Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 16.11.2021

სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიაღწიეს შეთანხმებას აზერბაიჯანთან საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. "რუსეთის მხარის შუამავლობით მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ადგილობრივი დროით 18:30 საათიდან სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. ვითარება შედარებით სტაბილურია" - იტყობინება სომხეთის უწყება. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვართან, ქილისალის მთის რაიონში მას მერე... Читать дальше...

რამდენიმე პოლონელი პოლიციელი დაშავდა ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების დროს

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის პოლიციის ცნობით, მისი სულ მცირე, შვიდი თანამშრომელი დაშავდა ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების შედეგად. პოლიციის ცნობით, რომელიც ტვიტერით გავრცელდა, ორმა პირმა ტრავმა მიიღო თავის არეში ნასროლი ქვების გამო, ხოლო ოთხს ხელები და ფეხები აქვს დაზიანებული. 16 ნოემბერს ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე თავშეყრილ მიგრანტებსა და პოლონელ ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც მიგრანტთა ჯგუფმა ძალადობრივი გზით საზღვრის გარღვევა სცადა კუზნიცა-ბრუზგის გამშვები პუნქტის არეალში. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით... Читать дальше...

მიუხედავად მცირე წინსვლისა სერბეთთან მოლაპარაკებაში, კოსოვოს პრემიერი "უკეთესობისკენ ძვრას" ხედავს   

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, განაცხადა, რომ მოლაპარაკება სერბეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ შეყოვნდა მიუხედავად, როგორც მან უწოდა, ორმხრივ ურთიერთობებში "უკეთესობისკენ ტექტონური ძვრისა." კურტიმ, მემარცხენე რეფორმისტმა, რომელიც ძალაუფლებაში თებერვლის საპარლამენტო არჩვევნებში აღსანიშნავი გამარჯვების შემდეგ მოვიდა, ახალი მიდგომის შესახებ პირობა დადო სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან, მოლაპარაკებებში. თუმცა აქამდე, წინსვლა მოლაპარაკებებში უმნიშვნელო იყო მიუხედავად ევროპის კავშირის და აშშ-ის მცდელობებისა... Читать дальше...

"კოსმოსური ვანდალები": რუსეთის მიერ რაკეტის გამოცდამ დასავლეთის ბრაზი გამოიწვია. მოსკოვი საფრთხეს უარყოფს

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთი და ნატო შეუერთდნენ შეერთებულ შტატების მხრიდან რუსეთის მიერ რაკეტის გამოცდის დაგმობას, რომელმაც ააფეთქა ხმარებიდან გამოსული, საბჭოთა პერიოდში გაშვებული, რუსული თანამგზავრი და შექმნა ნარჩენების ღრუბელი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. კრემლმა ბრალდება უარყო. 15 ნოემბერს ჩატარებული ანტისატელიტური რაკეტის გამოცდის შედეგად წარმოიშვა 1500-ზე მეტი ნაწილი ნამსხვრევი და სავარაუდოდ, წარმოიქმნება კიდევ ასობით ათასი უფრო მცირე ნაწილები  - განაცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა. Читать дальше...

ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები

Radiotavisupleba.ge 

გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.  დეპუტატის თქმით, სააკაშვილი სუსტად არის და უჭირს გადაადგილება. „მითხრა, რომ არ იღებს წამლებს რამდენიმე დღეა, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის პარამეტრების შესანარჩუნებლად, - აღნიშნა დეკანოიძემ და დაამატა, - გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში, როდესაც მოვინახულე. დღეს იყო მომენტები, როდესაც არ გვქონდა საუბრის გაგრძელების საშუალება. ნამდვილად სისუსტე იყო გამოხატული". Читать дальше...

„ანტივაქსერს არავის ვიცნობ ჩემხელას“ - ელენე და სხვა ბავშვები კოვიდის აცრებს განიხილავენ

Radiotavisupleba.ge 

აცრა უკვე 12-დან 15 წლამდე მოზარდებსაც შეუძლიათ - 10 ნოემბერი ბევრი მათგანისთვის ნანატრი დღე იყო, როცა „ფაიზერით” ვაქცინაციაზე ჩაწერა შეძლეს. აცრა ნიშნავს, რომ გარეთ გასვლას და სკოლაში სიარულს უშიშრად შეძლებენ, მეგობრებსაც შეხვდებიან, და ბებია-ბაბუებსაც არ მიუტანენ ვირუსს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ იუწყება

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალიდან გენადი ბესტაევის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუასთან დააკავეს და ბრალი ორი მუხლით, სახელწიფო საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლებით წარუდგინეს. Читать дальше...

გენადი ბესტაევი ცხინვალიდან სამკურნალოდ თბილისში გადმოჰყავთ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ცხინვალში რეანომობილი შევიდა და ახლა ბესტაევი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავთ. „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს... Читать дальше...



