Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

წამება და მკვლელობა ჩეჩნეთის საიდუმლო ციხეში

0
წამება და მკვლელობა ჩეჩნეთის საიდუმლო ციხეში

კრემლი ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს „ნოვაია გაზეტას“ გახმაურებულ პუბლიკაციაზე, რომელშიც  ჩეჩნეთში მდებარე ერთ-ერთი ელიტური ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებულ საიდუმლო ციხეში  ადამიანების გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის შემზარავ ფაქტებზეა საუბარი.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა 2017 წლის იანვარში გაუსამართლებლად სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 27 პირი, რომლებსაც მანამდე ბრალი წაუყენეს  

2016 წლის დეკემბერში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში.

დამოუკიდებელ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები 2017 წლის იანვარში, გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის წინ, რამდენიმე პატიმარს აიძულებდნენ ვიდეოკამერის წინ დაედოთ ფიცი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე, შემდეგ კი უარი ეთქვათ ამ ორგანიზაციის წევრობაზე.

დაკავება და „ნეიტრალიზება“

2016 წლის 18 დეკემბერს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში პოლიციელებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ატყდა სროლა, რომლის დროსაც, ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელები ცდილობდნენ ხელთ ეგდოთ სამართალდამცველების კუთვნილი იარაღი და აღჭურვილობა.

მეორე დღეს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, მოსახლეობას აცნობა, რომ თავდასხმის მონაწილეები დააკავეს და მოხდა მათი „ნეიტრალიზება“.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამართალდაცველებმა ჩეჩნეთში პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ათეული პირი დააკავეს. მათი ნაწილი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, ნაწილი კი გაასამართლეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგზავნეს.

„ნოვაია გაზეტამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეჭვმიტანილები გროზნოში მდებარე ელიტური პოლიციური ქვედანაყოფის - ახმად კადიროვის სახელობის სპეცდანიშნულების პოლკის - ტერიტორიაზე ჰყავდათ გამოკეტილი.

2017 წლის აპრილში „ნოვაია გაზეტამ“ პირველად გაავრცელა ცნობა დაკავებულთა შემადგენლობიდან 27 პირის მკვლელობის შესახებ და ეს ინფორმაცია გადაუგზავნა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს. უწყებაში ჩატარდა წინასასამართლო შემოწმება, მაგრამ ჩეჩენი სამართალდამცველები თავად მასობრივი დაჭერის ფაქტსაც კი უარყოფდნენ.

“ნოვაია გაზეტასთან“ ერთად ადამიანების სიკვდილით დასჯისა და გაუჩინარების შესახებ გამოძიებაში მონაწილეობდა უფლებადამცველი ჯგუფი „მემორიალი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი ინიციატივის“ თანამშრომლები.

„ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით და დასკვნაც მკაფიოა: ეს ადამიანები ძირითადად სახლებში დააკავეს და მოწმეების თვალწინ წაიყვანეს საპატრულო-გამშვები სამსახურის პოლკში, სადაც მათ დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ. საერთოდ, ქალაქ გროზნოს ცენტრში მდებარე ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის №2 საპატრულო-გამშვები სამსახურის პოლკში მრავალი წელია არსებობს საიდუმლო საპატიმრო, სადაც ადამიანებს საშინლად აწამებენ. ეს ყველამ იცის, ეს ყველაფერი ძალიან თვალსაჩინოა, მაგრამ ეს ციხე დღემდე მოქმედებს. იქიდან, ამ საპატიმროდან, გაიტანეს ზემოხსენებული ადამიანების გვამები. ისინი დახოცეს, ისინი არ დაუხვრეტიათ, სხვადასხვანაირად დახოცეს, მათ შორის გაგუდეს საპატრულო-გამშვები სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე“, - უთხრა უფლებადამცველი ცენტრ „მემორიალის“ საბჭოს წევრმა, ოლეგ ორლოვმა, რადიო თავისუფლებას.

„ადგილი აქვს გამოძიების საბოტაჟს“

ამასთანავე, ერთ-ერთი - სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯილი - პირი, ადამ დასაევი, „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, ადგილობრივი ტელეკომპანია „გროზნი ტვ“-ს მიერ მომზადებულ საინფორმაციო სიუჟეტში უჩვენეს. მის გვერდით კადრში ჩანდნენ კადიროვის სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური ასლან ირასხანოვი და ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი.

სატელევიზიო სიუჟეტში ჩანდა ადამ დასაევის ძმა, შემდგომში ასევე მსჯავრდებული,  რომელიც კადრში თვით კადიროვის გვედრით იდგა.

