Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

0

ზუგდიდში,”ოქროს ბირჟის” სავარაუდო დამყაჩაღებლის დევნის ოპერაციას ორმხრივი სროლა მოჰყვა. შს სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე 25 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან მალევე ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

“რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი – 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

წყარო: radioatinati.ge




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






Памятную доску бойцу СВО Георге Нестерову открыли в Чехове

Исполнилось 100 лет со дня рождения Булата Окуджавы

Праздничная линейка и шествие прошли на выставке «Россия» в честь Дня Победы

Путин принимает глав иностранных государств в Кремле по случаю дня Победы