Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

ჰელოუ, მის ვარდენ!

0

“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.

“ჰელოუ, მის ვარდენ!

სან ფრანცისკოში ზამთარია – წვიმს, წვიმს გადაუღებლად. ფარდებივით ჰკიდია ფანჯრებს წვიმის მძივები. აღარც პალმები მოჩანს და აღარც წითელი მტევნებით დახუნძლული ევკალიპტები. გრიპი შემიბრუნდა. სუნთქვა მიჭირს. ასეთ ამინდში წოლას რა სჯობია, მით უმეტეს სიცხისგან დაოსებული ადამიანისთვის, მაგრამ თუ არც წოლა გიყვარს და არც ძილი, რა უნდა ქნა? კედლისკენ გადავბრუნდი…ცოტა ხანში ბებო გამომეცხადა, ჩემ თავსთუმალთან დაიხარა და მეუბნება: აბა გაიმეორე, წუხელ რა გითხარიო. მახსოვს, ბებო,- ლობიო ქოთანში, ღვინო დოქში და ყველი დერგში, მჭადსაც დავაცხობ- მეთქი. მეამაყება- 9 წლისა ვარ და ამდენი შემიძლია. ბებო წავიდა. ავდექი, სახლს მივხედე, მივალაგმოვალაგე, მერე ფარდულში ცეცხლი დავანთე, ზედ კეცები შემოვაწყვე, მჭადის ფქვილი მოვზილე და ცხელ კეცებზე დავაკარი. იმ დროს, საბიჯგებს რომ ვუყენებდი, ერთი კეცი წამექცა და ნაცარში ამოიგვანგლა. დათხვრილ ცომს ხელი დავტაცე და გოჭებს მივურბენინე. რატომ, რატომ წამექცა, უკვე მერამდენედ! დამწვარ თითებს სულს ვუბერავდი და ვტიროდი. მერე შავი აზრები დამიტრიალდა თავში, აღარ მინდა აქ ყოფნა, მჭადის ცხობა და წყაროდან სავსე დოქების თრევა… უცებ დამცეცხლა, ეს რა გავიფიქრე, ბებომ რომ იცოდეს, აღარ ვეყვარები- მეთქი… მალე კალათაში პურმარილი ჩავაწყვე,
ღვინით სავსე დოქს ხელი დავავლე და გზას გავუდექი. იქვე ახლოს, პურის ყანაში ქალები მუშაობდნენ, მოცელილ ხორბლის თავთავებს კონებად
კრავდნენ და ფარდულში აბინავებდნენ. ამ ადგილს კურკანტელას ეძახდნენ. ბუჩქებით დაბურულ ბილიკს ჩავათავებდი თუ არა, ხის ქვეშ ჩამომსხდარი
ქალები დამინახავდნენ ხოლმე და აყვირდებოდნენ- შეხედეთ, ბოშო, შეხედეთ, ვინ მოდისო. ბედნიერებისგან თავბრუ მეხვეოდა – მე მიცდიდნენ, მე მელოდებოდნენ, მე დიდი გოგო ვიყავი! ასეთ წუთებში ბებოს სახე უნათდებოდა, მომესწრო შვილიშვილიო, ამბობდა და გულში მიხუტებდა. მაგრამ, მოგეხსენებათ, არა არის რა ამქვეყნად, რაიც არ გაცხადდეს. ბებომ ერთ მშვენიერ დღეს შენიშნა, რომ საეჭვოდ ჩამრგვალებული გოჭები ძლივსღა დადიოდნენ. ბეღელში ფქვილიც შეცოტავდა… და იმ დღიდან სიტყვაც არ დაუძრავს, ისე დამთავრდა ჩემი დიასახლისობა… .
ერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა მომიკითხა თბილისიდან, ცუდად რომ ვიყავი. მივწერე, გრიპი ვერ მოვიშორე, ცელიანი კაცი კარზეა მომდგარი და მელოდება- მეთქი. დამამშვიდა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მაგ ცელის სალესი ქვა ჩემთან ინახება და არ აუდგა გვერდები, მაგან ეს არ მიიღოს, ტყუილად იბრიქებაო… მალე მეორე მეგობარმაც მომწერა, რას ნიშნავს თქვენი დუმილი, წერილზე რატომ არ მპასუხობთო…. ფეხზე ბატკანი მყავს გამობმული და წერას არ მაცლის- მეთქი. თქვენი გამკვირვებია, რას სტანჯავთ მაგ უბედურს, გაუშვით მინდორში საბალახოდ და ჩვენ დაგვიბრუნდითო…
თებერვალი მიიწურა. წვიმებმა იკლო. ეს რა მკაცრი ზამთარი იყოო, ბრაზობენ აქაურები. ჩვენ გვეღიმება, მთელი ზამთარი გათბობა არ ჩაგვირთავს და ღია ფანჯრებთან გვეძინა. დიდი ხანია გარეთ არ გავსულვარ, გოგოები მეხვეწებიან, დედიკო, წვიმს, მაგრამ მოდი მანქანით ვიკატაოთო. მე კი ვპასუხობ, ჩემი კატაობა წინა საუკუნეში დამთავრდა, ” ბოლო კატაობა” კიდევ მომიწევს, მაგრამ ჯერ არ მცალია – მეთქი. ამასობაში წვიმამ კალიფორნიის ყველაზე დიდი წყალსაცავი გახეთქა და ათასობით ოჯახი სასწრაფოდ გაიყვანეს საშიში ზონიდან.
გაზაფხული დადგა თუ არა, ჩემმა ხერხემალმა ” ჭრაჭუნი” დაიწყოჯდომისგან წელში ვერ ვიმართებოდი და სიარულიც მიჭირდა. ჩემი შემყურე გოგოები  “დასევდიანდნენ”, აშკარა იყო, იმედი გაუცრუვდათ- მილიონერ ბებრუხანაზე ჩემი დაქორწინების ოცნება სან-ფრანცისკოს ქათქათა ღრუბლებმა შთანთქეს… ხუმრობა იქით იყოს და მალე სულ სხვა “პრობლემის” წინაშე აღმოვჩნდი – წერა დავიწყე. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პირველ ხანებში მეგონა, სასტიკ დანაშაულს ჩავდიოდი. მეგობრები კითხულობდნენ ჩემ ჩანახატებს, მაგულიანებდნენ და დღემდე ჩემი მკითხველები არიან. ერთი ძველი ფუნაგორია გამახსენდა: “წერე, წერე, ჩემო ვარდენ, მტერს ესროლე ისარიო, თუ პოეტი არ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო”…ჰოდა, გადავწყვიტე, ასე მომმართონ: “ჰელოუ, მის ვარდენ!”
საქართველოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ მჩქეფარე, ჟრიამულა ქალაქში ეს არავის გაუკვირდება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ига Свёнтек

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко






Москва рассчитывает, что учения с применением ТЯО «остудит горячие головы» на Западе

Собянин рассказал о строительстве судостроительной верфи в районе Нагатинский Затон

Строительство судостроительного кластера в Москве

Туристов из России прогнали из элитного бутика в Турции