Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 15.11.2021

ბათუმში, რურუას N1ა-ში ხუთსართულიანი კორპუსის კედლის ნაწილი ჩამოინგრა

News.ge 

ბათუმში, რურუას N1ა-ში ხუთსართულიანი კორპუსის კედლის ნაწილი ჩამოინგრა. მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის თქმით, ყველა ოჯახს, რომელმაც კორპუსი დატოვა და შენობას უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევს, უსაფრთხო, ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანს. “ერთერთ კედელზე იყოს ბათქაშცვენა, შეშინებული მოსახლეობა გამოვიდა გარეთ, ვთავაზობთ უსაფრთხო ადგილას გაყვანას, სასტუმროში გავიყვანთ ქირით, შემდეგ ჩატარდება კვლევა, კორპუსის მდგომარეობა შეფასდება და დაიგეგმება, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, გადაწყდება, გამაგრებითი... Читать дальше...

ბოკუჩავას თქმით, ადმინისტრაცია მას ციხის შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გლდანში, #18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაცია მას ციხის შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. „ამ ციხის ადმინისტრაციაში არიან მწვალებლები, სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების შესაძლებლობას. ყველა ტანამშრომლის შესახებ არ ვამბობ ამას, - თქვა მან ციხის დატოვების შემდეგ და დაამატა, - პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩემი შეხვედრა დასრულდა ძალიან მალე. Читать дальше...

ბელარუსის საზღვარზე კრიზისის შესახებ მერკელი ლუკაშენკას ესაუბრა, მაკრონი - პუტინს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან, იტყობინება Reuters-ი. მოლაპარაკებები დაახლოებით 50 წუთს გრძელდებოდა. პოლიტიკოსებმა განიხილეს მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე და ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ისინი ასევე შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტებზე. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან. ეს მერკელის პირველი მოლაპარაკებებია ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. Читать дальше...

კედლის დაზიანების გამო ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეები გაჰყავთ

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში რურუას ქუჩაზე მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლიდან 72 ოჯახი დროებით საცხოვრებელში გაჰყავთ. საბჭოთა პერიოდის ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები აცხადებენ, რომ კორპუსი ავარიულია, საყრდენი კედელი დეფორმირებულია და იქ მცხოვრებლებს საფრთხე ემუქრებათ. „სახლი წლებია ავარიულია, ვითხოვდით დახმარებას. დღეს კედლის ნაწილი ჩამოიშალა. სახლის კედლები დაბზარულია და გადაწეულია. მანქანების გადაადგილებისას კი სახლი მოძრაობს. ვითხოვთ უსაფრთხო გარემოში გადაყვანას," - აცხადებენ მობინადრეები. Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ლოკდაუნი გაუქმდა

Radiotavisupleba.ge 

ხანგრძლივი ლოკდაუნის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტი, კოლეჯები და სხვა დაწესებულებები სამუშაოს გრაფიკს 15 ნოემბერს დაუბრუნდნენ. კორონავირუსის გავრცელების გამო დე ფაქტო რესპუბლიკაში ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების გამო, 19 ოქტომბრიდან ოკუპირებულ რეგიონში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. ამას, 1-7 ნოემბრამდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არასამუშაო კვირის გამოცხადებაც დაემატა, ამის შემდეგ სასწავლო... Читать дальше...



16 ნოემბერს აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა 16 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დრო და ფორმა. მელიას განცხადებით, 16 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია თბილისში: აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. პოლიტიკოსმა 14:00 საათზე შეკრების სამი ადგილი დაასახელა: პირველი რესპუბლიკის მოედანო; აღმაშენებლის ხეივანი, ცესკო-ს შენობასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი. „ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ამ რეჟიმის ჩამონგრევა... Читать дальше...

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებული PCR-ტესტის პასუხი საზოგადოებას გააცნო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.  „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. Читать дальше...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

News.ge 

15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.56 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1550 ლარს შეადგენს. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.87 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6131 ლარი გახდა. 1.52 -თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.2334 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 ნოემბრიდან შევა ძალაში.

ელის თუ არა უკრაინას 2014 წლის კონფლიქტის განმეორება?

