Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 06.11.2021

რუსეთი იტყობინება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების დღიური სარეკორდო მაჩვენებლის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი იტყობინება, რომ 6 ნოემბრის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს სხვადასხვა ზომებით შეაჩეროს დაავადების გავრცელება, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 41335-ს მიაღწია. იმავე პერიოდში კოვიდით გარდაცვლილების რიცხვი 1180-სია, რაც ახალი სარეკორდო მაჩვენებელია. მთელ ქვეყანაში შემოღებულია 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ანაზღაურებით შვებულება, რათა შემცირდეს კოვიდით მუშების დაავადების საშიშროება. მთავრობის განკარგულებით, ასაკოვან ხალხს შინ დარჩენა უბრძანეს... Читать дальше...

გადაუდებელი დახმარების ცენტრი რუსთავში, აქციის მონაწილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

News.ge 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი რუსთავში, აქციის მონაწილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ. ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი... Читать дальше...

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით

News.ge 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გაემიჯნა. ამის შესახებ მოსამართლემ FACEBOOK-ზე დაწერა. “სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს... Читать дальше...

CNN-ი იტყობინება მოსკოვში CIA-ის ხელმძღვანელის ვიზიტის დეტალებზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, რომელიც ამ კვირაში მოსკოვში იმყოფებოდა, გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება, რომ აშშ დიდ ყურადღებას აქცევს რუსეთის ჯარების გადაადგილებას უკრაინის საზღვრებთან. როგორც ტელეარხი CNN-ი იტყობინება, ვაშინგტონში ცდილობენ გაარკვიონ რუსეთის მოქმედების მოტივები. რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრისას CIA-ის დირექტორმა გააფრთხილა რუსეთი მისი შესაძებელი განზრახვის შესახებ, ჩაატაროს რაიმე თავდასხმითი ოპერაცია. როგორც CNN-ის რესპონდენტები ამბობენ... Читать дальше...

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ეკიპაჟი აქციაზე მოქალაქის დასახმარებლად დროულად მივიდა

Radiotavisupleba.ge 

6 ნოემბერს, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამარულ აქციაზე, სადაც მამაკაცი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, თვითმხილველთა თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე მისვლა დააგვიანა. საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე დროულად მივიდა. „მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. Читать дальше...

მელია: რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, გაცხადებული მკვლელობა, ესეც ცხადზე უცხადესია

News.ge 

რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, გაცხადებული მკვლელობა, ესეც ცხადზე უცხადესია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთნ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „როცა ხელისუფლება ძალადობას ასაღებს არჩევნებად, როცა ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ასაღებს მართლმსაჯულებად, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურ პოლიციას გისაღებს ხალხზე მზრუნველ პოლიციად, როდესაც პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას ხელისუფლება გისაღებს დიეტად, როდესაც კორუფციაში იხრჩობა ხელისუფლება... Читать дальше...

სააკაშვილი ვარაუდობს, რომ მის მიერ ციხის საკნიდან გამოხედვის გამო, მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს

News.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ მის მიერ ციხის საკნიდან გამოხედვის გამო მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააკაშვილი „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს. სააკაშვილი ინტერვიუში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ადგომა უკვე აღარ შეუძლია. „დილის შემოწმებიდან გამათავისუფლეს, რადგან უკვე ფიზიკურად ვერ ვდგები. დილიდან განსაკუთრებულად სუსტად ვარ. ანალიზებში კრიტიკული მონაცემების დავარდნის გამო... Читать дальше...

თინა ხიდაშელი: როგორი სახელმწიფო ხარ ყველაზე უკეთ სწორედ პატიმრების მიმართ მოპყრობაში ვლინდება!

News.ge 

“თურმე ფსკერი არ არსებობს! ეს არის ერთადერთი რაც უკვე ზუსტად ვიცით! კიდევ რა ვიცით? – კაცთმოძულე ხელისუფლება გვყავს! – კაცი არ არის ამხელა პოლიტიკურ ლიდერშიფში ამ ტალახიდან ამოხტომის სურვილის ნიშან-წყალი ეტყობოდეს! – ადრე დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, როგორი სახელმწიფო ხარ ყველაზე უკეთ სწორედ პატიმრების მიმართ მოპყრობაში ვლინდება! – იმანაც მანდ მოიტეხა კისერი, თქვენც მანდ გაფუჭდით,” ...



