Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 08.11.2021

ბელარუსიდან მომავალი ათასობით მიგრანტი კრიზისს უქადის პოლონეთს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წევრები პოლონეთი და ლიეტუვა აცხადებენ, რომ ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებენ, ვინაიდან, ვარშავის თანახმად, ბელარუსში ათასობით მიგრანტი მიადგა პოლონეთის საზღვარს. როგორც 8 ნოემბერს სოცმედიაში გავრცელებული ვიდეომასალა მეტყველებს, ასობით მიგრანტი მიემართებოდა საზღვრისკენ, რამაც საზღვრის მასობრივი დარღვევის შიში წარმოშვა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან წამოსული ათასობით მიგრანტი შეეცადა არალეგალურად გადაეკვეთა ევროკავშირის ამ ორი წევრი ქვეყნის საზღვრები ბელარუსის მხრიდან. Читать дальше...

ნიკა სიმონიშვილი: სააკაშვილი მოტყუებით წაიყვანეს და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ

News.ge 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს. როგორც სიმონიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა. „სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია... Читать дальше...

ნინო ლომჯარია: სააკაშვილმა იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში

News.ge 

ლდანის N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოინახულა. ომბუდსმენი, მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა და მოვლენებს აღწერს შემდეგნაირად: მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა. ლომჯარიას ინფორმაციით, სააკაშვილმა იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში და ნებით დასთანხმდა ამას. „ჩვენ მე-12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რამე ოფიციალური დოკუმენტი, ...

რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს: ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით

News.ge 

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ – მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გამოუგზავნეს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას უკავშირდება. მიმართვას გამოცემა „გორდონი“ ავრცელებს. მიმართვაში უკრაინელი დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოს აერთიანებს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა და დროში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობა. ისინი მადლობას უხდიან საქართველოს იმისთვის, რომ ირაკლი... Читать дальше...

ომბუდსმენი სააკაშვილზე: არ იცოდა, რუსთავიდან გლდანში თუ გადაჰყავდათ, ეგონა სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქ 8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ისე გადაიყვანეს, რომ ოჯახი და ადვოკატები ამის შესახებ, სავარაუდოდ, ინფორმირებულები არ იყვნენ. ომბუდსმენმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიას უთხრა, რომ სააკაშვილი რუსთავიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში ისე გადაიყვანეს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და გადაყვანისას იცოდა... Читать дальше...

პაკისტანის მთავრობამ ერთთვიან "სრულ ზავს" მიაღწია პაკისტანის თალიბანთან

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანმა ერთთვიან "სრულ ზავს" მიაღწია აკრძალულ ორგანიზაციასთან, თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანთან (TTP) - იუწყება მთავრობის წარმომადგენელი 8 ნოემბერს. სახელმწიფო ტელევიზიამ 8 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაციის მინისტრის, ფავად ჩოდრის სიტყვები, რომ თეჰრიკ-თალიბანთან, მეორე სახელით პაკისტანის თალიბანთან მოლაპარაკება გრძელდება და საზავო შეთანხმება ამ მოლაპარაკების შედეგებიდან გამომდინარე გახანგრძლივდება. "მოლაპარაკების თემები იქნება სახელმწიფო სუვერენიტეტი, ეროვნული უსაფრთხოება, მშვიდობა, სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა" - ამბობს ის. Читать дальше...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის თბილისში, გლდანის მე-18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით და უკრაინისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობით. სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველა საშუალება იქნება საჭირო სამედიცინო დახმარების გასაწევად. სამინისტრო იუწყება, რომ 8 ნოემბერს ოფიციალური შეტყობინებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. Читать дальше...

სპეციალური პენიტენციური სამსახური: პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ

News.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს. როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”, – ნათქვამია განცხადებაში... Читать дальше...



ნიკა გვარამია გლდანის ციხესთან მივიდა და მიხეილ სააკაშვილის ნახვას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვას ითხოვს. ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან ელოდა კონკრეტულ პასუხს - შეუშვებდნენ თუ არა იქ. "მაინტერესებს მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე კი არ ვითხოვ შეხვედრას, რომ საქმეზე და მომავალ გეგმებზე დაველაპარაკო, უნდა ვნახო ადამიანი, როგორ არის საერთოდ. რანაირად შეიძლება, რომ ამის უფლებას არ მაძლევდნენ?! მას შემდეგ მოვედი, რაც 100-გზის თხოვნის მიუხედავად... Читать дальше...