პუტინს მეხსიერების მოკვლაც სურს

Radiotavisupleba.ge 

ისტორიული სიმართლე, წარსულის გააზრება, სამართლიანობა, საბჭოთა რეპრესიების დროს გამქრალი სახელების დაბრუნება, ხსოვნა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი, სამეცნიერო კვლევებისთვის უსაფრთხო გარემო, დემოკრატია და ა.შ., - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც არაერთი ათეული წელია მუშაობს რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული საზოგადოება „საერთაშორისო მემორიალი“. ყველა ეს საკითხი და „მემორიალის“ საქმიანობა რუსეთის მოქმედი ხელისუფლების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. „საერთაშორისო მემორიალის“ ბრძოლა როგორც ისტორიული მეხსიერებისათვის... Читать дальше...

ერევანი და ბაქო კვლავ თოფის სამიზნიდან უყურებენ ერთმანეთს - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

Radiotavisupleba.ge 

ერევანი თავის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთს სთხოვს, დაიცვას სუვერენული სომხეთი აზერბაიჯანის აგრესიისგან მას შემდეგ, რაც მტრულად განწყობილი ორი სამხრეთკავკასიელი მეზობელი, მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44-დღიანი ომის ზავით დასრულების წლისთავზე, კვლავ აღმოჩნდა ჩათრეული მორიგ სასაზღვრო კონფლიქტში. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები ურთიერთგამომრიცხავ და საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაჭრილების, დახოცილებისა და დატყვევებული სამხედროების შესახებ. Читать дальше...

სააკაშვილის პირადი ექიმი ამბობს, რომ კვლავ არ უშვებენ #18 სამკურნალო დაწესებულებაში

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მას კვლავ არ აძლევენ გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესვლის საშუალებას. მან რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა, რომ ციხეში შესვლის მორიგი მცდელობა ჰქონდა, თუმცა არ შეუშვეს. ყიფშიძე აღნიშნავს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც მისთვის ცნობილია, ყოფილ პრეზიდენტს 16 ნოემბერს მედიკამენტები არ მიუღია. ნიკოლოზ ყიფშიძეს ციხის... Читать дальше...

აშშ-ის და ჩინეთის ლიდერები მათი ქვეყნების სრული თანამშრომლობისკენ მოწოდებით გამოვიდნენ  

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პირველი ვირტუალური სამიტი გამართეს. ორივე ლიდერი ცდილობდა მათ ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციასა და გზების მოძებნას კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც 15 ნოემბრის საღამოს დაიწყო ვაშინგტონში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა "განიხილა საკითხები, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა და საკითხები, სადაც ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავებულია".  "პრეზიდენტი... Читать дальше...

მიხეილ დაუშვილი: „ოცნება“ ხელისუფლებაში კი არ არის, ოცნებისგან დარჩა მხოლოდ ოპოზიციის ოპოზიცია

News.ge 

„რომ მოგისმინოთ ადამიანმა, განცდა დაგრჩება რომ ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად არის, კოვიდი დამარცხებულია, უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება, ეკონომიკა იზრდება, ადამიანების კეთილდღეობა უმჯობესდება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ილუზიაა, რომლის შექმნასაც ცდილობთ და სინამდვილე არის ძალიან სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის.” – ასე მიმართა დღეს  პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მიხეილ დაუშვილმა სამთავრობო პარტიის წარმომადგენლებს.   მისი თქმით, „ოცნება“ ხელისუფლებაში ...

გენადი ბესტაევის და მოითხოვს, ძმის გადაყვანას ცხინვალიდან თბილისის კლინიკაში

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრებს, გენადი ბესტაევს, რომელიც ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა, ინსულტი განუვითარდა და მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის საავადმყოფოში წევს. ამის შესახებ მისმა დამ, ნაირა გუდაძემ განაცხადა. ნაირა გუდაძე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და ძმის თბილისის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. „რაც ეს ამბავი მოხდა, მე არავინ დამკავშირებია ხელისუფლებიდან. მხოლოდ ის ვიცი, რომ ცხინვალის კლინიკაშია გადაყვანილი. ვითხოვ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები, მოითხოვოს მისი გადმოყვანა თბილისის კლინიკაში"... Читать дальше...

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გეგმავს, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს

News.ge 

სახალხო დამცველი აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს თხოვნით, რომ ამ საქმეში ჩართოს მესამე მხარედ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის ციხეში შესვლამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს. „ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ასეთ თხოვნას ეთანხმება და სახალხო დამცველს მესამე მხარედ რთავს. იმედს ვიტოვებთ, თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ჩვენს ...

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა და მოუგო, ანგარიშით 3:2. ბათუმში გამართული შეხვედრის 65-ე წუთზე, ზაურ სვანიძის გაწვრთნილი გუნდი, უძლიერეს მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა. ანგარიში გულიაშვილმა გახსნა და მეორე გოლიც თავად მიითვალა. მესამედ კი მეტოქის კარი გოჩოლეიშვილმა აიღო. ბრიტანელებმა შეხვედრის მიწურულს გაიტანეს - 81-ე და 94-ე წუთებზე.

