Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2021

სააკაშვილის სასამართლო პროცესი „პიჯაკების საქმეზე“ - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 ნოემბერს

0

დღეს გაიმართება მიხეილ სააკაშვილის მეორე სასამართლო პროცესი მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

11:00-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესია ჩანიშნული. ამჯერად სასამართლო განიხილავს ე.წ „პიჯაკების საქმეს“.

ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო ამ საქმის განხილვისასაც ითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადებას და თავად სააკაშვილიც მზად არის, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, მოიკრიბოს ძალები და დაესწროს პროცესს, თუკი პენიტენციური სისტემა ამის ნებას დართავს.

"ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.

"პიჯაკების საქმეზე" ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [8 837 461 ლარი] ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ მიუხედავად მისი ფიზიკური სისუსტისა, ის ემზადება ხვალინდელ პროცესზე დასასწრებად.

დართავს თუ არა პენიტენციური უწყება ამჯერად მაინც მესამე პრეზიდენტს იმის უფლებას, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს? თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

 

კიდევ 9 მოშიმშილე დეპუტატი და არა მხოლოდ

მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის კიდევ ცხრა დეპუტატმა: აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ. მათი მოთხოვნაა მიხეილ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიპროფილურ, სამოქალაქო საავადმყოფოში.

დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში იშიმშილებს.

დღეიდან კი მოშიმშილეთა სია სულ მცირე ერთი ადამიანით გაიზრდება. დღეს საქართველოში ოპერის მომღერალი, ბანი, პაატა ბურჭულაძე ჩამოდის, რომელიც ჩამოსვლისთანავე აპირებს შიმშილობის გამოცხადებას.

ფეისბუკზე მან დაწერა: "თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი. ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი!"

ამ თემაზე ასევე ნახე:

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია დარეგისტრირდა

ექიმები მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას

ნიკა მელია: გადაიკეტება მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე

15 ნოემბერს, 15-დან 17 საათამდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ ფეისბუკზე დაწერა.

„მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!“ - დაწერა პარტიის თავმჯდომარემ და დაამატა: „გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში!“

მოგვიანებით მელიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ არანაირი აქცია, ყოფილი პრეზიდენტის, მოშიმშილე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში არ იქნება. მან ხელისუფლებას მოუწოდა გამოიყენონ ის დრო, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სახალხო დამცველი: კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატური უნდა გახდეს

ექიმთა კონსილიუმი სააკაშვილთან არ შეუშვეს. ისინი ექსპრეზიდენტის მონახულებას დღესაც ეცდებიან

#18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესწავლათ, თუმცა ორსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ არასამუშაო დროს მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შეუშვებდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დაუდასტურა.

ადვოკატი ამ ფაქტს უკანონოსა და სამარცხვინოს უწოდებს, რადგან მისი თქმით, კონსილიუმის წევრები არასამუშაო საათებში მანამდე უკვე იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად.

„დაცვის მხარის პოზიციით ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას. დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა მას უარი უთხრეს ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებაზე“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

კონსილიუმი დღესაც შეეცდება ექსპრეზიდენტთან შესვლას.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

 

ავსტრიაში აუცრელთათვის მკაცრი შემზღუდავი ზომები შემოიღეს

ავსტრიის მთავრობამ ორშაბათიდან მკაცრი შემზღუდავი ზომები - ფაქტობრივად, ლოკდაუნი - გამოაცხადა ქვეყნის იმ მაცხოვრებლებისთვის, ვინც არაა COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილი. გადაწყვეტილება მიიღეს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე. უკანასკნელ ხანებში ავსტრიაში ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 9-მილიონიანი ქვეყნისთვის.

ავსტრიაში მოსახლეობის ორი მესამედია აცრილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში. ლოკდაუნი დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს შეეხება (შეზღუდვები არ ვრცელდება 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე). მათ აეკრძალებათ სახლის დატოვება საპატიო მიზეზების გარეშე. მათში შედის სამსახურში, სასურსათო მაღაზიასა და ექიმთან წასვლა და გამაჯანსაღებელი გასეირნება. საზოგადოებრივ ადგილებში კი აუცრელებს არ შეუშვებენ, საამისოდ ნეგატიური PCR ტესტიც კი არ იქნება საკმარისი. ლოკდაუნი 10 დღით შემოიღეს და შესაძლებელია გაგრძელდეს.

