Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 10.11.2021

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის ადვოკატების განმარტება  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ილაპარაკა ევროსასამართლოდან მიღებული წერილის შესახებ, რომელიც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებას ეხება. გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის  საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი და ადვოკატებს მიეცათ გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. „რაც მთავარია, ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, თუმცა იქვე დაამატა... Читать дальше...

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ბრალეულობას განიხილავენ "7 ნოემბრის საქმეში"

Radiotavisupleba.ge 

1 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის  პატიმრობის 40 დღის შემდეგ მისი პირველი სასამართლო სხდომა დღეს, 10 ნოემბერს გაიმართა, რომელსაც თავად არ დასწრებია. საქალაქო სასამართლოში 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს მის ბრალეულობას „7 ნოემბრის საქმეში”.

საპატრიარქო: სამწუხაროდ, ამა წლის 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია

News.ge 

საქართველოს საპატრიარქო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ციხეში მონახულებისა და მის მიერ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, მღვდელმთავრის კომენტარებმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა და იმედოვნებს... Читать дальше...

საპატრიარქოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რაციონი არასამარხვოა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ორჯერ მოინახულა. საპატრიარქოს შეფასებით, ორივე შემთხვევაში მიტროპოლიტისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. „თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ... Читать дальше...

უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილის მიმართ დაირღვია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენცია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენცია, როცა არ მისცა მას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება. „საქართველოს სასამართლო სისტემის ასეთი მოქმედებები არღვევს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვა“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დენისოვამ ფეისბუკში გამოაქვეყნა. Читать дальше...

როგორ ითქვა უარი სიკვდილით დასჯაზე

Radiotavisupleba.ge 

1997 წლის ნოემბერში, როცა საქართველო აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 160 წლისთავს, პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: 11 ნოემბერს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას, სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ. 1996 წლიდან, ფაქტობრივად, ისედაც შეჩერებული იყო  სასიკვდილო განაჩენის აღსრულება, კანონის მიღებამდე ოთხი თვით ადრე კი, 1997 წლის 25 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ყველა, 54-ვე სიკვდილმისჯილი, რომლებიც განაჩენის „სისრულეში მოყვანას“... Читать дальше...

დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად იმყოფება დაკავებული 20 ადამიანი, ვიცით მხოლოდ 26 -ის ადგილსამყოფელი

News.ge 

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ წევრები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად არიან ეს ადამიანები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აქციებზე დაკავებული 46 პირიდან 20-ის ადგილმდებარეობა უცნობია. „დღეს ჩვენს მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძოდ, პოლიციამ ...

მიხეილ სააკაშვილს აქვს დაზიანებები – მედიკამენტებს არ იღებს, მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია

News.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტს დაზიანებები აღენიშნება. როგოც ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო საავადმყოფოში, სხვა შემთხვევაში, ექიმის შეფასებით, შესაძლოა ფატალური შედეგი მივიღოთ. „ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. Читать дальше...



პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაზიანებები

Radiotavisupleba.ge 

გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულება დატოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი მონახულების შემდეგ, ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები.  „ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. ასე რომ, სხვებიც მალე გამოვლენ. გარეგანი დათვალიერება უტარდება. აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით", - თქვა ყიფშიძემ. Читать дальше...

„მერე შეიქმნება სააკაშვილის ხსოვნის საზოგადოება“ - რა ახარებთ მოსკოვში, რა აწუხებთ სხვაგან

Radiotavisupleba.ge 

მოშიმშილე პატიმართან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები რუსეთში დიდ ინტერესს იწვევს და ეს კრემლის მედიის საგანგებო ძალისხმევასაც ეტყობა. ის, თუ როგორ ეპყრობა უკრაინის მოქალაქე, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიცაა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ოჯახის წევრები ეძებენ 10 ნოემბერს აქციებზე დაკავებულებს

Radiotavisupleba.ge 

10 ნოემბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიას" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას აქვეყნებს სახალხო დამცველის აპარატი.  როგორც ომბუდსმენი მიუთითებს, შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული წესით, 46 პირი დააკავეს. სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში მოინახულა 23 დაკავებული პირი. განცხადების თანახმად,  სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს... Читать дальше...

