Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 09.02.2021

„საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის" - ევროკომისიის ანგარიში

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშის დასკვნით ნაწილში, რომელშიც ლაპარაკია სამომავლო პერსპექტივებზე, მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დიალოგის საჭიროების შესახებ. „პირველ რიგში, განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ, რომლის შესახებ შეთანხმება პარტიებს შორის დიალოგის შედეგად 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მოხდა... Читать дальше...

სენატში დაიწყო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი

Radiotavisupleba.ge 

9 თებერვალს, აშშ-ის სენატში დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს მოჰყვა. პროცესი დაიწყო ორპარტიულ შეთანხმებაზე პროცედურული კენჭისყრით, რომელიც განსაზღვავს სასამართლო განხილვის წესებს. შემდეგ სენატი შეუდგება იმის განხილვას... Читать дальше...

უკრაინას სურს, რომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოსთან ერთად მიიღოს

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ გვსურს ძალიან არ ჩამოვრჩეთ საქართველოს, ხოლო, იდეალურ შემთხვევაში, სქართველოსთან ერთად მივიღოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი), რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ-მდივან, იენს სტოლტენბერგთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა და მოუწოდა კიევს... Читать дальше...

სააკაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩს მექრთამე და კორუმპირებული უწოდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებას „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან დიპლომატი დაადანაშაულა უკრაინის საწინააღმდეგო ინტერესების გატარებაში, აგრეთვე, უწოდა მექრთამე და კორუმპირებული. „უკრაინის ელჩი საქართველოში, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ დანიშნა პოროშენკომ ერთადერთი მიზნით, ჩემ წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ზელენსკის პირობებშიც დარჩა და აგრძელებს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯისთვის ზიანის მიყენებას. ეს ის დოლგოვია... Читать дальше...

ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი განიხილავს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეპ ბორელი აფრთხილებს მოსკოვს, რომ შეიძლება ახალ სანაქციებს წააწყდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრების გამო. მოსკოვში თავის ვიზიტის შესახებ ევროპარლამენტართა წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ბორელმა გაიმეორა, რომ რუსეთი დაადგა „საგანგაშო, ავტორიტარულ გზას“ და „დაუნდობლად ებრძვის დემოკრატიულ ალტერნატივის შექმნისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას.“ ევროკავშირის საგარეო უწყების... Читать дальше...



ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის წინ, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს

Radiotavisupleba.ge 

ძალოსნობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება. შეჯიბრებას 3-13 აპრილს მოსკოვი უმასპინძლებს და მასზე მონაწილეობას საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებიც მიიღებენ. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა თემურ ჯანჯღავამ და გიორგი ასანიძემ უკვე დაასახელეს გაფართოებული შემადგენლობა. საბოლოო განაცხადი კი 3 მარტს გახდება ცნობილი. ქალთა ნაკრები ევროპირველობისთვის ოთხი სპორტსმენით ემზადება. ესენი არიან: მარიამ მაისურაძე (55 კილოგრამი წონითი კატეგორია), მარიამ მურღვლიანი (76 კგ)... Читать дальше...

Поступить в вузы России стало в пять раз легче: что такое суперсервис для иностранцев?

ИА «Новости-Грузия» 

В Россотрудничестве рассказали о промежуточных итогах приемной кампании для иностранных абитуриентов. Впервые иностранцы могут пройти весь отбор онлайн

ევროპის ყველზე უხუცესი ბინადარი, 117 წლის ფრანგი მონაზონი განიკურნა COVID-19-ისგან

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კონტინენტის ყველაზე უხუცესი ბინადარი, მონაზონი ანდრე, რომელსაც ამ კვირაში 117 წელი შუსრულდება, განიკურნა კორონავირუსისგან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება და ანდრეს მეურვეებზე დაყრდნობით. ხანდაზმულთა სახლში მყოფი მონაზონის კორონავირუსის ტეტსტმა 16 იანვარს დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც პაციენტი იზოლირებულ ოთახში გადაიყვანეს. სენტ-კატრინ ლაბურეს ხანდაზმულთა სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ და ანდრე ამჟამად უკვე თავს კარგად გრძნობს. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის განიკურნა... Читать дальше...