წაიკითხე მეტი.

როგორ უღალატა 28 წლის ექთანს სისტემამ - ოჯახმა დღემდე არ იცის, რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე

 

მეგის სისტემამ უღალატა. ის ექიმები, რომლებსაც მისი სიცოცხლისთვის უნდა ებრძოლათ, მასთან არ იყვნენ. გონდაკარგული ქალი რეანიმაციაში 40 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს. რაც მთავარია, მეგის გარდაცვალებიდან რვა თვის თავზეც კი, გამოძიებამ არ გასცა პასუხი კითხვას, რომელმაც მთელ ქვეყანაში შეანელა ვაქცინაციის პროცესი - რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე?

მეგი ბაქრაძე ბავშვობიდან ქვემო ენთელში ცხოვრობდა. აქ გაიცნო მანუჩარიც და მალევე გათხოვდა. ორი შვილი გააჩინა, საბა და სალომე. ბავშვები რომ წამოიზარდნენ და სკოლაში წავიდნენ, ოჯახის ახლობელი პედიატრი, ქეთევან ჯინჭველაძე, რომელიც ახალციხის საავადმყოფოში მუშაობს, მეგის მუშაობის დაწყებაში, 2017 წელს დაეხმარა.

„უნარიანი იყო და შევთავაზე, მოდი, დაიწყე-თქო. ყოველთვიური ხელფასი გექნება, გამოხვალ სახლიდან-მეთქი“, - ასე მოხვდა მეგი კლინიკა „იმედში“.

მეგის მხოლოდ სკოლა ჰქონდა დამთავრებული და მუშაობაც სანიტრად დაიწყო. კლინიკაში არცერთ საქმეს არ თაკილობდა, ქეთევანი ამბობს, საუკეთესო იყოო.

„წავეჩხუბე, როდემდე უნდა ატრიალო ეს ცოცხი და ტილო. თან ლამაზი იყო და შემენანა. იცით სოფლის ოჯახები, დიდი ჯაფა აქვთ. ვინ გამიშვებსო, რანაირად მომიხერხდებაო. მაგრამ ერთხელაც ჩამოვიდა და შემომეხვია კისერზე, მითხრეს, რომ კი, მიდიო“.

საექთნო კურსებზე ახალციხიდან შორს წასვლა მოუწია, სადაც ნათესავები ეგულებოდა - რუსთავში. დროს სწავლას, ოჯახსა და მუშაობას შორის სიხარულით ანაწილებდა.

როგორ გაჩერდა დრო აცრის შემდეგ და რა დაადგინა გამოძიებამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან რვა თვის თავზე? წაიკითხე და ნახე თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

 

ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, საუბრობს თემაზე "კოვიდი და ფსიქიკური ჯანმრთელობა".




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»


Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Раскрыт секрет, как и где отдохнуть в России летом за 11 тыс. рублей

Дары природы в Hilton Seychelles Labriz Resort & Spa

Секрет долгожителей Азии раскрыт: гастроэнтеролог Садыков рассказал о пользе красного риса


Fentanyl distribution indictment follows Westminster traffic stop

Inside the mad Fenerbahce world Jose Mourinho is entering with rioting fans, players walking off and notorious hooligans

Where to find Real Madrid vs Dortmund on US TV: June 1, 2024

When Narine asked Gambhir 'can I bring my girlfriend to IPL?'


Муруджинские озера

Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

В Петербурге суд оправдал владельца транспортных средств, который давал взятки сотруднику ГИБДД

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70


Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Today's Wordle answer for Thursday, May 30

Тизер "Возвращения в Сайлент Хилл" показал ужасы туманного городка

Началась предрегистрация на Command & Conquer: Legions — релиз в конце 2024 года



В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"

По делу «Крокуса» проходят 20 обвиняемых, 18 под арестом, двое под подпиской

На ВДНХ открылась цифровая фотовыставка "Счастье. Материнство или карьера!?"