კლინიკის დირექტორი: მამაკაცი, რომელიც აქციაზე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მამაკაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. „კლინიკაში მას არავითარი რეანიმაციული პროცედურები არ ჩატარებია. გარეგნული ნიშნებით, სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა, ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში“. აქციის მონაწილეები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, სხვადასხვა მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მამაკაცი უეცრად გახდა შეუძლოდ, მან გონება დაკარგა და დაეცა. Читать дальше...

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე ერთი მოქალაქე დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე ერთი მოქალაქე დააკავეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. მოქალაქის დაკავებას  სამართალდამცავებსა და სხვა აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მელია: ხელისუფლებას ვაძლევთ 24 საათს, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ხელისუფლებას აძლევს 24-საათიან ვადას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც საპატიმროში 37-ე დღეა შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. ამის შესახებ განცხადება მან რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე გააკეთა: „ბიძინა ივანიშვილს 24 საათი აქვს ვადა, რომ თუ რამე საღი აზრი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი. Читать дальше...

ზაზა წერეთელი: მაინტერესებს სანდრას თუ მოსწონდა ეს სისტემა, ახლა რატომ არის ცუდი და გამოუსადეგარი მისი მეუღლისთვის

News.ge 

“2009 წელს მადრიდში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით ტარდებოდა კონფერენცია, რომელიც პენიტენციურ ჯანდაცვას ეხებოდა. იმ დროს ამ საკითხებით ვიყავი დაკავებული ჩრდილოეთის ქვეყნებში, ჯანმოს სპეციალურ ჯგუფშიც შევდიოდა და შესაბამისად კონფერენციაზეც მიმიწვიეს. ეს ის დროა როდესაც ყველგან ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, და ამიტომაც კონფერენციაზე თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ 1 ან 2 დელეგატია მოწვეული. საქართველო იმ დროს ახალი გამოსული იყო წინ ...

ძლიერმა აფეთქებამ სიერა-ლეონეს დედაქალაქში ათობით ადამიანი იმსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

ათეულობით ადამიანი დაიღუპა და აფრიკის სახელმწიფოს, სიერა-ლეონეს დედაქალაქში, ფრიტაუნში, სატვირთო მანქანის და ბენზინმზიდის შეტაკების შედეგად. შეტაკებს მოჰყვა ძლიერი აფეთქება. ბოლო მონაცემებით, მისი მსხვერპლია ასამდე ადამიანი. ასზე მეტი პირი დაშავდა და ქალაქის საავადმყოფოებში მიიყვანეს. ბენზინმზიდიდან დაღვრილი საწვავი ფართოდ მოედო გარემოს ხალხმრავალ გზაჯვარედინზე და აალდა, რის შედეგადაც ცეცხლი წაეკიდა შენობებს, მანქანებს დაიქ მყოფ ადამიანებს, იტყობინება ბი-ბი-სი.  ქალაქის მერმა, აკი სოიერმა, მომხდარის ამსახველ ფოტოებს უწოდა "სულისშემძვრელი". Читать дальше...

რუსთავის ციხესთან აქტივისტებმა კარვები გაშალეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქტივისტებმა კარვები გაშალეს. მათი თქმით,  ისინი კარვებში დარჩებიან იმ დრომდე, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც 37-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლი იწყება, რომლის მთავარი მოთხოვნაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. Читать дальше...

გიგი უგულავა: მიშა, გამოიხედე ფანჯრიდან და დაინახავ, რამდენ ხალხს უყვარხარ

News.ge 

რეგვენმა იუსტიციის მინისტრმა, შიშის ზღვარზე გაბედა და ქირქილი დაიწყო, თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს – რეგვენო ნაბიჭვარო, მინდა გკითხო, რისთვის შექმენი ეს კონსილიუმი, რისთვის დადიან ექიმები ყოველ დღე, თუ არ შიმშილობს?! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრს. ამასთან, უგულავა პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ...

ინგა გრიგოლია: ეგეთი ბრიყვია მიშა, ექიმებთან რომ იჯდა, რაღაც მიაწოდეს და აჭამეს, არ სცოდნოდა, რომ იღებდნენ?