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მოითხოვენ გახელაძის გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის ცხინვალში ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის (12 წლით თავისუფლების აღკვეთა) გამო. თანამომხსენებლების განცხადებით, ეს არის უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი. ისინი მოითხოვენ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნის, რომელიც... Читать дальше...

უფლებადამცველი: ვიდეოზე არა დაბადების დღე, არამედ ნიშნობის რიტუალია ასახული

Radiotavisupleba.ge 

ორი ვიდეო არასრულწლოვანი გოგოს შესაძლო ნიშნობის შესახებ, სოციალურ ქსელში 8 თებერვალს გავრცელდა და მალევე მოექცა მედიისა და გამოძიების ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ არიგებს გოგო ჩაის სტუმრებისთვის. მეორე ვიდეოში კი, რომელსაც ბაქოელი ბავშვთა უფლებადამცველი, „აზერბაიჯანელ ბავშვთა კავშირის“ ხელმძღვანელი, კამალია აგაზადე ავრცელებს, არასრულწლოვან გოგოს მხრებზე წითელ თავსაფარს ახვევს ქალი და სუნამოს აპკურებს. 42-წამიანი ვიდეოს მიწურულს, გოგო იარლიყიან ბეჭედს ისწორებს თითზე. კამალია აგაზადე ვიდეოს აღწერაში მიუთითებს... Читать дальше...

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

News.ge 

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის აპრილში გაფორმდა. მას შემდეგ ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად უჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს, შედეგად კი მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით გადაწყვიტეს. 2020 წელს, რომელზეც უდიდესი ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა, ევროპაბეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირი. Читать дальше...

თეა წულუკიანმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის აპარატის ცნობით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.

უნგრეთში უკანასკნელმა დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა წააგო სასამართლო დავა ლიცენზიის შენარჩუნების მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთში უკანასკნელმა დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა წააგო ლიცენზიის შენარჩუნების მიზნით დაწყებული დავა სააპელაციო სასამართლოში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა, რომ რადიოსადგურმა დაარღვია კანონი სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ. Klubradio-ს პრეზიდენტმა, ანდრაშ არატომ, 9 თებერვალს განაცხადა, რომ ბუდაპეშტის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თხოვნა მარეგულირებელი კომისიის მიერ დროებითი ლიცენზიის გაცემის შესახებ, რასაც არატომ „მხდლური და სამარცხვინო“ უწოდა. Читать дальше...

უბარიერო არჩევნებისთვის "რკინის ქალამნებით" - "გირჩის" გზა პარლამენტისკენ

Radiotavisupleba.ge 

თანდათან სულ უფრო მკაფიო ხდება „ქართული ოცნების“ განმარტებები „გირჩის“ მთავარი მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პარტიის წარმომადგენლებიც სულ უფრო უახლოვდებიან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

Новости России
Москва

Тема дня: На «Госуслугах» можно будет получить статус многодетной семьи с 2025 года


ზარქუა მელიას მიმართავს: გადაიხდი, მეგობარო, იმიტომ რომ ეს შენ გჭირდება

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდისკენ მოუწოდებს. მელია აცხადებს, რომ არ აპირებს თანხის გადახდას. „ის, ვინც ამაზე მიდის, არის ჩვეულებრივი პროვოკატორი. ის არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მხარდამჭერი. ჩვენ გამოწვევა გვაქვს უმუშევრობა, პანდემია, ვაქცინაცია, ეკონომიკა, რა დროს სააკაშვილის ხუშტურებია და მელიის... მელია, გადაიხდი - არ გადაიხდი?! გადაიხდი, მეგობარო, იმიტომ, რომ ეს შენ გჭირდება“, - თქვა ზარქუამ. Читать дальше...

