Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

Новости за 07.11.2021

ნანა კაკაბაძე: ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ 2007 წლის 7 ნოემბერს

News.ge 

ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ 2007 წლის 7 ნოემბერს და ამ 7 ნოემბრის შემოქმედებს და ეს ამ დღიდან უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახელწოდებით „არ აგარევინებთ“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საკუთარი ინტერესების და ძალაუფლების მიტაცების ადგილად აქცია. „ჩემთვის ეს ადგილი იყო ღირებულებებთან, ფასეულობებთან და ...

ხოშტარია: თუ კოალიციის პირობები შეიცვლება და მათ შორის ხალხი გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, მაშინ პროცესის მონაწილე არ ვიქნები, ვიქნები ოპოზიციაში

News.ge 

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თუ კოალიციური კონფიგურაცია, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი დაიშლება და პირობები შეიცვლება, მათ შორის თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ მასში მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, მაშინ ის პროცესის მონაწილე აღარ იქნება. როგორც ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, ის ამ შემთხვევაში ოპოზიციაში იქნება. ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციური შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შედგა და შესაბამისად, მოცემულობის შეცვლის შემთხვევაში... Читать дальше...

ენმ-ის დაანონსებული აქცია თბილისში - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 ნოემბერს

Radiotavisupleba.ge 

ენმ თბილისში აქცია მართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს 8 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად. „ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. მინდა პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ეს არ მოხდება - ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის... Читать дальше...

და­რე­ჯან გო­გო­ხია: ბატონო პრეზიდენტო! მოგესალმება 90 წლის ქალბატონი

News.ge 

სა­ქარ­თვე­ლოს მესამე პრეზიდენტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, და­რე­ჯან გო­გო­ხია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ა­კაშ­ვილს შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას სთხოვს. გარ­და ამი­სა, ის ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მიერ ბავ­შვო­ბა­ში და­წე­რილ ლექსსა და სკო­ლის პე­რი­ო­დი ფო­ტო­საც გვი­ზი­ა­რებს: “ბატონო პრეზიდენტო- Mikheil Saakashvili ! მოგესალმება 90 წლის ქალბატონი, შენი მასწავლებელი და დამრიგებელი. წარმოუდგენელია ჩემი განცდები შენი პატიმრობისა და შიმშილობის გამო. Читать дальше...

ნიკა მელია: ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

News.ge 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ მთავრობისთვის მიცემული 24-საათიან ულტიმატუმის ვადა ამოიწურა — ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაუყვანიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება. “ყველანი ხვალ თავისუფლების მოედანზე. 8 ნოემბერს, 8 საათზე — თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ. ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა”, –— განაცხადა მელიამ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ ...

ბიძინა კულუმბეგოვი: მოშიმშილე, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზედენტს ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა!

News.ge 

“მოშიმშილე, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზედენტს ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა! არცერთი დონის მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს ადამიანი! პოლიტიკურ დისკუსში არ შევდივარ, მოუხედავათ ჩემი დამოკიდებულებისა, ეს არის როგორც ექიმის და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის პოზიცია,” – წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

უცნობი: 7 ნო­ემ­ბე­რი გა­მო­ცხად­დეს ღირ­სე­ბის დღე­სას­წა­უ­ლად

News.ge 

“ერ­თად ვთხო­ვოთ და მივ­მარ­თოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, 7 ნო­ემ­ბე­რი გა­მო­ცხად­დეს ღირ­სე­ბის დღე­სას­წა­უ­ლად,” – ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბა “აი იას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე სა­ხელ­წო­დე­ბით “არ აგა­რე­ვი­ნებთ“ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, კარ­გია, რომ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრი­დან 11 წლის შემ­დეგ, კობა და­ვი­თაშ­ვილს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი გა­და­ე­ცა. “მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ერ­თოდ, 7 ნო­ემ­ბე­რი... Читать дальше...

ია მეტრეველი: რას ჰქვია გადატრიალება …

News.ge 

“მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ რამეს გაბედავს გასცენ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს როგორც პოლიტიკური პარტია“, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ლიტერატურის, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების 100-ზე მეტი წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს მიმართავს

News.ge 

ქართველი ლიტერატორები, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან და თანხმდებიან ერთ უმთავრეს ღირებულებაზე – ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია! მნიშვნელოვანია ნებისმერ ადამიანს სახელმწიფომ აღმოუჩინოს კანონით გათვალისწინებული და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციასთან შესაბამისობაში არსებული სამედიცინო დახმარება, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს. Читать дальше...

