Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 13.11.2021

დეკანოზი თამაზ ლომიძე: საქართველოს მომავალი არ გვაპატიებს ამ ცოდვას!

News.ge 

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას: ნუ გაიმეორებთ 30 წლის წინანდელ ტრაგედიას, მოიქეცით სულგრძელად და ქრისტიანულად, აჩვენეთ კაცთმოყვარება, არ დაუშვათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას პატიმრობაში, ადგილს ნუ დაუთმობთ შურისძიებას და ბოროტებას, თორემ ტალღასავით მოედება ეს ბოროტება მთელ ქვეყანას და გაგვანადგურებს ყველას. გადაიყვანეთ დაუძლურებული პრეზიდენტი საავადმყოფოში და აღმოუჩინეთ დახმარება. ყველაფერი და ყველა ძალაუფლებაც წარმავალი და დროებითია ...

EPP მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის უდიდესმა პრაქციამ, EPP-მ განცხადება გაავრცელა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მოითხოვს, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში. „ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებული ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო, ასევე მისი როგორც პატიმრის უფლებებზე, მათ შორის პირად სფეროსა და ღირსებაზე, და [უფლებებზე] ადამიანისა, რომლის წინააღმდეგაც სასამართლო პროცესი იმართება. მას საჭირო სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ სათანადოდ... Читать дальше...

სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, „არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს დააპატიმრეს, დაკავების დღიდან შიმშილობს. 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სახალხო დამცველის დასკვნით, არ არის შესაბამისი პირობები შიმშილობის შედეგად წარმოქმნილი... Читать дальше...

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილმა პირველად გაატარა მთელი დღე საწოლში

Radiotavisupleba.ge 

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შაბათს საღამოს მოინახულა მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც რადმენიმე საათი დაყო საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ყიფშიძის თქმით, სიახლე ისაა, რომ დღეს არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილმა მთელი დღე საწოლში გაატარა. „პირველი შემთხვევა იყო დღეს, რომ საწოლიდან ვერ ადგა, ძალიან მძიმე სისუსტე აქვს. საუბარი ცოტა უჭირს...“ თქვა ექსპრეზიდენტის ექიმმა და დასძინა, რომ ის საკანში ესტუმრა თავის პაციენტს... Читать дальше...

გვარამია: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა – ის იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დადებულ ახალ დასკვნაზე ისაუბრა. გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს თავისი ეგიდით შექმნას პარიტეტული კომისია, რომელშიც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 8 ექიმი უნდა შევიდეს. „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდა. არანაირი გამოხმაურება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე... Читать дальше...

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: ფოტიგასთვის სააკაშვილთან შეხვედრაზე უარის თქმა მთავრობის საზიზღარი ქმედებაა

News.ge 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამეტარ ანა ფოტიგასთვის და ლიტვის პარლამენტის დელეგაციისთვის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარს ეხმაურება. “ევროპარლამენტარი ანა ფოტიგასთვის და ლიტვის პარლამენტის დელეგაციისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შეხვედრის შესაძლებლობაზე უარის თქმა საქართველოს მთავრობის საზიზღარი ქმედებაა. ქართულ ოცნებას [მდგომარეობის] დეესკალაცია არ სურს.” – წერს იუკნევიჩიენე.

ბლინკენმა რუსეთს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დასდო ბრალი. ეს მან თქვა კრემლის განცხადებასთან დაკავშირებით, დახუროს რუსეთის ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციები. უფლებადამცველთა ზეწოლისთვის კრემლში იყენებენ სადავო კანონს „უცხოეთის აგენტების შესახებ“. ბლინკემა მოითხოვა, შეწყდეს ამ კანონის ბოროტად გამოყენება და შეჩერდეს რუსეთის საზოგადოების დევნა და დაშინება. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რუსეთის პროკურორებმა კოორდინირებული შეტევა... Читать дальше...



ოპოზიცია 14 ნოემბერს აქციების გაგრძელებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

დასრულდა 13 ნოემბრის აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოთხოვნა ისევ უცვლელი იყო. მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ხვალ 14 ნოემბერს ისევ გაიმართება სხვადასხვა სახის საპროტესო აქცია. "ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ. ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე... Читать дальше...

ნიკ კარტერი: შეცდომას შეიძლება რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი მოჰყვეს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი რანგის ოფიცერი „ომის ხასიათის“ ცვლაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არსებობს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხე „არასწორი გაანგარიშებისა“, რომელმაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს. გენერალმა ნიკ კარტერმა განაცხადა, რომ ავტორიტარი მოწინააღმდეგეები მზად არიან, ნებისმიერი მეთოდი - მათ შორის მიგრანტები, გაზის ფასები, მოკავშირეები ან კიბერთავდასხმები - გამოიყენონ საერთაშორისო არენაზე საკუთარი მიზნების მისაღწევად. Times Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: ან ეს ადამიანები აღიარებენ, საქართველო არის სახელმწიფო, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ"; კობახიძის ეს განცხადება იმ ვრცელი წერილის დასკვნაა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 13 ნოემბერს, მას შემდეგ გამოაქვეყნა ფეისბუკზე, რაც იუსტიციის მინისტრმა უარი უთხრა ანა ფოტიგას და ევროპარლამენტისა და ლიეტუვის პარლამენტის სხვა წევრებს, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის... Читать дальше...

გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო „რედისონთან“ გამოჩნდა, სადაც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა. გიორგი კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრებზე ჰკითხეს, რაზეც ყოფილმა პრემიერმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „არ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს“, – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას „რედისონში“ პარტია „საქართველოსთვის“... Читать дальше...

ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ – ანა ფოტიგა

News.ge 

ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომლის მონახულების შესაძლებლობა მას იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით არ მიეცა. ჟურნალისტის კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ის ფაქტორი, რომ ევროპარლამენტარი არ შეუშვეს საპატიმრო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მას საკმაო გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ შესაბამისი უწყების ...

ტოომას ილვესი საქართველოზე: როცა შენ ირჩევ „სტან“ დაბოლოებით ქვეყნების გზას, რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა ფული იქ საელჩოების დაკომპლექტებაში?

News.ge 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებსა და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის დაკავებისა და სასამართლოს მიერ 6-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება. „მსგავსი ინციდენტებითა და სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველი საშინელი კადრებით საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტური მმართველობების მიერ გათელილ გზას მიუყვება. ამ ქვეყნებს დასავლური და ევროპული წესები არ აინტერესებთ. როგორც ...

Новости России
Москва

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტარს პასუხობს: რატომ არ შეუშვეს ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის სანახავად 

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს, რომლითაც ფოტიგამ მოითხოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში. წერილი სრულად წაიკითხეთ აქ ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი 10 ნოემბერს ითხოვა, უარყოფითი პასუხი კი 13 ნოემბერს მიიღო. რატი ბრეგაძე წერილში განმარტავს, რომ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. Читать дальше...

თინა ბოკუჩვა: პუტინის დიდი ხნის ოცნებაა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, ახლა ვხედავთ, ივანიშვილი როგორ უსრულებს რუსეთის პრეზიდენტს ამ ოცნებას

News.ge 

ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის ოცნებაა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. ახლა ვხედავთ, ივანიშვილი როგორ უსრულებს ვლადიმერ პუტინს დიდი ხნის ოცნებას“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩვამ ბრიგინგზე განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ლიეტუვის სეიმის წევრის, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელის რაიმუნდას ლოპატას და ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიზანია მიხეილ სააკაშვილის და „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლის გადარჩენა. “ ჩვენ გუშინ შევხვდით... Читать дальше...

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

News.ge 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლებაა. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ – “მიშა, მიშა”. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები და ბანერები წარწერით – #FREESAAKASHVILi. აქციის გამო პარლამენტის შენობის მიმდებარედ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ის აქციის მონაწილეებს აქვთ დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში აშშ-სა და ნატოს მოქმედებებს რუსეთისთვის „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში აშშ-სა და ნატოს მოქმედებებს „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა რუსეთისთვის, რომელიც დამატებით საზღაო უფლებებზე აცხადებს პრეტენზიებს მას მერე, რაც ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს. პუტინის 13 ნოემბრის განცხადებით კრემლი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მეორედ გამოეხმაურა შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის სამხედრო ყოფნას და ვაშინგტონს დაძაბულობის ესკალაციაში დასდო ბრალი მაშინ, როცა აშშ ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის რისკების თაობაზე. Читать дальше...

ცესკომ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა

Radiotavisupleba.ge 

პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ცესკოში დღეს განსახილველად 11 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, არცერთი არ დაკმაყოფილებულა. როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები, მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა. "ვფიქრობ, საჩივრებში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. ცენტრალური კომისია ამავე სხდომაზე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აჯამებს.

სარჯველაძე ანა ფოტიგაზე: "ის რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა"

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ანა ფოტიგასთვის სააკაშვილის მონახულებაზე მიღებული უარი განმარტა. მისი თქმით, სააკაშვილის მნახველთა მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და ბევრი ფაქტორია, რატომაც შეიძლება უარი ეთქვათ ევროპარლამენტარისთვის. დეპუტატი გამორიცხავს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს რაიმე ფაქტის დამალვა. „სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებლად ახერხებენ შეხვედრებს მარტივი გზით. არ შეიძლება მიზეზად განვიხილო და ეჭვად მქონდეს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции






В Российском национальном музее музыки открылась выставка “Гениальный дилетант”

В Москве на 2 июня объявили «желтый» уровень опасности из-за жаркой погоды

Прокурор Анфиногенова: в Москве стали реже грабить, воровать и совершать разбой

Минобороны Турции: Анкара выведет войска из Сирии в случае безопасности границ