Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერავინ გამოიყვანს ქუჩაში

0

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს მაშინ, თუ ხალხი კმაყოფილია.

თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პირადად ის ელოდება, როდის მიაღწევს მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს და გავა ქუჩაში, რადგან სურს, მათ დაეხმაროს.

“მე ჩემს სიტყვებზე ყოველთვის ვაგებ პასუხს. “რევოლუცია მოვახდინოთ” არასდროს მითქვამს, იმიტომ, რომ რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ გააკეთებს და მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერასდროს ვერ გამოიყვანს ქუჩაში. ხალხი ქუჩაში გამოჰყავს, ბოდიში და, კანონდამრღვევ, რეგვენ ხელისუფლებას. ხალხი, გამომდინარე ხელისუფლების აღვირახსნილებიდან, ახდენენ რევოლუციებს. სისულელეა, როგორ იტყვის ოპოზიცია რევოლუცია გავაკეთოთ, როგორ გააკეთებს, თუ ხალხი კმაყოფილია.

ეს პირადად ჩემი აზრია და არა “სტრატეგია აღმაშენებლის”, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და გიორგი აზრები 99%-ით ემთხვევა ერთმანეთს, არის რაღაც განსხვავებები. პირადად მე, თამარ ჩარკვიანი ველოდები, როდის გამოვა ეს ძალიან გაჭირვებული ხალხი ქუჩაში, რადგან რაღაცით მინდა ვუშველო. მე რევოლუციას კი არ ველოდები, ველოდები, რომ თუ ასე გაგრძელდება და არაფერს შეასრულებს ხელისუფლება, ვაქცინას არ შემოიტანენ, სოციალურს ვერ მიხედავენ, ეს უკმაყოფილება პიკს მიაღწევს.

დავდვართ რეგიონებში, ვაგრძელებთ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. სულ მეუბნებიან, რომ ის პერიოდი ოპოზიცია ჩუმად იყავითო. არა, არ ვიყავით ჩუმად, პიკში იყო კოვიდი და პლუს, მოუგვარებელი ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ რაღაც პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საკითხს,”-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Лучший теннисист Казахстана сдал позиции в чемпионской гонке ATP






Сильные порывы ветра ожидаются в Москве вечером 8 мая

В Подмосковье река Осетр предоставлена для гидромелиорации земель

Олег Газманов заявил, что иностранцы шокированы Москвой

Подпольного продавца оружия задержали в Нижегородской области