News.ge 

“საჭმელი გვაჩვენეთ რა. ხელისუფლებავ, ხომ გინდათ დაგიჯეროთ, არ შიმშილობსო და ახლოდან გვაჩვენეთ რას ჭამს რა, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე. თორემ თქვენი მხარდამჭერების გარდა, ყველა მიხვდება, რომ ექიმი რაღაცას რომ აწვდის და ეს კაცი ჭამს, უბრალოდ, ის დანამატია, რასაც შიმშილობის დროს ისედაც იღებდა. ხო, კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა – ამ რაღაცას რატომ ჭამს მაინცდამაინც სამედიცინო პუნქტში? ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო

News.ge 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა არსებითად მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ... Читать дальше...

მამაკაცი, რომელიც საპროტესტო აქციაზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა.

გლაზგოში ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსვლელობაში და კლიმატის კონფერენციის მონაწილეებისგან უფრო გადაჭრით ქმედებას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ათასობით დემონსტრანტი გავიდა 6 ნოემბერს ქუჩებში შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, სადაც მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით COP26. დემონსტრანტები, ბუნების დამცველი ორგანიზაციების აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და პროფკავშირების წარმომადგენლები საპროტესტო აქციით გამოხატავენ უკმაყოფილებას კონფერენციის მიმართ. ისინი მონაწილეებისგან გადაჭრით მოქმედებას მოითხოვენ. მიუხედავად ძლიერი წვიმისა, ისინი ხელიხელჩაკიდებული გადაადგილდნენ ქალაქის ცენტრის მიმართვლებით. Читать дальше...

Новости России
Москва

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ


დეკანოიძე: მისი ეშინია ზუსტად რეჟიმს! მისი ეშინია ზუსტად ბიძინა ივანიშვილს! მიშა არ არის საქართველოს ხელისუფლების პატიმარი, მიშა არის პუტინის პატიმარი

News.ge 

დიახ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მთელი ძალით, მთელი ენერგიით, შემართებით, ძალისხმევით ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ – ჩვენ არ გვყავს დასაკარგი პრეზიდენტი! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ახლა ციხეში, ცხრაკლიტულში გამოკეტეს, გისოსების მიუხედავად, ყველაზე უფრო თავისუფალი ადამიანია დღეს, მისი ეშინია ზუსტად რეჟიმს! მისი ეშინია ზუსტად ბიძინა ...

სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ სამსახურმა დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა. უწყების განცხადებითვე, არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა: „2021 წლის 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა. ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი... Читать дальше...

"ნაბიჭვარი" - გიგი უგულავა იუსტიციის მინისტრის მისამართით მიტინგზე

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგი უგულავა, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც უწყების განმარტებით, აღბეჭდილია, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. გიგი უგულავა მიმართავს იუსტიციის მინისტრს მიმართავს: „სანამ ჩვენ აქ ვართ, პროპაგანდისტული საშუალებებით გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის კადრი, რომელიც გადაღებულია ციხის სამედიცინო დაწესებულებაში. Читать дальше...

ნიკა გვარამია ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც, უწყების განცხადებით, აღბეჭდილია, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის „ამ ვიდეოს დადებას ელოდა“: „იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოს, როგორ "ჭამს" სააკაშვილი. ოღონდ, რატომღაც საჭმელს არ აჩვენებენ, მხოლოდ კოვზის მოძრაობას. ველოდი ამ ვიდეოს დადებას და დიდი ხანია მზად მაქვს პასუხი. Читать дальше...

პენიტენციური სამსახური: ვასაჯაროებთ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეომასალას და წერს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. ვიდეოკადრები პირველ ნოემბერსაა გადაღებული: „აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში“, - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. Читать дальше...

რუსეთს და ირანს ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით დაბრუნება სურთ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, სატელეფონო საუბრის დროს მოწოდება გამოთქვეს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება აღდგეს პირვანდელი სახით. „მათ აღნიშნეს, რომ ესაა ერთადერთი საშუალება, უზრუნველყოფილ იქნეს ყველა მხარის უფლებები და ინტერესები“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადებაში. ბირთვული შეთანხმება გაფორმებულ იქნა 2015 წელს ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოებს - აშშ-ს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Матс Виландер

Экс первая ракетка мира Виландер оценил шансы Паолини на победу в финале «Ролан Гаррос»






Россия и Китай экспериментируют от всей души и, играючи, опять обходят санкции! Как орут американские СМИ

Это у них семейное! Ульяновцы победили на всероссийском конкурсе

Тула вошла в список городов для "зубного" туризма

Свыше 3 тысяч человек посетили первый матч «Легенд футбола» в Луховицах