ბოკერია: …ეს არის უზარმაზარი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და მთლიანად საზოგადოების წინაშე

News.ge 

პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში ხელისუფლება ცდილობს მის პოლიტიკურ დამცირებას, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცეცხლს ნავთს ასხამს ასეთი ნაბიჯით. „ეს ნაბიჯი უპასუხისმგებლობაზე და უტიფრობაზე ბევრად უფრო მეტია. როცა ხელისუფლებაში ხარ და შენ მიერვე შექმნილ პრობლემას, პოლიტიკური დევნის გამო, იმ რეაქციას, რაც ვნახე, ...

უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

News.ge 

უკრაინის მოქალაქის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ქმნის დამატებით რისკებს და დაძაბულობას- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. უწყება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის საკითხზე სამინისტროში საქართველოს ელჩს იბარებს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას საპროტესტო ნოტას უგზავნის. “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია მისი მოქალაქის გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტისა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის უწყებისთვის... Читать дальше...

ბექა ბასილაია გლდანის ციხესთან: რაც აქ ხდება, არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა

Radiotavisupleba.ge 

"ეს რაც აქ ხდება, არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა - პატიმრების ხელით ხელსუფლება ახდენს რევანშს მიხეილ სააკაშვილზე. უწყობენ ფსიქოლოგიურ ტერორს და ეს არის დაუყოვნებელი საფუძველი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან იქნას გადაყვანილი" - თქვა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისულმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატია და ცდილობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებული პრეზიდენტი ნახოს ციხეში. ბასილაიას აქვს ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური... Читать дальше...

რატი ბრეგაძე: მათი რევოლუციური მოწოდებების არავის ეშინია

News.ge 

რომელ გატაცებაზეა საუბარი?! როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ – მათი რევოლუციური მოწოდებების არავის ეშინია,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, „დესტრუქციულ ძალებს არ ესმით არც სიმშვიდე და არც მშვიდი ენა“, ამასთან რა სცენარიც არ უნდა განახორციელონ ადეკვატური პასუხი იქნება. “რომელ გატაცებაზეა საუბარი?! როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების ...

უგულავა: რასაც ველოდით, ის გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა

News.ge 

სხვადასხვა ლოკაციებზე იქნება ხალხის დამაგრება – დილიდან იქნება კანონის ფარგლებში პიკეტირებები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ მედიასთან განაცხადა. გიგი უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს ე.წ. გლდანის ციხეში, რომ კრიმინალების „შუმოკი“ მოეწყოთ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. „სხვადასხვა ლოკაციებზე იქნება ხალხის დამაგრება და დილიდან იქნება კანონის ფარგლებში პიკეტირებები. უნდა გვესმოდეს, რომ საათებს აქვს მნიშვნელობა. რასაც ველოდით, ის გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა. გადაიყვანეს... Читать дальше...

დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა

News.ge 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 21:34 საათზე, სოფელ მამიშლართან 3.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

პირადი ექიმი დღესვე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ბრიფინგი გამართა. ყიფშიძე დღესვე, რაც შეიძლება სწრაფად, მოითხოვს სააკაშვილთან შეხვედრას. როგორც ის აღნიშნავს, 8 ნოემბერს კონსილიუმი ჩატარდა, თუმცა მათ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. „გუშინ და დღეს მისი მდგომაროება იყო საკმაოდ მძიმე. ამიტომ, ჩემი აზრით, მისი ნახვა აუცილებელია დღეს, ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ“, - თქვა სააკაშვილის პირადმა ექიმმა. ყიფშიძესთან ერთად იმყოფებოდა ალტერნატიული... Читать дальше...

ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

News.ge 

როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძე მიმართავს ოპონენტებს, საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდონ. „ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული იმით, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს ძალიან კარგ მდგომარეობაში. მინდა კიდევ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს... Читать дальше...

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში სამედიცინო ტექნიკა დააზიანა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გლდანში, პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა. მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს. "იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - აღნიშნულია უწყების გავრცელებულ განცხადებაში... Читать дальше...

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეასახლეს

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მიხეილ ღოღაძე. როგორც ის ამბობს, სააკაშვილი დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. „მას [მიხეილ სააკაშვილს] არ უნდოდა გადმოსვლა მე-18 დაწესებულებაში. მანქანიდან გადმოიყვანეს და შეასახლეს ძალის გამოყენებით, ვინაიდან პროტესტის ნიშნად აცხადებდა უარს, არ გადმოდიოდა მანქანიდან. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას“, - განაცხადა მიხეილ ღოღაძემ. Читать дальше...

