Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 16.02.2021

ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანეში დაიწყეს ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნა

Radiotavisupleba.ge 

ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყეს ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნა, რომელიც, მათი თქმით, მიმართულია რეგიონში საზღვაო ვაჭრობის „უსაფრთხოების ამაღლებისკენ,“ იტყობინება ირანის სამთავრობო მედია.   სახელმწიფო ტელევიზია 16 თებერვალს იტყობინებოდა, რომ წვრთნა სახელწოდებით „უსაფრთხოების საზღვაო სარტყელი“ მოიცავს 17 ათას კვადრატულ კილომეტრს და მასში მონაწილეობას იღებენ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები, ისლამური რევოლუციის სამხედრო-საზღვაო ძალები და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები. Читать дальше...

კობახიძის თქმით, სერიალებში გამოყენებული ბილწსიტყვაობით ყურს აჩვევდნენ ენის შეურაცხყოფას

Radiotavisupleba.ge 

მამულის, ენისა და სარწმუნოებისადმი „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაზე ილაპარაკა „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კობახიძე ყურადღებას ამახვილებს ქართულ ენაზე, როგორც იდენტობის საყრდენზე და აღნიშნავს, რომ სერიალებში გამოყენებული ბილწსიტყვაობით ყურს აჩვევდნენ საკუთარი ენის შეურაცხყოფას. „ბილწსიტყვაობა ეს არ არის მხოლოდ ადამიანის სიავის გამოვლინება, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ბილწსიტყვაობით არ დაწყებულა ის პროცესი... Читать дальше...

პროკურატურა: ბაბუამ შვილიშვილზე ძალადობა აღიარა

News.ge 

ქობულეთში, 14 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულმა ბაბუამ შვილიშვილზე განხორციელებული ძალადობა აღიარა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. საგამოძიებო უწყებამ დაკავებულს ბრალად გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარუდგინა: სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა... Читать дальше...

ტრანსკავკასიური მაგისტრალი უამინდობის გამო დაკეტილია

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეორე დღეა, დაკეტილია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მეორე დღეა გადაუღებლად თოვს კავკასიონის ქედის ორივე მხარეს და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ორშაბათს ღამით დაკეტეს და როდის გაიხსნება დე ფაქტო სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ. „ავტომაგისტრალის, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ მონაკვეთებზე ძლიერი თოვა არ წყდება. გუშინდელი დღის... Читать дальше...

აშშ-ში გარდაიცვალა იონ მიჰაი პაჩეპა, რომელსაც ჩაუშესკუმ რადიო თავისუფლების რუმინული რედაქციის დირექტორის მოკვლა დაავალა   

Radiotavisupleba.ge 

კომუნისტური საიდუმლო სამსახურების უამრავი სხვა ბოროტმოქმედების,  მოწინააღმდეგის მოსპობის გზების შესახებ, სხვათა შორის,  ალბათ ძალიან ბევრი იცოდა იონ მიჰაი პაჩეპამ, სეკურიტატეს, რუმინეთის  უშიშროების სამსახურის, უცხოეთის დაზვერვის ყოფილმა გენერალმა, რომელიც, გავრცელებული ცნობით, 14 თებერვალს 92 წლისა აშშ-ში გარდაიცვალა საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით მიყვანის შემდეგ.  მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ „კაგებეს და ეფესბეს ყოფილი ოფიცერი, ალექსანდრ ლიტვინენკო  მოკლეს. მოკლეს ის, ვფიქრობ, იმის გამო, რომ მან გასცა პუტინის დანაშაულები და გაამხილა... Читать дальше...

წამება და მკვლელობა ჩეჩნეთის საიდუმლო ციხეში

Radiotavisupleba.ge 

კრემლი ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს „ნოვაია გაზეტას“ გახმაურებულ პუბლიკაციაზე, რომელშიც  ჩეჩნეთში მდებარე ერთ-ერთი ელიტური ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებულ საიდუმლო ციხეში  ადამიანების გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის შემზარავ ფაქტებზეა საუბარი. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა 2017 წლის იანვარში გაუსამართლებლად სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 27 პირი, რომლებსაც მანამდე ბრალი წაუყენეს   2016 წლის დეკემბერში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში. Читать дальше...

იან კელი: ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს

News.ge 

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ეხმაურება. „ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს“, – წერს იან კელი „ტვიტერზე“ და თან ინფორმაციას აზიარებს, სადაც ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის შეჩერებაზეა საუბარი. ამ თემას იან კელი კიდევ ერთ პოსტს უძღვნის. იგი აზიარებს სახალხო დამცველის განცხადებას, სადაც ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის ...

