე გადაწყვეტილებას თითქმის სამი დღის განმავლობაში იღებდნენ და 16 ნოემბრიდან მოყოლებული ყოველდღიურად 9:00-დან 16:00 საათამდე მართავდნენ სხდომებს. ტელეკომპანია სი-ენ-ენის ცნობით... Читать дальше...

Essay Writing – Writing a Essay by Yourself is Easy

News.ge 

As the composing essays get more difficult, it is suggested to do this under the advice of a composition writing expert. If you have already started writing your article and are finding it somewhat difficult, you need to be somewhat careful of what you write inside. Though the content of the essay is going to ...

Новости России
Москва

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями


აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 16 ნოემბერს დაღუპული სამი ჯარისკაცის ცხედარი

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა იმ სამი ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მომხდარი ბოლო სასაზღვრო ინციდენტის შედეგად, 16 ნოემბერს დაიღუპნენ. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, დაღუპულთა ცხედრების გადაცემა რუსეთის სამშვიდობო ძალების შუამავლობით, სომხეთის სიუნიქის რაიონის სოფელ იშხანასართან მოხდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულთა ვინაობას მოგვიანებით გაასაჯაროებს. სომხეთი აცხადებს, რომ მისი ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის საზღვარზე გასული კვირის ბოლოდან განახლებულ შეიარაღებულ შეტაკებაში... Читать дальше...

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალეივი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დათანხმდნენ, რომ ერთმანეთს დეკემბერში, ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, შეხვდნენ. ამის შესახებ ცნობა გამოქვეყნებულია ევროპული საბჭოს საიტზე. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, რომელთან ერთად განიხილა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ევროპული საბჭოს ცნობით... Читать дальше...

ბრძოლა საკუთარ სასამართლოზე დასწრებისთვის და საერთაშორისო მხარდაჭერა

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ნებისმიერი სხვა პატიმრის მსგავსად, საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება მიეცეს.

ჩეხეთსა და სლოვაკეთში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის ლაბორატორიებმა 19 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებული 22 936 ადამიანი აღმოაჩინეს, რაც 8700-ით მეტია, ვიდრე იყო ერთი კვირის წინ. ეს არის კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელი პანდემიის განმავლობაში. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 100 პაციენტი, რითაც განმეორდა აპრილის თვის სარეკორდო მაჩვენებელი. ჩეხეთის მეზობელ სლოვაკეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 9000-ს.... Читать дальше...

სპორტული მიმოხილვა: რაგბი, ფეხბურთი და ზამთრის ოლიმპიური თამაშები

Radiotavisupleba.ge 

საინტერესო რეზონანსი ჰქონდა საფრანგეთისა და საქართველოს რაგბისტთა ნაკრები გუნდების ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩს, რომელსაც მიმოიხილავს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი საუბრობს უახლოესი ასპარეზობების და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ; ჩვენი ბათუმელი მიმომხილველი გია ცანავა შეფასებას აძლევს ფეხბურთელთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების ამასწინანდელ მატჩებს.

ბელარუსის მხრიდან მიგრანტები კვლავ შეეცადნენ პოლონეთის საზღვრის გარღვევას

Radiotavisupleba.ge 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელ მიგრანტთა ჯგუფი 19 ნოემბერს  კვლავ შეეცადა ევროკავშირში გადასვლას პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გავლით. პოლონეთის სასაზღვრო უწყების ცნობით, მათ პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს. პოლიციის ცნობით, მიგრანტთა ყველაზე დიდი ჯგუფი ორასი ადამიანისგან შედგებოდა, დანარჩენებში ათეული ადამიანი იყო. ზოგიერთი მათგანი პეტარდებს და ცრემლსადენ გაზსაც იყენებდა, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო საზღვრის გარღვევა და პოლონეთში გადასვლა. შეხლა-შემოხლის შედეგად პოლონეთის მხრიდან არავინ დაშავებულა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Прямая трансляция матча Елены Рыбакиной против экс-первой ракетки мира на «Ролан Гаррос»






50 дней без еды. Россиянин выжил после голодовки

BIM-платформа Tangl интегрирована с SIGNAL DOCS

Хакеры атаковали одну из крупнейших партий Германии

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве