Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

ევგენია კრავჩუკი: უნდა გამოიძებნოს გზა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად

0
ევგენია კრავჩუკი: უნდა გამოიძებნოს გზა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად

უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადის დეპუტატთა ჯგუფმა შეიმუშავა ერთობლივი მიმართვის ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, რომელშიც უკრაინელი დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ რუსთავის საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი დონის სამედიცინო, საადვოკატო და საკონსულო მომსახურებით და გამოინახოს გზები უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად. უკრაინელი დეპუტატების ჯგუფის მიმართვის ტექსტი რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს გასაცნობად გამოუგზავნა უკრაინის პარლამენტის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა, რომელმაც ჩვენს რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა.

კობა ლიკლიკაძე: გასულ კვირაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ომბუდსმენმა ციხეში მოინახულა. მაგრამ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით უკრაინის მთავრობის პოზიციის შესახებ. როგორც უკრაინის მმართველი პროსაპრეზიდენტო პარტიის წარმომადგენელი, რას გვეტყვით უკრაინის მთავრობის გეგმაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილზე, რომელიც 36-ე დღეა შიმშილობს ციხის საკანში?

ევგენია კრავჩუკი: მე ვერაფერს ვიტყვი უკრაინის პრეზიდენტის მაგივრად, შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ფრაქციისა და დეპუტატების სახელით. ჩვენ, რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ შექმნილ სიტუაციას და ძალიან ვწუხვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჩვენ ახლახან გავაკეთეთ უკრაინის სახალხო დეპუტატების ნაწილის, არა მხოლოდ მმართველი, არამედ სხვადასხვა ფრაქციის დეპუტატთა ჯგუფის მიმართვა, რომელსაც  გავუგზავნით საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჩვენ უთუოდ ვუფრთხილდებით საქართველოსთან კარგ ურთიერთობებს, რადგან შევდივართ ოკუპირებულ ტრიოში,  ბუქარესტის (ნატოს) სამიტიდან დაწყებული და, პრინციპში, მანამდეც ფეხდაფეხ მივდივართ ნატოსკენ საქართველოსთან ერთად და, პრინციპში, ყველა საერთაშორისო მოედანზე, იქნება ეს ეუთო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ჩვენი პოზიციები რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით 99,99%-ით თანხვედრაშია ერთმანეთთან. ჩვენ არ გვეშინია, რომ ყველა ამ მოედანზე განვაცხადოთ ოკუპირებული ყირიმის, ოკუპირებული დონბასისა და აფხაზეთის შესახებ. ჩვენ მსგავს სიტუაციებში ვიმყოფებით! მეტიც, როდესაც ვიზეიმეთ უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი, ჩვენ მოვიწვიეთ ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები, მოვიწვიეთ საქართველოს პარლამენტის საკმაოდ დიდი დელეგაცია. ჩვენ ერთად გავემგზავრეთ დროებით ოკუპირებულ ყირიმთან მდებარე სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა აბსოლუტურად მკაფიოდ განაცხადეს, რომ ყირიმი ეს არის უკრაინა და ჩვენ არასოდეს არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიასო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ასეთ მხარდაჭერას. და მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. და ჩვენ, როგორც ქვეყანა, სახელმწიფო და ჩვენ, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ვალდებული ვართ დავიცვათ უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე, როდესაც ის აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. 

კობა ლიკლიკაძე: ქალბატონო კრავჩუკ, ადამიანის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, უპირველესია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში არალეგალურად დაბრუნება? იცოდა თუ არა მისი ასეთი გეგმის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა?

ევგენია კრავჩუკი: მაპატიეთ, მაგრამ მე დავასრულებ ჩემს აზრს სახალხო დეპუტატების ჯგუფის მიმართვასთან დაკავშირებით.

კობა ლიკლიკაძე: რა თქმა უნდა, გთხოვთ! 

ევგენია კრავჩუკი: მთავარი რეზიუმე ამ მიმართვისა (თუ საჭირო გახდა, მე შემიძლია მისი ტექსტი გამოგიგზავნოთ), არის იმაში, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების შესაბამისი დონე, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, რომ მას ასევე ჰქონდეს საადვოკატო და საკონსულო მომსახურება და ასევე მივმართავთ (საქართველოს ხელისუფლებას), რომ გამოიძებნოს გზა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მე მასზე არ შემიძლია პასუხის გაცემა. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩვენი ფრაქციიდან, რომელიც საკმაოდ დიდია და 240-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, შესაძლოა ვინმემ, მასთან (სააკაშვილთან) ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა, იცოდა მისი ასეთი გეგმის შესახებ. მაგრამ მთლიანობაში ფრაქციამ არ იცოდა, რომ მზადდებოდა მიხეილ სააკაშვილის ამა თუ იმ სახით გადაადგილება უკრაინიდან საქართველოში. იცოდა თუ არა (უკრაინის) პრეზიდენტმა, ეს შეკითხვა პრეზიდენტის ოფისს უნდა დაუსვათ. მე არ მსმენია, რომ ვინმეს პრეზიდენტის ოფისიდან ან მთავრობიდან ეთქვას, რომ ისინი იყვნენ საქმის კურსში.

კობა ლიკლიკაძე: მაგრამ საქართველოს მთავრობამ მტკიცედ განაცხადა, რომ სააკაშვილს, რომელიც მსჯავრდადებულია საქართველოს კანონმდებლობით, ციხიდან მხოლოდ 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ. შეწყალებაზე კატეგორიული უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა. ეს მიდგომა ჩიხურ სიტუაციას არ ქმნის? სხვათა შორის, ბატონ სააკაშვილსაც სხვანაირად წარმოუდგენია თავისი ბედი - მას სურს არა ექსტრადიცია, კიევში არამედ ის, რომ იგი ქართველმა ხალხმა გაათავისუფლოს. ხომ არ ფიქრობთ, რომ იქმნება ჩიხური სიტუაცია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის, ვთქვათ ასე, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის და, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მიდგომების გამო?

ევგენია კრავჩუკი: იცით, ჩიხური სიტუაცია, ეს არის ჩვენი, უკრაინისა და საქართველოს, რუსეთთან ურთიერთობა. ხოლო უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობაში ჩიხური ვითარება არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გარკვეულ დიპლომატიურ დონეზე მოლაპარაკების წარმართვა და გარკვეული კონსენსუსის მიღწევა.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ ახსენეთ, რომ მმართველი პარტიის უმრავლესობამ არ იცოდა მიხეილ სააკაშვილის გეგმის შესახებ, მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იმის გაგება, თუ რა მოხდა სინამდვილეში და როგორც აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი არალეგალურად, როგორც ამბობენ, უკრაინიდან საქართველოში? ეს ხომ ძალიან მარტივია - გუშინ ლამის ნახევარი მთავრობა შეცვალეთ და პარლამენტში უამრავი მინისტრი იმყოფებოდა.

ევგენია კრავჩუკი: ეს ნამდვილად არ არის საგამოძიებო კომისიის თემა. მით უფრო, აქ იმდენი შიდა პრობლემა და თემაა ახლა დაგროვილი... მაგრამ ჩვენთან არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, ფრაქციათაშორისი გაერთიანება, რომელსაც ეწოდება მარტივი გადაწყვეტილებების ოფისი, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა. მასში გაწევრიანებული არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიმპათია მიხეილ სააკაშვილის მიმართ და რომლებსაც ესმით, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა საქართველოს რეფორმების მხრივ, არის კარგი შედეგები. და ჩვენ გვინდოდა, რომ იმ საუკეთესოთა შორის, რაც გაკეთდა საქართველოში, ამოგვერჩია რაიმე ფორმატი, რომელიც უკრაინაში გადაწყვეტილებების მისაღებად გამოგვადგებოდა. და ეს არასამთავრობო გაერთიანება ახლა უფრო აქტიურად არის ჩართული სააკაშვილის საკითხში.

კობა ლიკლიკაძე: გასულ კვირაში მე ასევე სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერე თქვენს კოლეგასთან, კირა რუდიკთან, რომელიც საპარლამენტო პარტია „ჰოლოსს“ წარმოადგენს. და მაშინ, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენი საიტის ზოგიერთმა მკითხველმა მისაყვედურა, თუ რატომ არ დავუსვი მას შეკითხვა, რომელიც მსურს, რომ ახლა თქვენ დაგისვათ. ქალბატონო კრავჩუკ, თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ხაზს უსვამს იმას, რომ მათ ერთი და იგივე მიზანი აქვთ და ერთი და იგივე მტერი ჰყავთ. მაშინ როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ერთი ქვეყნის მაღალი რანგის საზოგადო მოხელე და უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, ქართველ ხალხს საკუთარი ხელისუფლების შეცვლისკენ, ზოგჯერ მისი დამხობისკენ, მოუწოდებდეს? წარმოადგენს თუ არა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავსი ჩარევა უკრაინის რეფორმების ეროვნული კომიტეტის საქმიანობის ნაწილს?

ევგენია მარჩუკი: არა, რეფორმების კომიტეტი ამასთან არავითარ კავშირში არ არის. რეფორმების კომიტეტი უკრაინაში რეფორმებითაა დაკავებული. და ის რაც თქვენ თქვით, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის აღქმა. სამწუხაროდ, როგორც მე მესმის, საქართველოში ადგილი აქვს საზოგადოების პოლარიზაციას სააკაშვილის გარშემო. მაგრამ ასეთი გზა აირჩია სააკაშვილმა. მართალია, ის არის უკრაინის მოქალაქე, მაგრამ იმავდროულად ის თავს მაინც მიიჩნევს ქართველ პოლიტიკოსად. მას აქვს პარტია საქართველოში, რომელიც მოქმედებს როგორც პარტია. მას ჩვენთანაც აქვს თავისი მოძრაობა, მაგრამ ის არ აწარმოებს საქმიანობას როგორც პარტია. ამიტომ ის (სააკაშვილი) არის საქართველოს ისტორიის ნაწილი... მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით, როდესაც ხალხი ხმას აძლევს ამა თუ იმ კანდიდატს და მოჰყავს ისინი ხელისუფლებაში. სხვა გზა არ არსებობს.

კობა ლიკლიკაძე: ქართველი ჟურნალისტები ძალიან ხშირად უსვამენ საქართველოს ხელისუფლებას ამ შეკითხვას: იკისრებთ თუ არა პასუხისმგებლობას, თუ სააკაშვილი, რომელიც 36-ე დღეა შიმშილობს, ღმერთმა არ ქნას და, ციხეში გარდაიცვლება? ახლა იგივე კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ: იგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც უკრაინის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, თუ ღმერთმა არ ქნას და ასეთი ტრაგიკული აღსასრული დადგება?      

ევგენია მარჩუკი: ფიქრიც კი არ მინდა ასეთ ტრაგიკულ აღსასრულზე, რადგან დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს აუცილებელ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Инструкция по Душанбе

Крупный российский туроператор начал продажи туров в Таиланд со скидками 15%

Фрукт с сюрпризом: доктор Кутушов рассказал, чем опасен съеденный червь

Доктор Кутушов: не стоит носить кроссовки в жару


PGA Tour Commissioner Jay Monahan shuts down Saudi agreement rumors: “complex scenario”

Bradley Wiggins accused of ‘trashing’ posh VW campervan as pals say bankrupt cyclist has sold his medals and shirts

'Hum bhi insaan hain': Pakistan allrounder Imad urges calm

Inside wicked world of ‘skinny scams’ as Ozempic and weight loss drug fraud attempts rise into the hundreds of thousands


В МЧС объяснили появление пожарных у театра "Теремок"

Mishel Dar и его главный хит лета: «Лети»

Комфорт, безопасность и время для себя: что предоставляет клиентам «Таксовичкоф»

Приморье. Взгляд.


Гайд по Earn to Die Rogue: мифические предметы, билды и режимы

To create its cast of Baldur's Gate 3 companions, Larian came up with 'hundreds and hundreds' of character concepts: 'It was a huge, huge list'

Для Summoners Kingdom: Goddess проходит пробный запуск на Android

Мафия-НН: С юных ногтей будем учиться вгрызаться в двери, закрывающие ментальные миры.


Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження


Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий




Проект Детского радио – победитель второго грантового конкурса Президентского фонда культурных инициатив

Психолог Ольга Романив: как научиться расслабляться на отдыхе и не думать о работе

Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях

Политолог Марков рассказал, что российский боец MMA Джефф Монсон принял ислам


Путин: Россия думает о возможных изменениях в своей ядерной доктрине

Путин: стратегические ядерные силы РФ всегда в полной боевой готовности

Северян приглашают принять участие в конкурсе «Лучший промышленный дизайн России»

Рентгенолаборант Владимир Данилов пополнил штат больницы в Лобне


Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосхе

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС

Россиянка Людмила Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосе

Людмила Самсонова не отдала голландскую траву // Она продолжила серию российских побед на теннисном турнире в Хертогенбосе


Путин: стратегические ядерные силы РФ всегда в полной боевой готовности

«Что творится»: Яна Рудковская попала в ураган в Москве

Рентгенолаборант Владимир Данилов пополнил штат больницы в Лобне

Факультет менеджмента и маркетинга Евразийского международного университета проводит дополнительный набор абитуриентов на образовательную программу «ДОКТОР ДЕЛОВОГО АДМИНИСТРИРОВАНИЯ»!


Музыкальные новости

Жанну Агузарову -награждённую титулом «Легенда вне времени» вырезали

Рэпер Элджей выступил на фестивале «Черника Fest Music» в Новосибирске

"7Дней": певицу Бабкину заметили с молодым помощником после разрыва с мужем

В ЦДКЖ 18 августа ждут любителей группы «Рекорд Оркестр» на Квартирнике Евгения Маргулиса



В России запустили бесплатного цифрового ЗОЖ-помощника

Галина Ржаксенская впервые стала участником ПМЭФ в Санкт-Петербурге

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села


Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем

Триумфальное возвращение Льва Лещенко на сцену спустя месяцы затишья. Артист презентовал дуэт с солистом группы “Парк Горького” Сергеем АРУТЮНОВЫМ

Более 500 спортсменов поучаствовали в фестивале «Спорт для всех» в Мытищах

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


Бесплатный билет в музеи Зеленоградска от «ПАРАDOX» и BelkaCar

Движение на участке Боровского шоссе приостановлено из-за сверхинтенсивных осадков

В Москве движение на участке Боровского шоссе перекрыли из-за осадков

Фест, байк, рок-н-ролл. Как в Москве отметили День мотоциклиста


Путин летит к Ким Чен Ыну. Россия и Северная Корея станут стратегическими партнёрами

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.

ЯНДЕКС, АЛЕКСАНДР ПУШКИН, АНАТОЛИЙ ГОЛОД И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ВЕДУТ СЛЕДСТВИЕ ВЕКА! ВАЖНЫЕ СЕРЬЁЗНЫЕ ДАННЫЕ.


ПМЭФ-2024: премиальный бренд HONGQI представил на Форуме свои флагманские и новые модели

Зачем Марина Александрова уехала из Москвы в сибирскую глушь




Врач-дерматолог Мадина Байрамукова: что делать с "мурашками» на коже

В России запустили бесплатного цифрового ЗОЖ-помощника

Сеть клиник «Будь Здоров» запустила собственное мобильное приложение для пациентов

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча




Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом

Собянин рассказал о росте турпотока из Китая

Москва-Пекин. Собянин в Китае подписал соглашение о сотрудничестве


Обмен электронными транспортными накладными стал доступен участникам «Биржи грузоперевозок ATI.SU»

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG

Бизнес-омбудсмен Москвы оказывает поддержку НМСП

Козлов: Россия и КНДР прорабатывают возможность запуска прямых рейсов


Көчләгәндә, туганнары кызны бикләп тоткан: 18 яшьлек кыздан кияү егете гаиләсе үч алган

Северян приглашают принять участие в конкурсе «Лучший промышленный дизайн России»

Путин: У России пока нет необходимости в нанесении превентивного ядерного удара

Названы самые популярные импортные ягоды, ввезенные через Псковскую область с начала года


Преподаватель из Архангельска вышла в финал международного конкурса «Педагогическое начало – 2024»

Более 39 млн рублей направлено на летний отдых и оздоровление детей-сирот в Архангельской области

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище

Ниже воды: как идет обновление подводного флота России


Фольклорно-литературная программа «Сказки детства, полные чудес, нас уводят в царство тридесятое»

Выставка-посвящение «Первая дама советской скульптуры»

Аварийное отключение электроэнергии произошло почти в тридцати населенных пунктах Крыма

В Симферополе пройдёт спектакль-акция «Подаренная жизнь»


Көчләгәндә, туганнары кызны бикләп тоткан: 18 яшьлек кыздан кияү егете гаиләсе үч алган

Рентгенолаборант Владимир Данилов пополнил штат больницы в Лобне

Путин: У России пока нет необходимости в нанесении превентивного ядерного удара

Ника Жукова в продолжении сериала «Плакса»: кадры со съемок!












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосхе






Названы самые популярные импортные ягоды, ввезенные через Псковскую область с начала года

Секреты предпринимательства для всех: в Самаре прошел Бизнес-Фест

Путин: У России пока нет необходимости в нанесении превентивного ядерного удара

Көчләгәндә, туганнары кызны бикләп тоткан: 18 яшьлек кыздан кияү егете гаиләсе үч алган