გერმანულ გემს ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 800 ლტოლვილით ბორტზე სიცილიის ნავსადგურში შესვლის ნებართვა მისცეს

Radiotavisupleba.ge 

ხმეთაშუა ზღვაზე რამდენიმე დღე და ღამე მოლოდინის შემდეგ გერმანულ გემს,Sea-Eye 4-ს, რომელზეც 800 გადარჩენილი მიგრანტი იმყოფება, ნება დართეს შესულიყო სიცილიის ნავსადგურში. სააგენტო დე-პე-ა იტყობინება, რომ იტალიის ხელისუფლებამ 7 ნოემბერს ნება დართო მოხალისეებს, შესულიყო მათი გემი სიცილიის ნავსადგურ ტრაპანიში, კუნძულის დასავლეთში.   გერმანიის მაშველი ორგანიზაციის, Sea-Eye-ს ხელმძღვანელმა, გორდენ ისლერმა განაცხადა, რომ „მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი  უსაფრთხოდ იქნება იტალიაში“. Читать дальше...

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: დისკუსიას იმაზე, საჭმელი იყო თუ სასმელი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

News.ge 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის კვებაზე სადეპუტატო კითხვებით მიმართა, ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს დისკუსიას იმაზე, უწყების გავრცელებულ კადრებში საჭმელი ჩანდა თუ საჭმელი. მისივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის კადრების გასაჯაროება საჭირო იყო საიმისოდ, რომ მოსახლეობა სწორად ყოფილიყო ინფორმირებული ამ საკითხზე, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემაა. “ახლა დისკუსია იმის შესახებ საჭმელი იყო ...

"ნაციონალური მოძრაობა" 8 ნოემბერს აქციას მართავს

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობა" 8 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. პარტიის გეგმები თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირდაპირ ეთერში თქვა. "ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. მინდა პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ეს არ მოხდება - ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას... დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობაა თვალსაჩინო იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე... Читать дальше...

აშშ-ში სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემს პირველი ღია გეი პოლიტიკოსის სახელი ეწოდა 

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის ახალი გემი, რომელიც წყალში გაუშვეს, ატარებს ჰარვი მილკის სახელს. მილკი იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელმაც ღიად გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალია, რის შემდეგაც ის ლგბტ თემის უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. ხომალდის - სამხედრო ფლოტის დამხმარე ტანკერის  - წყალში გაშვების ცერემონია გაიმართა სან-დიეგოში, კალიფორნიის შტატში. მასში მონაწილეობა მიიღეს მილკის ძმის შვილმა, ასევე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრმა, კარლოს დელ ტორომ. Читать дальше...

"გირჩი - მეტი თავისუფლების" აქტივისტებმა სუს-ის შენობის ეზოსა და შესასვლელში ნაგავი დაყარეს

Radiotavisupleba.ge 

"გირჩი - მეტი თავისუფლების" აქტივისტებმა და ლიდერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარ შენობასთან თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაგავი მიიტანეს და ეზოსა და შესასვლელში დაყარეს. როგორც ისინი ამბობენ, ეს მათი ხელმძღვანელებისთვის მიიტანეს. "ჩვენ არ გვჯერა პროტესტის ტრადიციული გზების. ნერვები უნდა ვუშალოთ მაქსიმალურად, უნდა გავაღიზიანოთ, უნდა მოვუწყოთ საბოტაჟი და უნდა გავუკეთოთ პარალიზება. მოსული ვართ ისევ სუს-თან, რადგან აქედან იმართება ყველაფერი ამ ქვეყნაში, მათ შორის აქედან ყალბდება არჩევნები. Читать дальше...

სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული რამდენიმე საათში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები. მან შეკრების თხოვნით კონსილიუმის წევრებს პირდაპირი ეთერით მიმართა. "მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, შეიძლება ერთ საათში, დღე არ დასჭირდება... მე არ მინდა ახლა მოგიყვეთ, რა მოუვა, როგორ დაეცემა... ის იღებდა წამლებს, რომელიც უზრუნველყოფდა მის სიცოცხლეს, გუშინდელი ტელევიზიების შემდეგ მან თქვა უარი", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. Читать дальше...

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასახსენებლად პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება. მოქალაქეები 14 წლის წინ, 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების გასახსენებლად შეიკრიბნენ. ამ დღეს ხელისუფლების დავალებით სპეცდანიშნულების ძალებმა აქცია დაშალეს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით. "არ აგარევინებთ" - ეს არის დღევანდელი, 2021 წლის 7 ნოემბრის აქციის სლოგანი. აქციის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს 14 წლის წინ გადაღებული ვიდეომასალა აჩვენეს, სადაც ჩანდა, როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი მოქალაქეებს. Читать дальше...

კერძო ფირმების ვაქცინაციის ბაიდენისეული მანდატი სასამართლომ გააჩერა, როგორც შესაძლო ანტიკონსტიტუციური

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მანდატი კერძო კომპანიების თანამშრომლების ვაქცინაციის შესახებ შეაჩერა ფედერალურმა სააპრელაციო სასამართლომ, რომელმაც 6 ნოემბერს გამოიტანა დადგენილება, რომელშიტ ეჭვია გამოთქმული პრეზიდენტის მანდატის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა მოთხოვნის მოქმედება და განაცხადა, რომ „არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მანდატთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული საკანონმდებლო და საკონსტიტუციო პრობლემები“. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით ბაიდენის მანდატი... Читать дальше...

