Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

მის ფრაინი ფიშერის როლის ბრწყინვალე შემსრულებელი ესი დევისი

0
მის ფრაინი ფიშერის როლის ბრწყინვალე შემსრულებელი ესი დევისი

2020 წლის გაზაფხულზე, ცნობილმა ავსტრალიელმა მსახიობმა ესი დევისმა, ჟურნალ Screen Daily ინტერვიუში განაცხადა:

“სამსახურის გამო ჩვენ ბევრს ვმოგზაურობდით და ძალიან იშვიათად ვიყავით სახლში. ბედნიერებაა, რომ კარანტინის პერიოდში ჩვენ ყველა ერთად ტასმანიაში, სახლში ვიყავით. ამდენი წლის მომთაბარე ცხოვრების შემდეგ, სასიამოვნოა სახლის დალაგება და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვის გადაყრა”.

ესი დევისი დაიბადა 1970 წლის 19 იანვარს ჰობარტში, ავსტრალიის შტატის, ტასმანიის დედაქალაქში, მხატვრის ოჯახში. Clarence High School დამთავრების შემდეგ დევისი სწავლას Rosny College აგრძელებს და University of Tasmania სტუდენტად ირიცხება. 1992 წელს დევისი, ქეით ბლანშეტთან ერთად, მსახიობის დიპლომს იღებს.

1996 წელს ესი დევისმა გაიცნო რეჟისორი ჯასტინ კურზელი. ნაცნობობა ორმხრივ გრძნობაში გადაიზარდა და 2002 წელს წყვილი დაქორწინდა. 4 წლის შემდეგ მათ ტყუპი გოგონები, რუბი და სტელა შეეძინათ. შვილების აღზრდასთან ერთად, ისინი ერთად მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორისაა ფილმები “მკვლელის კრედო” და “კელის ბანდის ნამდვილი ამბავი”.

სერიალებში წარმატების შემდეგ, ესი დევისი “მატრიცაში” მიიწვიეს, შემდეგ იყო პიტერ ვებერის ფილმი “გოგონა მარგალიტის საყურით”. ესი დევისი განსაკუთრებით შეიყვარა მაყურებელმა მის ფრაინი ფიშერის ბრწყინვალედ განსახიერებული როლით, ამავე სახელწოდების სერიალში.

ორიოდე წლის შემდეგ საკულტო საგის “Game of Thrones” შემქმნელებმა გადაწყვიტეს მე -6 სეზონის  ახალი პერსონაჟით გადახალისება. ამისთვის ავსტრალიელი მსახიობი ლედი კრეინის როლს ირგებს.

ასაკის მიუხედავად, (სიმაღლე 168 სმ. წონა 53 კგ.)  მინიმალური მაკიაჟითაც კი, ესი დევისი ბრწყინვალედ გამოიყურება.

 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко и Швентек сыграют в финале турнира WTA в Мадриде






«На таких турнирах рождаются будущие олимпийские чемпионы». Хасан Бисултанов — о «Кубке Балтики»

В Москве обвиняемого в попытке дать взятку сотруднику ДПС отправили под арест

Тульский "Арсенал" в Москве сыграется с "Родиной" 4 мая

Сотрудники МЧС ликвидировали пожар на складе и в автосервисе в Москве