Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 18.11.2021

გიორგი პაპიაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: ეს შეფასება არის ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი

News.ge 

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო მუშაკთა კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. დღეს, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“ და შესაძლო შედეგების გამო, რაც ამ „ფეიკის“ განხორციელებამ შეიძლება, გამოიწვიოს, შესაძლებელია, დადგეს ომბუდსმენისა და ექიმების პასუხისმგებლობაც. „ეს შეფასება არის ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და პირდაპირ აღიქმება როგორც ...

იან კელი: ბოლოს და ბოლოს გადაიყვანეთ ის წყეულ სამოქალაქო კლინიკაში

News.ge 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “ბოლოს და ბოლოს გადაიყვანეთ ის წყეულ სამოქალაქო კლინიკაში. სააკაშვილმა თქვა, რომ ის შეწყვეტს შიმშილობას, თუკი გადაიყვანთ. გაავლეთ ღობე პერიმეტრზე, თუკი არეულობაზე ღელავთ. უბრალოდ მოიქეცით პასუხისმგებლიანად და გააკეთეთ ეს”, – წერს იან კელი “ტვიტერში”.

Amnesty International-ი: მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ

News.ge 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია. როგორც „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა. “მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები... Читать дальше...

საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. - ამის შესახებ 19 ნოემბერს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. მიმდინარე წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გელა გოჭოშვილი. რომელსაც ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. აგვისტოში გოჭოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია, ქართულ მხარეს ერთთვიანი დაგვიანებით მიაწოდეს. Читать дальше...

რუმინეთში 4 ადამიანი დაიღუპა საბრძოლო მასალების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი, დაიღუპა და კიდევ ოთხი დაიჭრა რუმინეთის სამხრეთში ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვების დამამზადებელ საბრძოლო მასალების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ჯანმრთელობის განყოფილების წარმომადგენლების ცნობით, ნაღმი იმ დროს აფეთქდა, როდესაც ქარხნის რამდენიმე თანამშრომელი მის გაუვნებელყოფას ცდილობდა. ოთხი დაჭრილის მდგომარეობას ექიმები სტაბილურის უწოდებენ. ინციდენტის გამო დაწყებულია გამოძიება. ბაბენეში მდებარე Energotech Group-ის ქარხნის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია... Читать дальше...

ამნესტი ინტერნეიშენალი: დაუშვებელია თავდასხმა საქართველოს სახალხო დამცველზე

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშენალი „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. „დაუშვებელია თავდასხმა საქართველოს სახალხო დამცველზე, რომელიც უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და შეასრულოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", - წერს ორგანიზაცია.   მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო... Читать дальше...

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სააკაშვილი კონტაქტურია, მაგრამ ძალიან სუსტად გრძნობს თავს

Radiotavisupleba.ge 

მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში  მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისი თანაგუნდელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ გადარჩეს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე. დეკანოიძის თქმით, ის სააკაშვილს მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ელაპარაკა ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ ბლოკში.  "მითხრა, რომ პირველად ცხოვრებაში დაკარგა გონება და რაც მითხრა ექიმმა, ეს გონების დაკარგვა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს. მეორედ თუ კოლაფსში კიდე ჩავარდა, დაემართება ინსულტი.  ძალიან მძიმე სურათია. Читать дальше...



პაატა შევარდნაძე: ყველა პატიმრის უფლებას სახელმწიფო უნდა იცავდეს, განსაკუთრებით კი თუ ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი იყო

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილის, პაატა შევარდნაძის განცხადებით, ყველა პატიმრის უფლებას სახელმწიფო უნდა იცავდეს, განსაკუთრებით კი თუ ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი იყო. აღნიშნულის შესახებ შევარდნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „ნებისმიერი ადამიანის უფლებას, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ოდესღაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ, სახელმწიფო უნდა იცავდეს, ეს პრინციპი არავის ...

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი: ჯანდაცვის მინისტრი ცდილობს მდგომარეობის მოგვარებას

News.ge 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლის თენგიზ წულაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვედრისას, მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე განუცხადა. „დღევანდელი მდგომარეობა მე ვფიქრობ აჩვენებს, რომ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ტიკარაძეს, რაც გუშინ ვიცოდი, მაგრამ ეს მისთვის ცნობილი იყო. Читать дальше...