“7 წუთი, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას მეორე მსოფლიო ომის შესახებ” (ვიდეო)

News.ge 

უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან საუბრობს მარკ სოლონინი, რუსი მწერალი, პუბლიცისტი, სპეციალობით ავია-ინჟინერი, კონსტრუქტორი.



უკრაინის უშიშროების სამსახურის თქმით, დაკავებულია სეპარატისტთა სადაზვერვო ჯგუფის ხელმძღვანელი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მისმა აგენტებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც მიიჩნევა, რომ არის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების სადაზვერვო ჯგუფის ხელმძღვანელი. 16 თებერვლის განცხადებაში უშიშროების სამსახური SBU არ აცხადებს დაკავებულის ვინაობას, მაგრამ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული პირი არის ლუგანსკიდან, რომელიც უკრაინას ეკუთვნის, მაგრამ სეპარატისტების მიერ კონტროლდება. SBU-მ ასევე განაცხადა, რომ დაკავებული პირი 2014 წელს მონაწილეობდა ლუგანსკში SBU-ს შტაბბინის აღებაში... Читать дальше...

რა თეორიული გზები რჩება სასამართლოს თუკი არ დააპატიმრებს ნიკა მელიას

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი კახა წერეთელი, რომელსაც მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება აქვს, რადიო თავისუფლებასთან განიხილავს იმ თეორიულ შესაძლებლობებს, რაც სასამართლოს აქვს ნიკა მელიასთან დაკავშირებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 16 თებერვალს, სასამართლოს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობით, რასაც წინ უძღოდა ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შეჩერება. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თეორიულად... Читать дальше...

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა კანადა დაამარცხა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. როტერდამში მიმდინარე შეჯიბრებაზე, დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრებთან ორიოდ დღის წინ განცდილი მარცხის (10:11) შემდეგ, დღეს მეორე თამაში ჩაატარა - მოუგო კანადას, ანგარიშით 14:11 და თითქმის გაინაღდა ექვსგუნდიანი ჯგუფის ოთხეულში მოხვედრა. ამ შედეგით ქართველი წყალბურთელები პლეი ოფში გააგრძელებენ ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას, თუმცა იქამდე, ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი მატჩი ელით... Читать дальше...

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს

News.ge 

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაცას “მთავარ არხის” კლინიკის ექიმი, ლალი ტურძელაძე ადასტურებს. “სამი დღის წინ მოათავსეს, ფილტვების ანთება, სუნთქვის უკამრისობა, მდგომარეობა მძიმე იყო, ეხლა შედარებით გაუმჯობესდა”, – თქვა მან. ცნობისათვის, კახი კავსაძე კორონავირუსისგან 15 დეკემბერს გამოჯანმრთელდა და ამავე კლინიკიდან გაეწერა.

სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი „უცხოეთის აგენტთან“ დაკავშირებულ ჯარიმებზე

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი ჯარიმებზე „უცხოეთის აგენტის“ თაობაზე ინფორმაციისა და მათი მასალების გავრცელებისთვის სტატუსის მიუთითებლობის შემთხვევაში. შესწორებები შეაქვთ ადმინისტრაციული კანონდარღვევების შესახებ კოდექსში. მასმედიაში, ასევე მედიის მასალებში, რომლებიც ინტერნეტით ვრცელდება, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ინფორმაცია და ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული მასალები შესაბამისი მარკირებით თუ არ არის აღნიშნული, გათვალისწინებულია ჯარიმა 2-დან 2,5 ათას რუბლამდე მოქალაქეებისთვის... Читать дальше...

ჰელოუ, მის ვარდენ!

News.ge 

“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე. “ჰელოუ, მის ვარდენ! სან ფრანცისკოში ზამთარია – წვიმს, წვიმს გადაუღებლად. ფარდებივით ჰკიდია ფანჯრებს წვიმის მძივები. აღარც პალმები მოჩანს და აღარც წითელი მტევნებით დახუნძლული ევკალიპტები. გრიპი შემიბრუნდა. სუნთქვა მიჭირს. ასეთ ამინდში წოლას რა სჯობია, მით უმეტეს სიცხისგან დაოსებული ...

ILGA: შეინიშნება ევროპელ პოლიტიკოსთა მხრიდან ლგბტ პირთა მიმართ სიტყვიერი აგრესიის ტენდენცია

Radiotavisupleba.ge 

სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ შეინიშნება ევროპელ პოლიტიკოსთა მხრიდან ჰომოფობიური განცხადებებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების მზარდი ტენდენცია. ორგანიზაცია ILGA თავის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 16 თებერვალს გამოქვეყნდა, აცხადებს, რომ შარშან პოლიტიკოსები ევროპისა და ცენტრალური აზიის 17 ქვეყანაში დაესხნენ სიტყვიერად თავს ლგბტ პირებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია პოლონეთი, სადაც ნაცინალისტი პოლიტიკოსები მმართველი მემარჯვენე პრატია... Читать дальше...