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის დაზვერვა, „მაღალი ალბათობით“, უკვე ამ ზამთარშივე შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის მხრიდან „უკრაინის ისეთ დესტაბილიზაციას“, რომელიც მან 2014 წელს გამოსცადა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოგა ონიანმა კლინიკა „გორმედი" დატოვა

Radiotavisupleba.ge 

გოგა ონიანი, რომელიც  ორი დღის წინ, „გორმედის“ კლინიკაში გულის შეტევის ნიშნებით, მას შემდეგ შეიყვანეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, კლინიკიდან გამოწერეს. იმის გამო, რომ თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ იყო, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პოლიციამ გორში გადაიყვანა, ის იზოლატორში შეყვანისთანავე შეუძლოდ გახდა. ონიანი ამბობს, რომ მას ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს და განიცადა ის უსამართლო გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ მიიღო, სწორედ, ეს გახდა მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით 16 ნოემბერს, თბილისში ავტოკოლონებით აქცია – მსვლელობა გაიმართება

News.ge 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით 16 ნოემბერს, თბილისში ავტოკოლონებით აქცია – მსვლელობა გაიმართება. როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიგინგზე განაცხადა, შეირჩა სამი ლოკაცია, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბებიან. „გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია. აქცია- მსვლელობა ავტოკოლონებით გაიმართება და შეკრების სამი ადგილი იქნება. 14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღამშენებლის ხეივანზე – ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან – კახეთის გზატკეცილზე“... Читать дальше...

ვინ არიან "კრიმინალების მფარველები" და ვისთან აღარ ითანამშრომლებს "ოცნება"

Radiotavisupleba.ge 

გამწვავებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაჩნდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ აღარ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც აკრიტიკებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საქართველოს სასამართლო სისტემის სანდოობას.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი იმყოფება მულტიფუნქციურ კლინიკაში

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „რა სამედიცინო საჭიროება არსებობს, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში? - კითხულობს მდინარაძე და განაგრძობს, - დღეს გვესმოდა განცხადებები, „გადაიყვანეთ საავადმყოფოში“. საავადმყოფოშია. გვესმის მოწოდებები, რომ „გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში“... Читать дальше...

Новости России
Москва

Помощь российских армян СВО. Поддержка тыла важна для передовой


ახალი რკინის ფარდა

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია განვჭვრიტოთ, თუ რა მოხდება ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე კრიზისში, სავარაუდოდ, ეს მოვლენები კიდევ უფრო დააჩქარებს ევროპაში კედლების მშენებლობისა და ღობეების გავლების პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია. ჩვენ შეიძლება მალე ვიხილოთ ახალი „რკინის ფარდის“ ჩამოშვება, რომელიც კიდევ ერთხელ გაყოფს კონტინენტს. და მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ არის გადაჭიმული „ბალტიის შტეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე“, როგორც ეს უინსტონ ჩერჩილმა თქვა 1946 წელს, თავის ლეგენდარულ გამოსვლაში... Читать дальше...

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დონბასის მოსახლეობისთვის "ჰუმანიტარულ დახმარებაზე"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „ჰუმანიტარული დახმარების“ შესახებ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისთვის“. ბრძანებულება 15 ნოემბერს გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე. როგორც ტასი იტყობინება დოკუმენტის ტექსტზე დაყრდნობით, დახმარების აღმოჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით“. Читать дальше...

სააკაშვილის საქმის პროკურორმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

Radiotavisupleba.ge 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურორმა, გიორგი მუჯირმა, დღეს, სასამართლო სხდომის შემდეგ ამ საქმეზე საუბრისას თქვა, რომ “114 000 ლარი იქნა გადახდილი ინსბრუკში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში.” პროკურატურისავე საიტზეგამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ამ საქმეს შეეხება, ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში გადახდილ თანხად 26 388 ლარია დასახელებული. პროკურორის მიერ დასახელებული თანხა არც "კოსმეტიკური პროცედურების" იმ ჯამურ თანხას ემთხვევა... Читать дальше...

ედუარდ სააკაშვილი: მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორის ვიყავი და ახლაც მოგმართავთ როგორც შვილი (ვიდეო)

News.ge 

ექსპრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას სთხოვს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. ის იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილის სიკვდილი არავის უნდა და არ აწყობს. “მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორის ვიყავი და ახლაც მოგმართავთ როგორც შვილი. შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს და მოექცეოდნენ ღირსეულად ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема






Делегация Псковской области отправилась на всероссийский фестиваль студвесны среди СПО в Ставрополь

Подростки пострадали в ДТП в Боровском районе

Воронежская штангистка стала второй на первенстве России

Врач объяснил, кому противопоказан бег