აშშ-ში მცხოვრები რუსი ანალიტიკოსი, რომელიც რუსეთსა და ტრამპს შორის კავშირს იკვლევდა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში მცხოვრები რუსი ანალიტიკოსი, რომელიც ინფორმაციას აგროვებდა ე.წ. „სტილის დოსიესთვის“, - კვლევისთვის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირის თაობაზე, - განაცხადა, რომ უდანაშაულოა ბრალდებაში, რომ თავისი კვლევის წარმოშობის თაობაზე ტყუილი უთხრა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებს. იგორ დანჩენკომ ეს განცხადება 10 ნოემბერს გააკეთა, თითქმის ერთი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ის დიდმა ჟიურიმ მას ბრალი წარუდგინა. დანჩენკო 100 ათასი დოლარი გირაოთი გაათავისუფლეს. მანამდე მას პასპორტის ჩაბარება უბრძანეს. Читать дальше...

რას ესწრაფვის ლუკაშენკა - და რა შეუძლია იღონოს ევროკავშირმა მის საპასუხოდ?

Radiotavisupleba.ge 

რა შესაძლებლობები აქვთ ევროპის კავშირს და მის წევრებს, როგორ მოაგვარონ მიგრანტთა კრიზისი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე: მიმართონ საერთაშორისო სასამართლოებს? დამატებით სანქციები დაუწესონ მინსკს? თუ მესამე ქვეყნებიდან მიგრანტთა მზარდი ტალღა გააკონტროლონ?     რომელ საერთაშორისო კანონს არღვევეს მინსკი, თუ, როგორც ფიქრობენ და ვარაუდობენ, ლუკაშენკასა და მისი უშიშროების სამსახურების ორგანიზებულია პოლონეთთან საზღვარზე მიგრანტების მოზღვავება?   თუ ეს ადამიანების ტრეფიკინგია, ცხადია,  საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. Читать дальше...

კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში მის მიმდებარედ აქციები არ გაიმართება - ენმ-ის განცხადება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხზე განცხადება გაავრცელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".  პარტია და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. განცხადების თანახმად, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში... Читать дальше...

„გორმედის" ცნობით, მის ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ყველა საწოლი დაკავებულია

Radiotavisupleba.ge 

„გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორის ანდრია მიზანდარის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ყველა საწოლი დაკავებულია და ახალი პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებულთა გაწერის ხარჯზე. მისი თქმით, სტაციონარში მყოფ პაციენტებში მძიმე შემთხვევების 90% არავაქცინირებულ პირებზე მოდის. „ზუსტად 1 წელი შესრულდა, რაც „გორმედის“ ქსელის 3 კლინიკა ჩართულია კოვიდინფიცირებული პაციენტების სტაციონარულ მართვაში. სამედიცინო ქსელმა გამოძებნა რესურსები და კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად გორში... Читать дальше...

დაბრუნება თუ სათანადო მოპყრობა - რის მიღწევა სურს კიევს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით?

Radiotavisupleba.ge 

8 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას მიმართა ოფიციალური შეტყობინებით, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში დატოვება ქმნის დამატებით საფრთხეებს და დაძაბულობას, რისი თავიდან არიდებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით მოქმედების შემთხვევაში. მანამდე, უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადის დეპუტატთა ჯგუფმა შეიმუშავა ერთობლივი მიმართვის ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე... Читать дальше...

ეკატერინე ქარდავა: არავინ წავიდეს ქვეყნიდან და დარჩეს იქ, სადაც, ჩვენ, რიგითი ხალხი ვართ

News.ge 

“სასწრაფოდ მისაღებია კანონი რომ პოლიტიკოსებს და პარტიულ ლიდერებს (ხელისუფლების, ოპოზიციის) და მათი ოჯახის წევრებს (მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს) ეკრძალებათ საქართველოს საზღვრების გადაკვეთა და ქვეყნის დატოვება დაძაბულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების ან სხვა მძიმე შედეგების მატარებელი ვითარების დროს!!! არავინ წავიდეს ქვეყნიდან და დარჩეს იქ, სადაც, ჩვენ, რიგითი ხალხი ვართ (რომლებსაც, რამე უბედურება რომ დადგეს, წასასვლელიც არსად გვაქვს). ერთად ...