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями




50 дней без еды. Россиянин выжил после голодовки

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»


Эксперты заявили о сокращении числа сделок с жильем в России на треть

1 июня – это и День защиты детей и первый день лета

Разогрев с рынка: кондиционеры в РФ продаются в разы лучше вентиляторов

В Подмосковье пьяный вор уснул на месте преступления


Не ходите, дети, в теннис: как Андре Агасси и Штеффи Граф подарили детям право выбора

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"

Российская теннисистка Самсонова вышла в 3-й круг Открытого чемпионата Франции

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису


Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

В Приморье пенсионерка отдала полмиллиона телефонным мошенникам

3 болельщика в футболках с надписью «Mellstroy» выбежали на поле в финале Лиги чемпионов на 30-й секунде. Стример обещал за это 30 млн рублей

Эксперты заявили о сокращении числа сделок с жильем в России на треть


Музыкальные новости

Мариинский театр обзавелся четвертой сценой на 800 мест

В Йошкар-Оле с большим успехом прошел IV этап культурного проекта «Классика: история и современность»

Шуфутинский – по 8000, Моцарт – 800. Какие звезды и почем выступят в Ульяновске в июне

ГК «Садовое кольцо» приглашает уфимцев посетить первый VK Fest в Башкортостане



Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Анастасия Уколова, Елизавета Базыкина и Никита Кологривый продолжают съемки сериала «Комбинация»

На ВДНХ открылась цифровая фотовыставка "Счастье. Материнство или карьера!?"

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

«Восход», Тинькофф Банк и Альфа объявили о совместном pre-IPO фонде в секторе tech на 4 млрд рублей

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!


На МКАД в Москве частично пекрыли движение из-за массовой аварии

Движение на ряде набережных и улиц в центре Москвы перекроют из-за забега 1 июня

Дептранс: на закрытом участке метро Москвы работали 20 бесплатных автобусов

Юрист рассказал, как добиться компенсации за потопленный в дождь автомобиль


Лучшие фото недели // Запоминающиеся кадры 27–31 мая

Как маленькая страна собралась "ставить на колени" Россию: Станет ли Путин отвечать Эстонии?

Лучшие фото за май // Запоминающиеся кадры месяца





Психиатр Павленко: у здоровых людей могут быть галлюцинации при недосыпе

С днем защиты детей росгвардейцы поздравили юных пациентов детской больницы в Москве

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями

Подмосковный НИКИ детства провел онлайн-марафон «Бегом за здоровьем» 1 июня


Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет


Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Фильм «Мой любимый чемпион» показали в павильоне «Роснефти» на ВДНХ в Москве

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Спортсмены из Химок выиграли Первенство Подмосковья по автокроссу


Путин и Лукашенко обсудили парад в Минске



Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот


Синоптик рассказал, когда из Москвы уйдёт аномальная жара

Портал «Малый бизнес Москвы» насчитывает более 200 тыс пользователей

Победитель Чемпионата по рыбалке на Рыбной неделе получил 1 млн рублей

Июнь в Москве начнется с аномально жаркой погоды


50 дней без еды. Россиянин выжил после голодовки

В Подмосковье пьяный вор уснул на месте преступления

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Эксперты заявили о сокращении числа сделок с жильем в России на треть


Архангельская область подключается к марафону "Сила России"

Развитие центров экономического роста и создание аварийно-спасательных центров на территории АЗРФ обсудили на заседании президиума госкомиссии по Арктике

XXXIII Церемония «Хрустальная Турандот» объявит победителей сезона 2023/2024

В филиале фонда «Защитники Отечества» в Архангельской области подвели итоги первого года работы


ВТБ начал выдавать ипотеку на жилье в Крыму

Литературно-музыкальный вечер «Песня как признание в любви»

Арт-знакомство «Искусство должно давать счастье и радость»

Портативный сканер штрих-кодов Heroje H133U на базе CMOS-матрицы


14-летнюю дочь дрессировщика Запашного Еву госпитализировали в Москве

КУПЛЮ: Скупаем электродвигатели б/у демонтаж и вывоз

Эксперты заявили о сокращении числа сделок с жильем в России на треть

«Рано стянули с себя маски»: Захарова об отношении Запада к России












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции






В подмосковном Серпухове ураган сорвал крышу с жилого дома

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот

1 июня – это и День защиты детей и первый день лета

Фальсификация истории меликств Арцаха (Карабаха) в азербайджанской историографии