WHO-ს ექსპერტებმა უჰანში ვერ დაადგინეს COVID-19-ის ეპიდემიის წარმოშობის მიზეზები

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გამომძიებლებმა, რომლებიც ჩინეთის ქალაქ უჰანში განთავსებულ კვლევით ცენტრში მუშაობდნენ, ვერ შეძლეს დაედგინათ 2019 წლის ბოლოს დაწყებული კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის ზუსტი მიზეზები. როგორც ამ მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, კორონავირუსის წარმოშობის ყველაზე სავარაუდო ჰიპოთეზაა ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გავრცელება შუალედური რგოლის მეშვეობით. მაგრამ ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ვირუსის გადატანა მომხდარიყო ასევე გაყინული პროდუქტის ზედაპირიდან. Читать дальше...

“მათ დაკარგეს პოლიტიკური მომავალი, როგორც ოპოზიციონერებმა”

News.ge 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ბარიერის საკითხი მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რისთვისაც საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა. მისი თქმით, ამ რაოდენობის ხმები ფიზიკურად ვერ გროვდება პარლამენტში, თუნდაც შევიდეს “გირჩი” საკანონმდებლო ორგანოში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, პარლამენტში შესვლა ფართო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც  მოლაპარაკების შედეგად უნდა მიღწეულიყო “ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასია. “მე... Читать дальше...

რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება, ვერ ეგუებიან, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ეს ჯგუფი ხელისუფლებაში

News.ge 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საკუთარ ამომრჩეველზე რევოლუციური სცენარის გასახორციელებლად. მისივე თქმით, ქართველი ხალხის დაკვეთა არის არა რევოლუცია, არამედ ცივილური დებატები პარლამენტში. “ამ პოლიტიკურ ჯგუფს, როგორიცაა, მაგალითად “ნაციონალური მოძრაობა”, არ აქვს რესურსი, თუნდაც პატარა პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციის, მისთვის არ არის არაფრის მომცემი პლურალიზმი, მას ...

მინსკის სასამართლოში ჟურნალისტების დარია ჩულცოვასა და კატერინა ანდრეევას პატიმრობის საქმე განიხილება

Radiotavisupleba.ge 

9 თებერვალს მინსკში დაიწყო სასამართლო პროცესი ჟურნალისტების კატერინა ანდრეევასა და დარია ჩულცოვას წინააღმდეგ, რომლებიც გისოსებს მიღმა 2020 წლის 15 ნოემბრის შემდეგ იმყოფებიან. ჟურნალისტები ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჟურნალისტები მილიციამ შარშან დააკავა იმ დროს, როდესაც ისინი სამართალდამცველების მიერ მოკლული რომან ბანდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის დარბევის სცენას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. სასამართლო პროცესი გაძლიერებული დაცვის ქვეშ მიმდინარეობს. Читать дальше...

რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერავინ გამოიყვანს ქუჩაში

News.ge 

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს მაშინ, თუ ხალხი კმაყოფილია. თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პირადად ის ელოდება, როდის მიაღწევს მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს და გავა ქუჩაში, რადგან სურს, მათ დაეხმაროს. “მე ჩემს სიტყვებზე ყოველთვის ვაგებ პასუხს. “რევოლუცია მოვახდინოთ” არასდროს მითქვამს, იმიტომ, რომ რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ გააკეთებს და მაძღარ და კმაყოფილ ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира






В кинотеатре «Москва» состоялась светская премьера нового фильма «Шпион на всю голову», в котором Кевина Спейси озвучил Гарик Харламов!

"Два золота, серебро и две бронзы": Молодые борцы из Якутии отлично выступили на первенстве России

Андрей Мидловец выиграл якутский финал на первенстве России

Глава минобороны Ирана: теракты в России произошли из-за поддержки терроризма от США