თურქეთის პრეზიდენტს აჩუქეს „თურქული სამყაროს“ რუკა, რომელშიც რუსეთის რამდენიმე რეგიონიც მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერმა, დევლეთ ბახჩელიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს საჩუქარდ გადასცა „თურქული სამყაროს“ რუკა, რომელზეც დატანილი აღმოჩნდა რუსეთის დაახლოებით 20 რეგიონი და ჩინეთის ნაწილი. რუკის მიხედვით, თურქულ სამყაროში მოხვდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე, ასევე კრასნოდარის მხარე, როსტოვის ოლქის ნაწილი, ვოლგისპირეთის, აღმოსავლეთ ციმბირისა და იაკუტიის ტერიტორიები. Читать дальше...

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს

News.ge 

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. „ჩვენი გზავნილი #გადაიყვანეთ მიემართება „ქართულ ოცნებას“. მათ შეუძლიათ, მიიღონ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის ბედი. ამ ორი რაღაცით ქართული თვეზე მეტია, თამაშობს, მანიპულირებს და ვხედავთ, რომ ყველა კარი დასავლელ პარტნიორებთან ამის გამო ჩაგვეკეტება. ერთადერთი, რაც ...

რეანიმატოლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია და რეანიმაციაში რჩება

Radiotavisupleba.ge 

რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა, რომელიც გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება, რამდენიმე წუთით დატოვა ციხის ტერიტორია და მედიას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო. „რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. კონტაქტურია. ცნობიერება აქვს ადეკვატური. არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მონაცემები, ვენტილაციური პარამეტრები, ეს ყველაფერი არის გამოსწორებული“, - თქვა ექიმმა. მდგომარეობის დამძიმების მიზეზების შესახებ ექიმმა თქვა, რომ შიმშილობა იწვევს უამრავ ცვლილებას ორგანიზმში. Читать дальше...

ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია არის ისეთი, როგორც ნებისმიერი ექიმის - გიორგი გრიგოლია სამინისტროში შეხვედრაზე

Radiotavisupleba.ge 

"ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში" - თქვა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. ის ერთ-ერთია იმ ჯგუფის ექიმებს შორის, რომელიც ომბუდსმენის ინიციატივით... Читать дальше...

რუსეთში ახალ რეკორდს მიაღწია კორონავირუსისგან ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობამ

Radiotavisupleba.ge 

ოპერატიული შტაბის თანახმად, 18 ნოემბრის დილით რუსეთში კორონავირუსის ინფექციის შედეგად გარდაიცვალა 1251 ადამიანი, რაც პანდემიის განმავლობაში დღიური გარდაცვალების მორიგ მაქსიმუმს წარმოადგენს. წინა დღით ინფექციამ 1247 ადამიანი იმსხვერპლა. ოფიციალური ცნობით, ნოემბრის თვეში გარდაცვლილთა ანტირეკორდი 7-ჯერ განახლდა, ასევე მატულობს COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მთელ რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 37 374 ადამიანი. პანდემიის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ით დაავადდა 9 მილიონზე მეტი ადამიანი. Читать дальше...

ნიკა მელიას განცხადებით, 19 ნოემბერს აქცია გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მოქმედების გეგმა შეცვალეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტნიორ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი თქმით, აქცია გაიმარტება 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, „ოპოზიცია აუქმებს 19 ნოემბრისთვის სამ ადგილზე დაგეგმილ მანიფესტაცია-მსვლელობას, -... Читать дальше...

ნიკა მელია: 19 ნოემბერს აქცია ჩატარდება რესპუბლიკის მოედანზე

News.ge 

ნიკა მელიას ცნობით, 19 ნოემბერს დაგეგმილი სამი აქცია გაუქმდა და მათ ნაცვლად ერთი აქცია ჩატარდება რესპუბლიკის მოედანზე. “ხელისუფლება უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე, არც მეტი და არც ნაკლები დატყვევებული ადამიანი მოკლას, მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ბიძინა ივანიშვილმა. ის არც ციხეა და არც საავადმყოფო, არის რაღაც შენობა, სადაც დატყვევებულია ადამიანი. ...

ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნების ქმედებები შავ ზღვაში …

News.ge 

დასავლეთის ქვეყნების ქმედებები შავ ზღვაში საზღვრებს სცდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,რაც შეეხება შავ ზღვას, ეს უკანასკნელი გარკვეულ საზღვრებს სცილდება: სტრატეგიული ბომბდამშენები ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით დაფრინავენ. ისინი, როგორც ცნობილია, სერიოზულ იარაღს ატარებენ “, – განაცხადა პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ შეხვედრაზე. პრეზიდენტმა ხაზგასმით ...

ნიკა გვარამია: სააკაშვილი ახლა კარგად არის, იყოჩაღეს ექიმებმა

Radiotavisupleba.ge 

"სააკაშვილი ახლა კარგად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და თვალს ვადევნებდი. იყოჩაღეს ექიმებმა, პირველ რიგში უნდა ვახსენო, გაგიკვირდებათ და ქალბატონი დემურიშვილი [თამთა დემურიშვილი, პენიტენციური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი]. ამ ექიმებსაც რატომ ზაფრავენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ, ექიმებს ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან. ის იმყოფებოდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან... Читать дальше...

Новости России
Москва

Армянские ковры Арцаха (Карабаха) с уникальным орнаментом представлены как «генетический код» Азербайджана - сайт monumentwatch


ლუკაშენკა ევროკავშირს 2 000 მიგრანტის მიღებას სთავაზობს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ლიდერის პრესმდივანი, ნატალია ეისმონტი აცხადებს, რომ ბელარუსში დღეისათვის ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული დაახლოებით 7 000 მიგრანტი იმყოფება. ეისმონტის თქმით, ბელარუსი მზადაა, რომ სამშობლოში გააბრუნოს 5 000 ადამიანი, დანარჩენი 2000 მიგრანტი კი ევროკავშირმა უნდა მიიღოს. სწორედ ასეთი სქემა შესთავაზა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ლუკაშენკამ ამასწინანდელ სატელეფონო საუბარში. ვინაიდან მიგრანტები გერმანიაში წასვლას ესწრაფვიან, ლუკაშენკა გამოვიდა წინადადებით, რომ მათთვის შეიქმნას „ჰუმანიტარული დერეფანი“ პოლონეთის გავლით. Читать дальше...

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის "აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში"

Radiotavisupleba.ge 

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფმა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან ილაპარაკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ექიმი ამბობს, რომ სააკაშვილი შეუძლოდ იმ დროს გახდა, როდესაც ის ციხეში პაციენტის სანახავად იყო მისული.   „პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი. დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი. ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. Читать дальше...

გლდანის მე-18 დაწესებულებასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი, მობილიზებულია პოლიცია

News.ge 

გლდანის მე-18 დაწესებულებასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზებაა, ადგილზე იმყოფებიან როგორც კრიმინალური, ასევე საპატრულო პოლიციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. ისინი დაწესებულებასთან მყოფ მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

არ ხდება პაციენტ სააკაშვილის საჭიროებების სწორი შეფასება - ინტერვიუ ექიმ თენგიზ წულაძესთან

Radiotavisupleba.ge 

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ადეკვატურად არ ფასდება პატიმარი პაციენტის საჭიროებები; არ ხდება მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, სწრაფი რეაგირება და მოშიმშილე პაციენტს არ ეძლევა აუცილებელი რჩევები - ასეთია ექიმი ნევროლოგის, კლინიკა „კურაციოს“ კლინიკური დირექტორის, თენგიზ წულაძის დაკვირვება.

ომბუდსმენის წარმომადგენელი შევა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები აპირებენ შევიდნენ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. განცხადებას წინ უსწრებდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის დასრულებისას გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ფაქტს ადასტურებს პენიტენციური სისტემის ექიმიც, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა მედიასთან და თქვა, რომ "აბსოლუტურად სტაბილურია პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა". Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки






Главгосэкпертиза утвердила проект экопромпарка в Верх-Тулинском сельсовете

Более 12,4 тысячи волонтеров работают на выставке «Россия» в Москве.

Ростелеком захотел стать единым оператором российских электрозарядных станций

«Опасные воды», «Бар МоскваЧики», «Игра королевы»: что посмотреть в кинотеатрах