ზვიად ძიძიგური: პატიმრის დამცირება და უღირსად მოქცევა მის მიმართ, ეს არც ქართულია, არც კაცური, არც ქრისტიანული

News.ge 

“პატიმრის დამცირება და უღირსად მოქცევა მის მიმართ, ეს არც ქართულია, არც კაცური, არც ქრისტიანული და არც ადამიანური. ამაზე მეტი რაღა უნდა იკადრონ?! სააკაშვილი ასეთ რამეებს რომ აკეთებდა იმიტომ შეცვალა ხალხმა თავის დროზე,” –  განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა TV პირველთან საუბარში.

საფრანგეთი მზად არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას

News.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ საფრანგეთი მზად არის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. AFP-ის ინფორმაციით ლიდერებს შორის საუბარი საათი და 45 წუთი გაგრძელდა. პრეზიდენტის ოფისის თქმით, მარკონმა გამოთქვა “შეშფოთება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მზაობა”. ფრანგული მხარის თანახმად, საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებამ გაართულა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე... Читать дальше...

ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი: …ამის გამო საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს

News.ge 

“სააკაშვილის მიმართ ასეთი მოქცევის გამო დარღვეულია საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი მოთხოვნები და ამიტომ ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს”. – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდნეტის წამებისთვის, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს. „პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს! მისი დაპატიმრება უკანონოა. საქართველოს ხელისუფლება მას ბრუტალურად ექცევა, ...

Новости России
Москва

Доцент Соболева: дешевле всего лечить зубы в Тульской и Тверской областях


ერევანი მოსკოვს სამხედრო დახმარებას სთხოვს აზერბაიჯანის საზღვართან ბრძოლების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

სომხეთმა თხოვნით მიმართა რუსეთს, დაეხმაროს სამხედრო თვალსაზრისით მას მერე, რაც აზერბაიჯანთან სასაზღვრო არეალში დაპირისპიერება იყო და ორივე მხარეს დაიღუპნენ და დაშავდნენ სამხედრო პირები.   სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის დაწყებაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად დაღუპულების და დაჭრილების შესახებ. საზღვარზე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ ცნობაში სამინისტროს პრესსამსახური დასძენს, რომ მსხვერპლის შესახებ ცნობები ზუსტება. Читать дальше...

გვარამია: მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის

News.ge 

მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს და წინა ვიზიტთან შედარებით კიდევ უფრო დასუსტებულია. „ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად ვერ ...

ჰუბერტ ქნირში: ყველა ქვეყნისთვის, ყველა სასამართლოსთვის დიდი გამოცდაა ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა

News.ge 

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, ყველა ქვეყნისთვის, ყველა სასამართლო სისტემისთვის დიდი გამოცდაა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. აბარებს თუ არა ქართული სახელმწიფო და ქვეყნის სასამართლო სისტემა ამ გამოცდას? რა ხარვეზებს ხედავს დიპლომატი ზოგადად სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით და მიაჩნია თუ არა სწორად არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიტიკური პროცესების კვლავ ქუჩაში გადატანა. ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ...

ომბუდსმენი მოითხოვს სააკაშვილის ჩართვას მისსავე სასამართლო განხილვებში

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი ეხმაურება საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების მიმდინარე პროცესებს, რომლებზე დასწრების საშუალებასაც პენიტენციური სამსახური ყოფილ პრეზიდენტს არ აძლევს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ "ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა." მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ... Читать дальше...

კახა გოგოლაშვილი "ასოცირების ტრიოზე" - "ამ ეტაპზე თანამშრომლობის ფორმატიც კი ვერ ჩამოყალიბდა რეალურად"

Radiotavisupleba.ge 

კახა გოგოლაშვილის თქმით, "ასოცირების ტრიოს" მემორანდუმზე ხელმოწერა იყო "პიკური მომენტი "ტრიოს" არსებობის, მაგრამ მას შემდეგ რეალური მოქმდებები არ ყოფილა... ამ ეტაპზე ამის განვითარება შეუძლებელიც გახდა, ვიდრე სააკაშვილის საკითხზე არის ძლიერი განსხვავებები უკრაინისა და ჩვენს ხელისუფლებებს შორის".

ტრამპის მოკავშირე ბენონი FBI-ის ჩაბარდა და დაპირისპირებას განაგრძობს

Radiotavisupleba.ge 

სტივ ბენონმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ყოფილმა მრჩეველმა, ბაიდენის ადმინისტრაციას შეუტია, როცა ჩაბარდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს - FBI-ს. ბენონს ბრალდებები წაუყენეს უარის გამო ეთანამშრომლა კონგრესის კომიტეტთან, რომელიც კაპიტოლიუმში იანვარში მომხდარი არეულობების საქმეს იძიებს. ტრამპის მოკავშირეს, რომელიც 67 წლისაა, გასულ კვირას ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ ბრალი წაუყენა სასამართლოს მიმართ უპატივცემლობაში ორი მუხლით: ერთი - ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამოცხადების შესახებ უწყების... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий






Эксперт Кусков рассказал о причине сбоя в работе Telegram

Baza: в Люберцах прозвучал взрыв

Доцент Соболева: дешевле всего лечить зубы в Тульской и Тверской областях

Америкой и Европой сенсационно управляет Гольфстрим. Научная сенсация!