ზურაბიშვილი რეგიონის კონფლიქტების თემაზე ქალთა კონფერენციის გამართვის ინიციატივით გამოდის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შვედეთის ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ ქალი ლიდერების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტზე და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს. ამავე ცნობით, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას... Читать дальше...

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება - რა სახის ხარჯი ექნებათ სამუშაოს მაძიებლებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.

საგარეო უწყება ეხმაურება სან-მარინოში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოდიოზურ ფიგურას უწოდებს ფრანჩესკო კიარელის, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმმა სან-მარინოში დანიშნა ე.წ. ოფიციალურ წარმომადგენლად. „იმ ფონზე, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი... Читать дальше...

სუდანით შეღებილი წიწაკა ქართულ ბაზარზე ისევ იყიდება 

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აკრძალულია იმ პროდუქტის შემოტანა, რომელიც სუდანის ჯგუფის საღებავ დანამატს შეიცავს, მაღაზიებში მაინც იყიდება საკვები, რომლის შემადგენლობა შესაძლებელია კიბოს წინაპირობა გახდეს.     სუდანის ჯგუფის საღებავებს ძირითადად წითელ პროდუქტს ურთავენ, ჩვენთან ეს წიწაკა და აჯიკაა. დანამატი საკვებს ლამაზ წითელ ფერს აძლევს და ამგვარად ის უფრო ადვილად იყიდება. 2018 წელს საქართველოდან გატანილი პროდუქტი ევროპის ქვეყნებში სწორედ ამ საღებავის გამო დაიწუნეს. მაგალითად, „სუდან 1” არის არასაკვები საღებავი... Читать дальше...

Новости России
Москва

Более 100 студентов посетило СЛД Курск в рамках акции «Неделя без турникетов»


ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ბაქოში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაში

Radiotavisupleba.ge 

18 თებერვალს აზერბაიჯანში იგეგმება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს​ ოფიციალური ვიზიტი. 19 თებერვალს კი ბაქოში ჩასვლას აპირებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 თებერვალს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის და მისი ქართველი და აზერბაიჯანელი კოლეგების მონაწილეობით რიგით მეცხრე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აზერბაიჯანში დაგეგმილი დავით ზალკალიანის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ... Читать дальше...

პროკურატურის განცხადებით, ბაბუამ 14 წლის შვილიშვილს სცემა და მოკვლით დაემუქრა

Radiotavisupleba.ge 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, 76 წლის ს.ც.-ს ბრალდება წარედგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური... Читать дальше...

თამარ კორძაია: ისღა დაგვრჩენია, ვიყოთ ერთად და დავიცვათ ნიკა მელიას ინტერესები

Radiotavisupleba.ge 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელიასადმი სოლიდარობისა და მისი ინტერესების დაცვის მიზნით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც მედიასთან კომენტარში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებს ისღა დარჩენიათ, იყვნენ ერთად და გვერდში დაუდგნენ ნიკა მელიას: „ჩვენ ყველაფრის მოლოდინი გვაქვს ამ ხელისუფლებისგან იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მოუვა თავში ბიძინა ივანიშვილს და გავრილოვს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. აქედან გამომდინარე... Читать дальше...

პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა, სასამართლო პროცესის გასამართად 24-საათიანი ვადა არის გათვალისწინებული. მისი ვარაუდით, პროცესი შესაძლოა, დღეს ან ხვალ დაინიშნოს. შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.  „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას დღეს,... Читать дальше...

მელია: არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს​

Radiotavisupleba.ge 

"თუკი ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რას გააკეთებს მელია, გეტყვით, ახლა, თუკი რამეა დანაშაული, გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა, რადგან საქართველოს ასიათასობით მოქალაქის ხმა ვართ თითოეული ჩვენგანი და ამ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. არანაირი დამორჩილება უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ, არ იქნება", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ გენერალურ პროკურორს თანხმობა მისცა... Читать дальше...

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო

Radiotavisupleba.ge 

„ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!", - ასე გამოეხმაურა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას. მათ შორის იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა იმით, რომ შეგნებულად და მიზანდასახულად არღვევდა კანონს მაშინ... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев остался лучшим среди россиян в обновлённом рейтинге ATP, Рублёв — восьмой






Шойгу заявил, что у России нет никаких интересов нападать на страны НАТО

Киркоров оштрафован на 6 тыс. рублей за неуплату другого штрафа

Киркорова оштрафовали за уклонение от оплаты парковки

В аэропорту Кишинёва опять удерживали участников оппозиционного блока «Победа»