Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, რატომ არ მოუსმინეს „გირჩის“ წევრებს

0
ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, რატომ არ მოუსმინეს „გირჩის“ წევრებს

პარტია „გირჩის“ წევრებს უპასუხეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იყვნენ შეკრებილი. „გირჩის“ წარმომადგენლებმა - იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა - ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრა დატოვეს.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ამბობს, ისინი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ, რის გამოც „ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა, რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება“. კუკავას თქმით, „გირჩის“ წევრებმა მოითხოვეს, ჯერ მათთვის მოესმინათ.

„მე ვუპასუხე ამაზე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ მიშას თამაშს ვთამაშობთ და მაშინ, აქ რატომ მოხვედით-თქო. ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია, რომ აი, აღიარა კუკავამ, რომ მიშას თამაშს თამაშობსო და ამის შემდეგ მოუწიათ მათ სხდომის დატოვება“, - თქვა კუკავამ.

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე და „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ასახელებენ მიზეზს, რატომ არ მოუსმინეს „გირჩის“ წევრებს. „დღეს არის ვინმე, ვინც „გირჩს" სერიოზულად აღიქვამს?! მე პირადად არ მოვუსმინე მათ. გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს „პერფორმანსი“, დავბრუნდი შეხვედრის ოთახში. მათ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ. ისინი არასერიოზულ ადამიანებად მიგვაჩნია და ამაზე დროის კარგვა არავის სჭირდება. მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე“, - თქვა საბა ბუაძემ.

გიგი უგულავა ამბობს: „ოპოზიციის შეხვედრაზე მობრძანდნენ და ისაუბრეს. ვისაც სურვილი ჰქონდა, მოუსმინა. მე არ მომისმენია, რადგან ვფიქრობ, რომ მათი განცხადებების შემდეგ არ ვთვლი, რომ მათთან რაიმე გეგმების შესახებ საუბარი შეიძლება. ღრმად არასერიოზული ხალხია. რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს. ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი. წარმატებებს ვუსურვებ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადება [მელიას დაპატიმრება სააკაშვილის ინტერესებში შედის] იყო არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ მორალურად მიუღებელი.

„მე, ისევე როგორც ბატონ ელისაშვილზე, დავასრულე „გირჩზე“ საუბარი, ანუ იაგოზე და ვახოზე [მეგრელიშვილზე]. ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული პოზიციები. მათ და ჩვენ, ყველა იმ ადამიანს, ვინც არის აქ, გვაქვს სრულიად განსხვავებული პოზიცია, ამიტომ ვერ ვთანხმდებით. გასაგებია, მათ თავისი აზრი დააფიქსირეს, ჩვენ - ჩვენი“, - თქვა დეკანოიძემ.

იაგო ხვიჩიამ თავად ილაპარაკა ოპოზიციის შეკრების დატოვების მიზეზებზე. ის ასახელებს საკითხებს, რომლებზეც ვერ მოისმინა ოპოზიციისგან პასუხი.

„სამი საკითხი იყო, ერთი ის, მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზეც პასუხი ვერ მოვისმინეთ. მეორე საკითხი იყო ის, რომ არჩევნები რომ გაყალბდა და ფასილიტატორებს ვერ ვარწმუნებთ, გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას და გვექნებოდა არგუმენტი ფასილიტატორებთან, რაზეც ასევე დუმილი იყო. მესამე საკითხი იყო, რა მოხდებოდა, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა არსებობდა და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი და ჩვენი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიშას თამაში, ვეკითხებოდით სხვადასხვა ადამიანებს, რომ თქვენ მართლა გინდათ მიშას თამაში? მიშას თამაში არის ის, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს. მას არ აწყობს ასევე პროპორციული ბარიერი და სერიოზული საუბარი იმაზე, მართლა გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია, ნიკა მელია გაწიროს და ციხეში იყოს. არ ვიცი, ნიკა მელია, სავარაუდოდ, ნებაყოფლობით დაეთანხმა ამას“, - თქვა იაგო ხვიჩიამ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Теннисист Медведев может потерять свое место в рейтинге ATP






В Челябинской области пройдет Международный фестиваль духовной музыки

Фотовыставка ко дню предпринимателя открылась в Балашихинской картинной галерее

LIVE: Официальный представитель МИД России Захарова проводит еженедельный брифинг

Сергей Лёвкин: выставку «Реновация в миниатюре» продлили до 19 мая