Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

აიათოლა ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ სანქციები

0
აიათოლა ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ სანქციები

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ დაწესებული სანქციები და დაუბრუნდეს დასავლეთის სახელმწიფოებისა და ირანის ბირთვულ შეთანხმებას.

„თუ მათ სურთ, რომ ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, მაშინ აშშ-მა ნამდვილად უნდა გააუქმოს ყველა სანქცია, შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ შემოწმებას და თუ დავრწმუნდებით, რომ სანქციები სწორად არის გაუქმებული, დავუბრუნდებით ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ შაბათს, სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს არის ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის პირველი საჯარო გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ვაშინგტონს, დაბრუნდეს 2015 წელს ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებაში, რომელიც აშშ-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს დატოვა და ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა თეირანს.

პასუხად ირანმა განაცხადა, რომ აღარ აწვევს ვალდებულების ტვირთი და თანდათანობით დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს საერთაშორისო შეთანხმებაში დაბრუნების გზებს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას დაიწყებს, მაშინ ვაშინგტონი მის მაგალითს მიბაძავს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Российский бизнесмен обвинил Алькараса в договорных матчах. Он направил письмо в ATP






Тайны профессии. Восемь историй о том, когда нотариусы спасают людей

Спасение спасающих: почему в Пермском крае массово увольняются сотрудники МЧС

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере

Открытие ХХIII Московского Пасхального фестиваля: Воскресение и Музыкальное Созвучие