Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

ბორელი მკაცრად აკრიტიკებს კრემლს და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“ ნავალნი

0
ბორელი მკაცრად აკრიტიკებს კრემლს და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“ ნავალნი

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოსკოვში თავისი ვიზიტის შედეგებზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ჟოზეპ ბორელმა მკაცრი შეფასება მისცა რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და „უკანონო“ უწოდა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას.

„ბორელმა შეახსენა (ლავროვს), რომ ევროკავშირი ელოდება ბატონი ნავალნის და მასთან ერთად, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ყველა პირის სწრაფ და უპირობო გათავისუფლებას“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანგარიშში, რომელიც ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ბორელის მიერ მოსკოვში გაკეთებული შეფასებები.

მანამდე მოსკოვში სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ნავალნის საქმის გამო რუსეთის კრიტიკისგან პრაქტიკულად თავი შეიკავა. ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მან გამოხატა ევროკავშირის „ღრმა გულისწყრომა“ ნავალნის გასამართლებისა და დაპატიმრების გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლებისა და მისი მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ.

5 თებერვალს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ვიზიტი გამართა მოსკოვში და მასპინძლებს განუცხადა, რომ ნავალნის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ურთიერთობა ბრიუსელსა და მოსკოვს შორის „დაბალ დონეზე“ დაიყვანა.

იმავე დღეს რუსეთმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად აცხადებს გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაუდგენელ რაოდენობას. მოსკოვის თანახმად, ისინი მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლებში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв стал победителем «Мастерса» в Мадриде






Москва не сразу устроилась // Столичная оппозиция продолжает поиск кандидатов на выборы в Мосгордуму

Фальшивые билеты продавались агрегаторами на рейсы авиакомпании NordStar

Стоп, снято: мошенники придумали новые схемы с фейковыми фотосессиями

Спасение спасающих: почему в Пермском крае массово увольняются сотрудники МЧС