Новости России
Москва

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


იუსტიციის მინისტრი: გლდანის ციხეში სააკაშვილმა პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში  გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ  იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერში ისაუბრა. მას არ დაუკონკრეტებია  რომელი სატრანსპორტო საშუალებით გადაიყვანეს მოშიმშილე სააკაშვილი იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელში გადაყვანაზეც ის და მისი უფლებადამცველები უარს აცხადებდნენ. "მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა და შესაბამისად, გაიზარდა რისკი იმისა... Читать дальше...

ნიკა მელიას მოწოდებით, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, სიტყვით გამოსვლის დროს მოქალაქეებს უახლოესი გეგმები გააცნო. მელიამ შეკრებილებს მოუწოდა მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაძრულიყვნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის შენობაში შესვლა-გამოსვლის საშუალება შეეზღუდათ. „მთელი წრე დავარტყათ კანცელარიის შენობას. ცოცხალი ადამიანების ძალა დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ვუთხრათ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მან დაამატა, რომ შენობაში შესვლას არავინ აპირებს. Читать дальше...

გიული ალასანია: ჩემი თხოვნაა, ვიცოდე სად არის ჩემი შვილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი დედა, გიული ალასანია არ არის დარწმუნებული, რომ მისი შვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და გაიხსენა, რა ხდებოდა იმ დროს, როცა ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან უცდიდა შვილთან შეხვედრის უფლების მიღებას. "დღეს უნდა შევსულიყავით ჩემი შვილის სანახავად, საგანგებოდ ჩამოსული იყო ჩემი შვილიშვილი, რომელიც ამ ღამით უნდა გაფრინდეს... რომ გავიდა საათები, არავინ არ დაგვიძახა, ვიღაცამ მოიტანა ამბავი ჩვენამდე... Читать дальше...

ჩინეთის კომუნისტმა ლიდერებმა გახსნეს შეხვედრა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, პრეზიდენტის ძალაუფლებას განამტკიცებს

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის მმართველი, კომუნისტური პარტიის გავლენიანმა ცენტრალურმა კომიტეტმა პეკინში დაიწყო ოთხდღიანი შეხვედრა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, კიდევ უფრო განამტკიცებს პრეზიდენტ სი ძინპინის ძალაუფლებას.   8 ნოემბერს, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე თავი მოიყარა კომიტეტის 400-მდე წევრმა, რომლებიც განიხილავენ რეზოლუციის პროექტს პარტიის მიერ 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებულ მიღწევებსა და ისტორიულ გამოცდილებაზე. რეზოლუცია გზას გაუხნის მომავალ წელს დანიშნულ პარტიის მე-20-ე ყრილობას, სადაც სი ძინპინი... Читать дальше...

კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე დღეს: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში

Radiotavisupleba.ge 

"პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია" - ესაა დასკვნა, რომელიც 5 ექიმის შემადგენლობით დღეს გამართულ კონსილიუმს ეკუთვნის. 5 ექიმიდან 2 კონსილიუმში მონაწილეობას დისტანციურად, სატელეფონო ჩართვის ფორმატით იღებდნენ. Читать дальше...

ბოსნიელ სერბთა ლიდერი აცხადებს, რომ კვლავ გაატარებს სეპარატისტულ დღის წესრიგს

Radiotavisupleba.ge 

ბოსნიელ სერბთა ლიდერი, მილორად დოდიკი აცხადებს, რომ კვლავ მისდევს გეგმას ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფო ინსტიტუტებს გამოეყოს ტერიტორიული ერთეული რეპუბლიკა სრპსკა, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ და უგულებელყოფს საერთაშორისო შეშფოთებას, რომ ამ დღის წესრიგს, შესაძლოა, კონფლიქტის განახლება მოჰყვეს ბალკანეთის ამ ეთნიკურად დაყოფილ ქვეყანაში. 8 ნოემბერს სარაევოში დოდიკმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, გაბრიელ ესკობართან. შეხვედრის შემდეგ დოდიკმა განაცხადა: "არც მე და არც არავის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андре Агасси

Не ходите, дети, в теннис: как Андре Агасси и Штеффи Граф подарили детям право выбора






ЛАВРОВ - О ЗАЯВЛЕНИИ ГЕРМАНИИ ПО ПОВОДУ БЛОКАДНИКОВ ЛЕНИНГРАДА: "НАСКОЛЬКО ЦИНИЧНО ЭТО ЗВУЧАЛО"

Леонид Агутин посвятил ушедшей Анастасии Заворотнюк песню и клип

Певица Орлова рассказала о процессе лечения Заворотнюк и врачебной тайне

На Камчатке фильм «Огненный лис» показали детям в трудной жизненной ситуации