Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლიეტუველი დეპუტატის ვიზიტს წარუმატებელს უწოდებს

0

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტს წარუმატებელს უწოდებს.

"სიმართლის თქმა არასოდეს არის საზიანო. ბატონი პავილიონისი არის პარტიული მეგობარი "ნაციონალური მოძრაობის". ეს პავილიონისმა ჩემთან შეხვედრისას თვითონაც აღნიშნა, რომ მას ჰყავს მეგობრები "ნაციონალურ მოძრაობაში", მას "ნაციონალურ მოძრაობაში" ენდობიან და შესაბამისად, ის შეეცდება, რომ დაარწმუნოს ოპოზიციის წევრები, რომ მათ კონსტრუქციულ დიალოგში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო ჩვენი შეხვედრის შინაარსი, თუმცა, როგორც ჩანს, ბატონმა პავილიონისმა ვერ მოახერხა მათი დარწმუნება ამაში და შედეგად მისმა შუამავლობის მისიამ წარუმატებლობა განიცადა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

ჟიგიმანატას პავილიონის საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დღეს მას პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული უწოდა.

საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და "ქართულმა ოცნებამ" პრემიერის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде






Прокуратура Москвы: школьник попал в больницу после наезда курьера-велосипедиста

Петербург готовится ко Дню Победы: На Дворцовой прошла генеральная репетиция парада

В МИД России рассказали об ответных мерах на враждебные действия стран Прибалтики

Президент Кубы Диас-Канель планирует посетить парад Победы 9 мая