ირანი მართავს ყოველწლიურ სამხედრო მანევრებს, ბირთვული შეთანხმების აღდგენის გარშემო მოლაპარაკებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა

Radiotavisupleba.ge 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ დაიწყო სამხედრო მანევრები 7 ნოემბერს, როცა სამი კვირაა დარჩენილი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 2015 წელს დადებული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკების გაგრძელებამდე. ირანის მედიის ცნობით, სამხედრო-საზღვაო და სამხედო-საჰაერო ძალები, ასევე სახმელეთო ნაწილები მონაწილეობენ მანევრებში, რომელიც მოიცავს ერთ მილიონ კვადრატული კილომეტრის ფართობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის აღმოსავლეთით. ნავთობის ტრანსპორტის 20 პროცენტი ამ საზღვაო... Читать дальше...

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების გამო პოლიციამ 10-მდე პირი განყოფილებაში გადაიყვანა

Radiotavisupleba.ge 

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძრის შესასვლელთან სამართალდამცავებთან დაპირისპირების გამო ათამდე პირი მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ შორის არის ეკლესიიდან ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ბერი მარკოზი. დაპირისპირება მოჰყვა ტაძრის ეზოში შესვლაზე პოლიციის მხრიდან მათთვის უარის თქმას. ტაძრის შესასვლელთან შეკრებილი განკვეთილი ბერების მხარდამჭერების თქმით, ისინი იქ ყოველდღე შეიკრიბებიან და გამართავენ საპროტესტო აქციას, რადგან მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას... Читать дальше...

Новости России
Москва

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ


The Significance Of Custom Paper

News.ge 

Just what is custom paper? Custom paper pertains to a selection of sheet material that’s created specifically for some task or application. Examples include advertising content, which may be custom-printed to acquire an immediate response. Because this type of advertising material is customized for every purpose, there is no limit to the applications of custom ...

ინტერვიუ ბილ გეიტსთან - „ამერიკის ხმის“ ექსკლუზივი

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი ამერიკელი ფილანთროპი ბილ გეიტსი გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდა. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი გლობალური დათბობის შენელების საქმეში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს. გლაზგოში მყოფ ბილ გეიტსს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი - ლინორდ მოუდო ესაუბრა.

ამერიკელი დიპლომატი ბოსნიაში ჩადის, სერბების სეპარატისტული ხასიათის მუქარის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის დიპლომატი ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩადის 7 ნოემბერს მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ ქვეყნის სერბული ნაწილი შეიძლება გამოეყოს მას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, გაბრიელ ესკობარი ბოსნიის დედაქალაქში ჩადის მას მერე, რაც მაღალი რანგის საერთაშორსო ოფიციალურმა პირმა ამ ქვეყანაში გაფრთხილება გამოთქვა ბოსნიელი სერბების ლიდერის, მილორად დოდიკის სეპარატისტული ქმედებების მხრიდან „ეგზისტენციური მუქარის“ თაობაზე. ესკობარმა ბოსნიაში გამგზავრებამდე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სურს ბოსნიელმა ხალხმა იცოდეს... Читать дальше...

ხოშტარია საკუთარ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ავრცელებს: დრამატული არაფერი არ ხდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ელენე ხოშტარია თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას "ფეისბუკით" ავრცელებს. შიმშილობის მე-5 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და მასთან სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მისული. "პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია... დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ... გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში", - აცხადებს ხოშტარია. ... Читать дальше...

ერაყის პრემიერი უვნებელი გადაურჩა რეზიდენციაზე დრონით თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუსტაფა ალ-კადიმი გადაურჩა მის რეზიდენციაზე შეირაღებული დრონით თავდასხმას 7 ნოემბერს. ინციდენტის ფონზე ერაყის შიიტური ძალები, რომლებსაც ირანის უმაგრებს ზურგს, არ აღიარებენ გასული თვის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ბაღდადის რეზიდენციას, რომელიც ე.წ. "მწვანე ზონაში", კარგად დაცულ არეალში მდებარეობს, რაკეტა ესროლეს 7 ნოემბერს დილით ადრე, იტყობინება პრემიერის ოფისი. კადიმი უვნებელი გადაურჩა თავდასხმას, რომელსაც განცხადებაში „მკვლელობის წარუმატებელი მცდელობას“ უწოდეს.    დოკუმენტში არაფერია ნათქვამი სხვა დეტალებზე.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Ига Свентек в четвертый раз выиграла Открытый чемпионат Франции по теннису






Туристы едут в Россию, чтобы переждать жару

Бизнесмен Максим Вязовский: банки Китая отказывают россиянам в открытии счетов

Более 12,4 тысячи волонтеров работают на выставке «Россия» в Москве.

«Опасные воды», «Бар МоскваЧики», «Игра королевы»: что посмотреть в кинотеатрах