ირანი უარყოფს ცნობას, რომ თურქეთში დაკავებული მისი მოქალაქე საკონსულოს თანამშრომელია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო თურქეთის მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ირანის მოქალაქე, რომელიც თურქეთში ახლახან დააპატიმრეს, არის საკონსულოს თანამშრომელი, რომელსაც კავშირი აქვს ირანელი დისიდენტის მკვლელობასთან სტამბოლში, 2019 წელს.
"რაც მოხდა არის ის, რომ ირანის მოქალაქე ქვეყანაში შესვლისას დააპატიმრეს" - უთხრა სამინისტროს პრესმდივანმა, საედ ხატიბზადემ ჟურნალისტებს 15 თებერვალს და დასძინა, რომ თეირანს ამ საქმეზე კავშირი აქვს თურქეთის ოფიციალურ პირებთან. ხალიბზადეს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გასულ კვირაში თურქეთის მთავრობის მომხრე გაზეთი, საბაჰი წერდა, რომ მამაკაცი სახელად მოჰამად რეზა ნასერზადე დააკავეს მასუდ მოლავი ვარდანიანის, ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, მკვლელობის დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე. სააგენტო როიტერსი ადასტურებს ცნობას, რომ ნასერზადეს პატიმრობა უკავშირდებს ვარდანიანის მკვლელობას, თუმცა სააგენტო ამბობს, რომ ვერ შესძლო საბაჰის ცნობის დადასტურება, თითქოს ეჭვმიტანილი სტამბოლში ირანის საკონსულოში მუშაობდა.
ვარდანიანი, რომელიც უწინ ირანის დაზვერვაში მუშაობდა და რომელმაც გამოააშკარავა კორუფციული სკანდალი ირანის ოფიციალური პირების მონაწილეობით, 2019 წლის 14 ნოემბერს სტამბოლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც მან ირანი დატოვა. ირანში მასზე გამოძიება იყო დაწყებული. თურქეთის პოლიციის ანგარიში, რომელიც 2020 წლის მარტში გამოქვეყნდა, ამბობს, რომ ვარდანიანი ირანის თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობდა, სანამ ირანის რეჟიმის ხმამაღალი კრიტიკოსი გახდებოდა.