Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება

0
თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება

8 თებერვლიდან იხსნება თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები.

თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დაიგეგმა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება“, - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კომპანიის ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრაძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ.

ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Первая ракетка мира расплакалась после финала турнира с участием Рыбакиной






Захватывающий фестиваль K-POP танцев CoverLand прогремел в ТРЦ «Нора»

Врач Аршакян перечислил возможные осложнения после операции по увеличению груди

Президент ДР Конго объяснил британцу, почему в Африке любят Россию

Shot: в Москве мужчина держит в запертой квартире 20 кошек