Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 28.11.2021

არჩევნების წინასწარი მონაცემებით ყირგიზეთის პარლამენტში ექვსი პარტია მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა 28 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ექვსი პარტია მოხვდა. ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა მთავრობის მომხრე სამმა პარტიამ, კიდევ სამმა პარტიამ ხუთპროცენტიანი ბარიერი ნაკლები ხმებით გადალახა. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 15 პირი დააკავა კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ყირგიზეთში ქუჩებში... Читать дальше...

გიორგი ჩალაძე: „სააკაშვილს კლავენ ელექტრო-მაგნიტური ტალღებით“

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ჩალაძე ამტკიცებს, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას სპეცსამსახურის ავტომობილი, რომელზეც განთავსებულია ელექტრომაგნიტური გამოსხივების მძლავრი წყარო, რაც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის პატმირობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. „ეს არის ე.წ. სისტემა „купол“ ანუ „გუმბათი“, რომლის გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსში სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებას და ფსიქოლოგიურ აშლილობას. Читать дальше...

„რუსთავის სამშობიარო სახლი“ ერთი წლის განმავლობაში ხელფასს მხოლოდ ორ თანამშრომელს ურიცხავდა

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის ივნისიდან, ერთი წლის განმავლობაში, შპს „რუსთავის სამშობიარო სახლში“, სადაც 129 თანამშრომელია დასაქმებული, ხელფასი მხოლოდ ორ მათგანს ერიცხებოდა.

ყირგიზეთში დაიხურა საარჩევნო უბნები

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთში დაიხურა საარჩევნო უბნები 28 ნოემბრის საპარლამენტო კენჭისყრაზე. უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე საარჩევნო კომისია აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის დაახლოებით 28 პროცენტს. ანალიტიკოსები არჩევნების წინ გამოთქვამდნენ ვარაუდს ამომრჩევლის აპათიის შესახებ, რადგან ეს, ერთ წელზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში, ყირგიზეთისთვის მეოთხე არჩევნები იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 15 პირი დააკავა კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით. Читать дальше...

4 ადამიანი დაიღუპა კაზრეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში

Radiotavisupleba.ge 

მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ერთი ოჯახის ოთხი წევრი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. დაიღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. გარდაცვლილები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოდან არიან. შს სამინისტროდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ავარიის მიზეზებს საპატრულო პოლიცია იკვლევს.

ამსტერდამში სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ 13 მგზავრს კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, "ომიკრონი", აღმოაჩნდა 13 პირს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ამსტერდამში ორი სხვადასხვა რეისით ჩავიდნენ. ეს 13 პირი იმ 61 მგზავრს შორისაა, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ. ჰოლანდიაში ამკაცრებენ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის წესებს, ინფიცირების შემთხვევების ზრდის და ახალი შტამის შესახებ შეშფოთების ფონზე. შემოღებული ზომები მოიცავს რესტორნების და კულტურული ობიექტების ადრე დახურვას და სახლებში შეკრებილი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას. "ომიკრონის"... Читать дальше...

37-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა პატიმარმა ბექა ცერცვაძემ

Radiotavisupleba.ge 

„გლდანის ციხის პატიმარმა, 30 წლის ბექა ცერცვაძემ, რომელიც 26 ოქტომბრიდან 37 დღის განმავლობაში შიმშილობდა პროტესტის ნიშნად და მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, შიმშილობა შეწყვიტა“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა უთხრა: „37-ე დღეს, მას შემდეგ, რაც გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, რაც უკიდურესად გაუარესდა ბექას მდგომარეობა და, რაც მამამისმა 24 ნოემბერს ციხის წინ თავის დაწვა სცადა, პროკურატურა  წამოვიდა დათმობაზე და მოგცვა პირობა, რომ  9 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე... Читать дальше...

მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა რუსეთში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

სოჭში, ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) გრან პრის მეექვსე ეტაპი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. მორის ყვითელაშვილმა კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა - ორი პროგრამის ჯამში 266,33 ქულა მოაგროვა და ამ რანგის შეჯიბრების ჩემპიონი პირველად გახდა. 26 წლის ქართველმა მოციგურავემ უძლიერეს კონკურენტებს აჯობა. უახლოეს მდევარს - რუსეთის ნაკრების ლიდერ მიხაილ კოლიადას კი ორი ქულით გაუსწრო. „იქნებ სჯობდა, არ გაგვეშვა ეს ნიჭიერი სპორტსმენი", - დაწერა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ championat.com-მა მორის ყვითელაშვილზე... Читать дальше...



ტურიზმის  ადმინისტრაცია: ყველაფერი „მწვანე პასპორტის“ შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა „მწვანე პასპორტის“ შესახებ  ხშირად დასმული კითხვების პასუხები და საოპერაციო ინსტრუქცია. საქმე ის არის, რომ 2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოში მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები /... Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: „არ ვიცით, რამდენად უფრო აგრესიულია ახალი შტამი”

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე აფრიკული ქვეყნიდან შემოსულ პირებს ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში მგზავრობის ისტორია ჰქონდათ, საქართველოში შემოსვლისთვის სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. გამყრელიძის თქმით, საქართველოში შემოსვლისთვის ასევე აუცილებელი იქნება, პისიარტესტი იყოს ნეგატიური. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რასაც აქვეყნებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი... Читать дальше...

ფიფას პრეზიდენტი ილია კოკაიაზე: „ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე...“

Radiotavisupleba.ge 

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელის, ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, ჯანი ინფანტინო სამძიმარს უცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ილია კოკაიას ოჯახს და საუბრობს იმ დანაკლისზე, რომელიც ფეხბურთის სამყარომ განიცადა ილია კოკაიას ტრაგიკული გარდაცვალებით:   „ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი... Читать дальше...

მართვის სუნთქვაზე რჩება მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი

Radiotavisupleba.ge 

65 წლის ვიტალი ტურძელაძეს, რომელიც 27 ნოემბერს ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყვა, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ. „პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაჟეჟილობით  და ორივე ქვედა კიდურზე  ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით. ამჟამად პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე“, - განაცხადა 28 ნოემბერს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა, დავით ჯანაშიამ. ტყიბულში... Читать дальше...

COVID-19: საქართველოში 3 333 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 56 პაციენტი

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 333 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  838 639-ს. 27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.94%. Stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 927 პირი ემსხვერპლა. Читать дальше...

სოხუმში დააკავეს მკვლელობისთვის ძებნილი

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში, სახაროვის ქუჩაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს მიმდინარე წლის 20 ივლისიდან ძებნილი გარი ავიძბა. როგორც ადრე თვითაღიარებული რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური იტყობინებოდა, 17 ივლისს, დაახლოებით 20.00 საათზე, რუსლან გუდალია, იგორ გუდალია, გარი ავიძბა და ასლან ზუხბა, ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით შეიარაღებულები, Nissan Skyline მარკის ავტომანქანით... Читать дальше...

საქართველოში დღეიდან  ამოქმედდა „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები

Radiotavisupleba.ge 

28 ნოემბერიდან, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვრის კვეთისას რეგულაციები დაუწესდა 8 ქვეყნის მოქალაქეებს. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში. აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა ბოცვანა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros






Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

3 болельщика в футболках с надписью «Mellstroy» выбежали на поле в финале Лиги чемпионов на 30-й секунде. Стример обещал за это 30 млн рублей

1 июня – это и День защиты детей и первый день лета

В Подмосковье пьяный вор уснул на месте преступления