Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

“მათ დაკარგეს პოლიტიკური მომავალი, როგორც ოპოზიციონერებმა”

0

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ბარიერის საკითხი მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რისთვისაც საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

მისი თქმით, ამ რაოდენობის ხმები ფიზიკურად ვერ გროვდება პარლამენტში, თუნდაც შევიდეს “გირჩი” საკანონმდებლო ორგანოში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, პარლამენტში შესვლა ფართო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც  მოლაპარაკების შედეგად უნდა მიღწეულიყო “ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასია.

“მე მაინც მქონდა იმის იმედი, რომ ეს ადამიანები შეასრულებდნენ საკუთარ სიტყვას, რომელიც არა ერთხელ საჯაროდ გაუჟღერებიათ, რომ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის გარეშე ისინი არ შევიდოდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ კარგად ესმით, მათ შორის, ეს ბარიერის საკითხი მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რისთვისაც საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა, რომელიც ფიზიკურად არ იქნება პარლამენტში, ისინი რომც შევიდნენ და შესაბამისად, იმთავითვე რაღაც ნონსენსი გამოდის მათი შესვლა იქ, რასაც ისინი ვერ მიაღწევენ. ანუ, საკუთარი მიზნების მიღწევის და რეალიზების შესაძლებლობას არ აძლევს ელემენტარული არითმეტიკა.

ამიტომ, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ რომ დიახ, ნამდვილად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პარლამენტში შესვლა ფართო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც მოლაპარაკების შედეგად უნდა მიღწეულიყო და ამ მოლაპარაკების და შეთანხმების დიდი ქომაგი და დიდი გულშემატკივარი მე ნამდვილად ვარ, ამის გარეშე პარლამენტში შესვლა არის “ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასი და უბრალოდ “ქართული ოცნების” ერთგვარ ატრიბუტად გადაქცევის აქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “გირჩი” ახლაც აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ ამის გაკეთებას, მაგრამ თუ გააკეთებენ, ამაშიც ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ვხედავ. შევიდნენ სხვა ადამიანები და ამით ოპოზიციამ ჩემი აზრით, დიდი არაფერი დაკარგა, მათ დაკარგეს უბრალოდ პოლიტიკური მომავალი, როგორც ოპოზიციონერებმა,” – ამბობს თინა ბოკუჩავა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Стефанос Циципас

Паула Бадос и Стефанос Циципас расстались | Виды спорта






О мокром снеге предупредили автомобилистов на М-4 «Дон» от Москвы до Воронежа

В Подмосковье женщину задержали за использование рабского труда шести человек

Онкодиспансер Подмосковья поздравил ветерана труда с предстоящим Днем Победы

Трансляция Парада Победы. Видео с Красной площади увидят более 50 млн раз