ზემოთ აღწერილი მოვლენების შემდეგ ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა 11 კაცის მიერ ფიცის დადების ამსახველი ვიდეო. მათ შორის აღმოჩნდა ჩეჩნეთში განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე რამდენიმე პირიც. სამი კაცის სახე ჩანაწერში დაფარული იყო.

“ნოვაია გაზეტამ“ ივარაუდა, რომ ვიდეო შეეძლოთ ეპოვათ ერთ-ერთი დაკავებულის ტელეფონში, ხოლო ვიდეოს რედაქტირება შეეძლოთ მხოლოდ ჩეჩენ სამართალდამცველებს. გამოცემა დარწმუნებულია, რომ ვიდეო - ჯერ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის აღიარებით და შემდეგ მისი უარყოფით - არის დადგმული და ჩანაწერი გაკეთებულია სამართალდამცველების მიერ ეჭვმიტანილთა მასობრივი დაკავების შემდეგ.

შესაბამისად, ეჭვმიტანილები სირიაში კი არ წასულან, არამედ სიკვდილით დასაჯა ჩეჩნეთის ხელისუფლებამ.

რატომ არ იძიებენ ჩეჩნეთში გაუსამართლებლად ადამიანების სიკვდილით დასჯისა და ადამიანების გაუჩინარების ფაქტებს? აი, რას ამბობს ამის შესახებ უფლებადამცველი ცენტრ „მემორიალის“ საბჭოს წევრი ოლეგ ორლოვი:

„ამ საშინელი დეტალების გარდა, ამ ისტორიაში მთავარი ისაა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ფედერალურ - ვიმეორებ, გამოძიების ფედერალურ - ორგანოებს ჯიუტად არ სურთ ამ დანაშაულების გამოძიება. ჩემი აზრით, ჩვენ მათ ნაცვლად ჩავატარეთ მთელი ეს გამოძიება. მაგრამ მათ ჯიუტად არ სურთ ამ  საქმის გამოძიება, ადგილი აქვს გამოძიების საბოტაჟს და, სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის აღძრული“.

ჟურნალისტური გამოძიების კომენტირებაზე უარი განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა.

„არ შემიძლია გიპასუხოთ. ამ მასალას არ გავცნობივარ. მსგავსი მასალები სამართალდამცველ ორგანოებს ეხება. იმედი მაქვს, რომ ისინი გაეცნობიან მას“, - თქვა ჟურნალიტების შეკითხვის პასუხად დმიტრი პესკოვმა, თუმცა კრემლის წამომადგენელმა, ამასთან, პირობა დადო, რომ აუცილებლად გაეცნობა საგაზეთო პუბლიკაციას.

„ნოვაია გაზეტას“ მიერ გადაცემული 27-კაციანი სიიდან გამომძიებლებმა დაადასტურეს 4 პირის დაღუპვა, ორი კი ცოცხალი იპოვეს და გადასცეს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულის, ტატიანა მოსკალოვას, აპარატს. სინამდვილეში კი ისინი აღმოჩნდნენ 2017 წელს მოკლული მოხმი მუსკიევისა და შამხან იუსუპოვის ძმები, რომლებიც აიძულეს ტყუილი ეთქვათ.

ჩრდილოეთ კავკასიის ჩეჩნეთის რეგიონი კრემლის ფავორიტი ავტოკრატი ლიდერის, რამზან კადიროვის, კონტროლქვეშ იმყოფება. უფლებადამცველები კადიროვის უსაფრთხოების ძალებს  ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში - ადამიანების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში.

იანვარში ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა, განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად სოფელ კატირ-იურტში გაანადგურეს ექსტრემისტების იატაკქვეშა მოძრაობის ბოლო, ექვსკაციანი, ჯგუფი, მათ შორის ამირა ასლან ბიუტუკაევი, ჩეჩნეთის სეპარატისტული წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი.

ცნობაში, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერზე დაყრდნობით გავრცელდა 20 იანვარს, ფიგურირებდა ასევე ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების პირველი პრეზიდენტის, ახმად-ხაჯი კადიროვის - რამზან კადიროვის მამის - სახელობის ავადსახსენებელი პოლკი.

„ბანდიტურმა დაჯგუფებამ ორჯერ მოახერხა გაჰქცეოდა დევნას და შეტაკებას, მესამედ კი მათ ვერ მოახერხეს დამალვოდნენ ახმად-ხაჯი კადიროვის სახელობის პოლიციის პოლკის მებრძოლებს“, - ნათქვამი იყო ჩეჩნეთის ლიდერის მიერ გავრცელებულ ცნობაში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Свентек выиграла титул WTA в Мадриде






Realtor Europe: проводник в мире недвижимости

Более 600 проблем с мусоропроводом решили в Подмосковье с марта

Батон-твирлинг поможет развиваться особенным детям в Подмосковье

Администрация Химок провела 18 встреч с жителями с начала года