ოკუპირებულ რეგიონში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

Radiotavisupleba.ge 

მოსახლეობამ ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვა ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქსუისში. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. დე ფაქტო სამინისტროს განმარტებით, აღმოჩენილია ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და F-1 ტიპის ხელყუმბარები. „ყუმბარების და ნაღმების გვერდით იყო 5,45 და 7,62 კალიბრის ვაზნები. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რესპუბლიკის კგბ-ს თანამშრომლები სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე ... Читать дальше...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

News.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია. „პირველი ოქტომბრიდან მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით მას შემდეგ... Читать дальше...

Новости России
Москва

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


ვოლსკი: კუბილიუსი აკეთებს როყიო განცხადებას

News.ge 

ჯერჯერობით სააკაშვილისთვის საფრთხის შემცველი არის მხოლოდ მისი მოქმედება, გინდა იმ მაცივარში ჯდომიდან გამომდინარე და გინდა შიმშილობიდან, დიეტიდან თუ მარხვიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სწორედ შიმშილობის შედეგად გართულებები არის ის რესურსი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყურადღების მისაქცევად აქვს. “ხელისუფლება, მე, თქვენ, ...

გიული ალასანია ვიდეომიმართვას ავრცელებს: თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს

News.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ვიდეომიმართვას ავრცელებს და სრულიად საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თქოვნით მიმართავს. “უმძიმესი მდგომარეობა მაქვს. ჩემს თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. უკვე 40 დღეზე მეტია ის შიმშილობს, დაუმძიმდა მდგომარეობა, დაეწყო ტკივილები. კატეგორიულად არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ ...

თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა დააზიანა სახურავები, წაქცეულია ხეები

Radiotavisupleba.ge 

დედაქალაქში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების შესახებ იუწყება თბილისის მერია. „ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. როგორც მერია აღნიშნავს, თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ. მისი ინფორმაციით, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ყველაზე სწფრაფი ზრდა აღინიშნა უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში სამომხმარებლო ფასები შარშან ოქტომბრის შემდეგ 8,6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფი ზრდაა უკანასკნელი 11 წლის განმავლბაში. ამის შესახებ აშშ-ის შრომის სამინისტრომ გამოაცხადა. ამგვარად, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია 1990 წლის შემდეგ. 1990 წლის ნოემბრის მონაცემებით, ინფლაცია 6,3% იყო. აშშ-ში სურსათის ფასები ოქტომბერში თითქმის 1%-ით გაიზარდა, ენერგომატარებლებისა - თითქმის 6%-ით. წლიური გაანგარიშებით, სურსათის ფასები თითქმის 5%-ით გაიზარდა, ენერგომატარებლებისა კი - თითქმის 50%-ით. Читать дальше...

ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 10 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვდება თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავრობა ცდილობს, მხარდაჭერა გამოუხატოს უკრაინას, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიას განიცდის, ასევე ზეწოლა განახორციელოს მის ხელმძღვანელობაზე, რომ პროდასავლური რეფორმები გაატარონ. კულებასთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან ბლინკენის მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სექტემბერში მიღწეული შეთანხმება, რომ განაახლონ... Читать дальше...

ძალაში რჩება მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა

Radiotavisupleba.ge 

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. „ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, „საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ეს შეზღუდვა ძალაშია და ის სასამართლოს არ გაუუქმებია“... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»






Архитекторы придумали, как привести Екатеринбург в порядок

В Москве прошёл концерт «Пикника», перенесённый из-за теракта в «Крокусе»

Жителям Подмосковья напомнили о недопустимости разведения огня в лесу

В Приморье пенсионерка отдала полмиллиона телефонным мошенникам